Home რუბრიკები ბლოგი ვინ ესტუმრა შავი “ვოლგით” გიორგი პაპუაშვილს?

ვინ ესტუმრა შავი “ვოლგით” გიორგი პაპუაშვილს?

691

ბოლო რამდენიმე კვირაა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მასზე და კოლეგიაზე ხელისუფლება ზემოქმედებს. ხელისუფლებამ ბრალდება უარყო. ამბავი, რომელსაც დღეს მოგიყვებით მოგვაწოდა ჩვენმა წყარომ, რომელიც, როგორც ყოველთვის, უშუალოდ შეესწრო ამ ფაქტს. უცვლელად გთავაზობთ წყაროს მიერ გამოგზავნილ წერილს:

“ბათუმში ვისვენებდი, საზაფხულო შვებულება ავიღე და ზღვისპირეთში დასასვენებლად წავედი. ალბათ, განგება იყო, რომ ბინა საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ ვიქირავე.

ყველაფერი წამოსვლის წინა დღეს მოხდა, საღამოს საათებში. შუაღამე იყო, ოთახში ვიყავი, არ მეძინებოდა და გადავწყვიტე, წიგნი წამეკითხა. ისე გავერთე კითხვაში, რომ ჩამძინებია. ტკბილი ძილი უჩვეულოდ დიდმა ხმაურმა დამირღვია _ გავიგონე საშინელი დამუხრუჭების ხმა, სასამართლოს წინ ორი შავი ვოლგა გაჩერდა, ნომრები არ ჰქონდა. იქიდან ორი, ტყავის სამოსში ჩაცმული ქალბატონი გადმოვიდა, ხელში შავი ჩანთები ეკავათ. სასამართლოს კარზე ზარი დარეკეს, მანდატურმა კარი გააღო, ერთ-ერთმა ქალმა მანდატურს სახეში რაღაც შეასხურა, დიდი ალბათობით, გაზი უნდა ყოფილიყო. წაიქცა მამაკაცი, ქალებმა კი შენობაში გზა განაგრძეს. მივხვდი, რომ პროფესიული ვალდებულება უნდა შემესრულებინა, მიუხედავად იმისა, რომ შვებულებაში ვარ. სასწრაფოდ ჩავიცვი, მოვიმარჯვე კამერა და გავეშურე შენობისკენ. კიდევ კარგი, დაავიწყდათ იმ ქალებს და სასამართლოს შენობის კარი არ ჩაკეტეს. ფეხაკრეფით შევედი შენობაში, ვცდილობ იმ ორ ქალს მივაგნო. ამ მომენტში მესმის კაცის ყმუილი, მესმის, რომ ვიღაც წებოვან ლენტას ხევს, სავარაუდოდ, ვიღაცას აბამენ ამ ლენტით. ოთახის, საიდანაც ხმა გამოდიოდა, კარი ოდნავ ღია იყო და იქვე საყვავილეში ჩავიმალე, გადავიფარე ყვავილი და კამერის ობიექტივი ოთახის სივრცეს დავუმიზნე. მოვლენებს კამერის ეკრანზე ვუყურებდი, რადგან ვერ შევიდოდი.

“დააბი ეს დამპალი, ამან უნდა აგვირ-დაგვირიოს მონასტერი?” _ ამბობდა ერთ-ერთი ქალი.

“ახლა კარგად მომისმინე, ბიჭი. შენ, ეტყობა, ბოლომდე ვერ გაიგე, რომ ახლა ჩვენი დროა და ან უნდა დააყენო ერთი ადგილი, ან, არადა, ჩვენ ვიცით”, _ თქვა მეორე ქალმა.

ჰო, ორივე ქალბატონს ნიღაბი ეკეთა, როგორც ჩანს, ერთ-ერთს დასცხა და ნიღაბი მოიხსნა.

“უფ, ნამეტანი დაცხა, მიხედე და მეც შემოგიერთდები”, _ თქვა მან.

თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ქალბატონში მანანა კობახიძე ამოვიცანი, რომელმაც კარადა გამოაღო და ჭიქაში ვისკი ჩამოისხა.

“მოკლედ, ასეა. თუ გინდა, რომ კაციშვილმა ხმა არ გაგცეს, უნდა დაგვნებდე. ის შენი ოდესელი, დღეს თუ არა ხვალ, მიგაგდებს და მერე უყარე კაკალი. შენი კოლეგიის წევრებსაც ასე გადაეცი, სხვათა შორის, წუხელ დაგინახე, ოთახში ტრუსიკიანი რომ დადიოდი. ასე რომ, პირადი ცხოვრების კადრები ჩვენც გვაქვს”, _ უთხრა კობახიძემ პაპუაშვილს, რომელიც, როგორც აღვნიშნე, წებოვანი ლენტით ჰყავდათ მიბმული მისსავე სამუშაო მაგიდაზე.

ამასობაში მეორე ქალბატონმაც მოიხსნა ნიღაბი, ის ეკა ბესელია აღმოჩნდა.

“გეყოთ პარპაში და გრიალი 9 წლის განმავლობაში, ახლა ჩვენი დროა, ღორობასაც აქვს საზღვარი, გაიგე, ბიჭოოოოო?” _ დაჰკივლა ბესელიამ დაბმულ პაპუაშვილს.

ამასობაში პაპუაშვილმა ეშმაკურ ხერხს მიმართა, იქვე, სკამის ქვეშ სპეციალური ღილაკი ჰქონია დამონტაჟებული, რომელიც “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურს და პირადად ნიკა გვარამიას უკავშირდება. მოულოდნელად განგაშის სიგნალი ჩაირთო და რამდენიმე წამში შენობაში “რუსთავი 2”-ის 10-მდე გადამღები ჯგუფი მოვიდა, შეშინებულმა ბესელიამ და კობახიძემ შენობა ფანჯრიდან გადახტომით დატოვეს და უმალ მოკურცხლეს შავი “ვოლგებით”.

გაფითრებული პაპუაშვილი კი ჟურნალისტებს თავს გადამხდარი ამბის შესახებ ინტერვიუს აძლევდა.

გვარამ ნიკაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here