Home რუბრიკები ბლოგი ბლოკი თუ ბოლოკი?

ბლოკი თუ ბოლოკი?

765

ბოლო პერიოდია, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთი ამბავია ატეხილი საქართველოს “უბლოკო” სტატუსზე. ნინო ბურჯანაძის მიერ წინასაარჩევნოდ შემოგდებულმა ამ თემამ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე პირადად გამოეხმაურა და განაცხადა _ თქვენს უბლოკოს მე ბლოკიანს დავუპირისპირებ და ნახეთ, რომელმა აჯობოსო.

დავით უსუფაშვილს, ამ განცხადებას რომ აკეთებდა, აღელვებისგან ხმა ოდნავ უკანკალებდა და სიტყვები “ბლოკიანი” და “უბლოკო”, როგორც ჩვენს ძალიან დაკვირვებულ კორესპონდენტს მოეჩვენა, ცოტა სხვანაირად წარმოთქვა.

აქედან დაიწყო კიდეც ყველაფერი. ჩვენი ჩაკვირვებული კორესპონდენტი ჩაუკვირდა ყოველივეს და გონებაც გაეხსნა.

აბა, წარმოიდგინეთ, საქართველოს ისედაც არავინ არსად ეპატიჟება _ არც ერთ, გინდაც სამხედრო და გინდაც არასამხედრო, ბლოკში, ყველას სულ ფეხებზე ვკიდივართ და, ნეტავ, რა ლოგიკით უნდა ამტყდარიყო ამხელა გაწიგამოწევაბლოკიანობასადაუბლოკობაზე”?

აი, სწორედ ამას დაუფიქრდა ჩვენი გაფითრებული კორესპონდენტი და ნინო ბურჯანაძისა და დავით უსუფაშვილის გამოსვლების რამდენჯერმე გადახვევის, შენელებულ რეჟიმში მოსმენისა და დაკვირვების შემდეგ ამოხსნა კიდეც საიდუმლო.

თურმე საქმე ის არის, რომ უსუფაშვილიც და ბურჯანაძეც აღელვებისას თავისებურად გამოთქვამენ სიტყვას _ “ბოლოკი”.

დიახ, დიახ _ ბოსტნეულ კულტურა ბოლოკზეა საუბარი.

ანუ ამ გამოსვლებშიც ნინო ბუჯანაძე ლაპარაკობს საქართველოს უბოლოკობაზე, ანუ იმაზე, რომ საქართველო, უბლოკოდ კი არა, უბოლოკოდ იყოს!

ხოლო უსუფაშვილი უპასუხებს, რომ საქართველო აუცილებლად ბოლოკით უნდა იყოს, ანუ ბოლოკიანი საქართველოს უპირატესობას ამტკიცებს.

ყველაფერი გასაგებია, რომ ბლოკზე არ არის საუბარი და ბოლოკზეა, მაგრამ მკითხველს ისიც დააინტერსებდა, რა თქმა უნდა, სად და რა ვითარებაში უნდა იყოს საქართველო წარმოდგენილი ბოლოკით?!

ჩვენმა ყველაფრის დამდგენმა კორესპონდენტმა ესეც დაადგინა. საუბარია ჩვეულებრივ სუფრაზე, ანუ ბოლო პერიოდში მსოფლიოში ჩამოყალიბებული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს აუცილებლად ემუქრება შესანსვლა თურქეთის მხრიდან. ამ აგრესორმა ქვეყანამ რუსეთთან უკვე მოაგვარა სიტუაცია და ამერიკა ისე შეაშინა, რომ მზად არის, მის დასაშოშმინებლად მთლიანად გადააყლაპოს საქართველო, რათა თურქეთი დიდი ხნით გაჩუმდეს და ამერიკის ინტერსებს რეგიონში წინააღმდეგობა აღარ გაუწიოს.

საქმე იქამდეც კი მისულა, რომ ამერიკას თურქეთისთვის არჩევანიც კი შეუთავზებია _ პირში გაკვეხებული ბოლოკით გადასანსლავ საქართველოს თუ ბოლოკის გარეშეო?

აი, ამაზეა თურმე ატეხილი ერთი ამბავი და ნინო ბურჯანაძე ცდილობს, თურქებს მთლად ბოლომდე მაინც არ მიანიჭოს სიამოვნება და ბოლოკის გარეშე მიართვას საქართველო; ხოლო დავით უსუფაშვილი, როგორც ამერიკელების ჭეშმარიტიშნირიდა თურქების მონა, ცდილობს, ბოლომდე ასიამოვნოს პარტნიორებს და მათ პირში გაკვეხებული წითელი ბოლოკით სთავზობს საქართველოს(!).

აი, სულ ეს არის _ არანაირ ბლოკზე, მით უფრო სამხედროზე, არანაირი საუბარი არ მიმდინარეობსო, _ გვატყობინებს ჩვენი გაოგნებული კორესპონდენტი.

დიდუ აგირაია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here