Home რუბრიკები საზოგადოება მკრეხელური ექსპერიმენტები _ ბრიტანეთსა და აშშ-ში ადამიანებს ცხოველებთან აჯვარებენ

მკრეხელური ექსპერიმენტები _ ბრიტანეთსა და აშშ-ში ადამიანებს ცხოველებთან აჯვარებენ

2457

უჯრედების დონეზე ადამიანებისა და ცხოველების შეჯვარების ექსპერიმენტებს უკვე, დიდი ხანია, ატარებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ასეთი სამუშაო მიმდინარეობს მხოლოდ კერძო კლინიკებში კერძო პირების დაფინანსებით და, ბუნებრივია, ეს მოქმედებს “ცდების ხარისხსა და მასშტაბზე”; მძლავრი სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში კი “ხელშესახებ შედეგებს” გაცილებით სწრაფად მიაღწევენ.

ექსპერტთა აზრით, ასეთი ცდების ჩატარება ხელს შეუწყობს მნიშვნელოვან აღმოჩენებს ნეიროდეგენერაციულ სფეროში და შესაძლოა, შესაძლებელი შეიქნას ისეთი დაავადებისგან განკურნება, როგორიცაა ალცჰეიმერი, პარკინსონი, აგრეთვე, უნაყოფობა. ამისთვის კი საჭიროა, “ცხოველ-ინკუბატორში” ჩვენი ორგანიზმის “სათადარიგო ნაწილები” გამოიყვანონ.

ამ ექსპერიმენტებს გამოუჩნდნენ კრიტიკოსებიც: “წარმოვიდგინოთ, რომ გაჩნდნენ ღორები ადამიანის ტვინით და ისინი დაინტერესდნენ, რატომ ვატარებთ მათზე ცდებს; ან შევქმნათ ადამიანის სხეული ცხოველის ტვინით და ვთქვათ, რომ ისინი ადამიანები არ არიან და შეიძლება მათი ორგანიზმის გამოყენება სხვებისთვის გადასანერგავად. ვლაპარაკობ უკიდურესობებზე, მაგრამ ჯერ კიდევ 15_20 წლის წინათ ქიმერული ემბრიონების შექმნაც უკიდურესობად გვეჩვენებოდა”, _ განაცხადა ნიუ იორკის სამედიცინო კოლეჯის თანამშრომელმა სტიუარტ ნიუმანმა.

ბრიტანეთში ადამიანისა და ცხოველის შეჯვარების ექსპერიმენტები წლების განმავლობაში ტარდებოდა და გასაიდუმლოებული იყო. ამ ექსპერიმენტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიქნა ცნობილი, როდესაც ბრიტანეთის წამყვანი მეცნიერების ჯგუფმა ოფიციალურად გააფრთხილა მსოფლიოს საზოგადოებრიობა სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის “მაიმუნების პლანეტის” სიუჟეტის განმეორების შესაძლებლობის თაობაზე. ამ ნაწარმოებში პრიმატებისა და ადამიანების გენების შეჯვარებას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. ბრიტანელი მეცნიერების აზრით, უნდა შეიქმნას კანონები, რომლებიც ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს. ასეთი დოკუმენტი მოამზადა დიდი ბრიტანეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიამ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოაქვეყნა სახელმძღვანელო მკვლევარებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან ცოცხალი ორგანიზმების გამოყვანით და ჰიბრიდულ არსებებს ადამიანების დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.

ექსპერიმენტის ჩასატარებლად საჭიროა დასაბუთდეს, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის. და, თუ ასე მოხდა, მეცნიერებს შეუძლიათ, კანონიერად ჩაატარონ ცდები ცხოველებზე, რომლებსაც აქვთადამიანის მსგავსი ტვინი”.

“დიდი ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდების შექმნის წესების გამარტივება ქვეყანას გადააქცევს ცენტრად იმ კვლევებისა, რომლებსაც შეუძლია მიგვიყვანოს დიდ აღმოჩენებამდე და რომლებიც მიმართული იქნება ადამიანის დონორული ორგანოების დეფიციტის ლიკვიდაციისკენ. ახალი ტექნოლოგიით მომავალში შესაძლებელი იქნება ორგანოების გამოყვანა პრიმატებში ან ღორებში ინდივიდუალური შეკვეთებით”, _ აღნიშნავს The Times-ი.

ამრიგად, პრიმატებისთვის ადამიანის ტვინის გადანერგვის ექსპერიმენტებს, აგრეთვე, ადამიანის მსგავსი ცხოველების შექმნის ცდებს, კანონიერ საფუძველზე ჩაატარებენ. არადა, ასეთი ექსპერიმენტების შედეგების განსაზღვრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ბიოტექნოლოგიების სფეროში ჯერ კიდევ 1980-იან წლებში აღინიშნა მნიშვნელოვანი წინსვლა.

1984 წელს ექსპერიმენტის შედეგად მიიღეს ცხვარი-თხა _ ცხოველების ხელოვნური ჰიბრიდიზაციის პირველი წარმატებული შედეგი. ასეთი მეთოდის გამოყენებით, შეიძლება, მაგალითად, მაიმუნისგან ადამიანი მიიღონ. გარეგნულად ის თითქმის მაიმუნი იქნება, მაგრამ ექნება მეტყველებისა და აზროვნების უნარი. ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ აშშში, იენის უნივერსიტეტში ერთერთმა კომპანიამ ჩაატარა (და, შესაძლოა, დღესაც ატარებს) ცდებსჰუმანზესგამოსაყვანად _ ეს არის ადამიანისა და შიმპანზეს შეჯვარების შედეგად მიღებული ქიმერა. ადამიანისა და ცხოველების შეჯვარების შედეგად ვარაუდობენ ისეთი გამძლე, ამტანი და, ამასთანავე, “საკმაოდ მორჩილიადამიანიმაიმუნების შექმნას, რომლებსაც მძიმე სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენებენ, მაგალითად, შახტებში და რკინიგზის მშენებლობისას.

ადამიანისა და ცხოველის გენური შეჯვარების მოწინააღმდეგენი ამ იდეას ამორალურს უწოდებენ. “ეს ფრანკენშტეინის ცდებია, ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდების გაჩენა დედამიწაზე უამრავ პრობლემას გამოიწვევს. ამ მუტანტების სტატუსი გაუგებარია _ ექნება მათ ადამიანის უფლებები თუ ცხოველებს გაუთანაბრებენ?” _ ამბობენ ადამიანისა და ცხოველის შეჯვარების მოწინააღმდეგენი. და ეს ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც აწუხებს მათ, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ გიჟურ ექსპერიმენტებს. მოწინააღმდეგეთა შორის არის რელიგიური ორგანიზაციებიც.

უეჭველია, რომ ღმერთის ქმნილებაზე მკრეხელური ცდების ჩატარებამ, მით უფრო, ადამიანისგან სხვადასხვა ურჩხულის შექმნამ, შეიძლება არა მხოლოდ შემთხვევითი და უკონტროლო შედეგი გამოიღოს, არამედ ეს არის ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროსა და ადამიანზე თავდასხმა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here