Home რუბრიკები პოლიტიკა ოთხი წლით ციხე ვეგეტარიანელობისთვის

ოთხი წლით ციხე ვეგეტარიანელობისთვის

472

იტალიის პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მშობლებისთვის, თუ ისინი აიძულებენ შვილებს, დაიცვან ვეგანური (ვეგეტარიანელობის მკაცრი ფორმა) ან ვეგეტარიანული დიეტა, სასჯელის ზომა _ ციხე ოთხი წლით.

პროექტის ავტორია მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია “ფორცა იტალიას” წარმომადგენელი ელვირა სავინო. მისი აზრით, ბავშვები, რომლებიც არ იღებენ ცოცხალ ცილას, რჩებიან რკინის, თუთიისა და B12 ვიტამინის გარეშე. ეს კი იწვევს სხვადასხვა ნევროლოგიურ პრობლემასა და ანემიას.

_ თუ ზრდასრული ადამიანი ბრძანდებით, შეგიძლიათ იკვებოთ ისე, როგორც მოისურვებთ, მაგრამ არ შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება ბავშვებზე, _ აღშფოთებულია პოლიტიკოსი ქალი.

ელვირა სავინო გვიხსნის: ვეგეტარიანელი მშობლებისთვის ასეთი მკაცრი სასჯელის შემოღება გადაწყვიტა რამდენიმე აღმაშფოთებელი შემთხვევის შემდეგ, რომლებიც მისთვის ცნობილი შეიქნა. მშობლები აიძულებდნენ შვილებს, “ეთიკური” დიეტა დაეცვათ და კინაღამ შიმშილით დახოცეს პატარები. ცნობისთვის: ამგვარი ინციდენტის გამო მილანში ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მშობლების უფლება ჩამოართვეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here