Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართული ოცნება” ამერიკის მარიონეტად გადაიქცა

“ქართული ოცნება” ამერიკის მარიონეტად გადაიქცა

565

საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების დაპირებები და ისიც _ რა ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში და რა ხდება დღეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკმაოდ ბევრი პარტია იყრის კენჭს, მაგრამ საზოგადოებას ამდენი იმედგაცრუების შემდეგ აღარ სჯერა პოლიტიკოსების. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება პარტია “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი თამაზ მეჭიაური.

_ ბატონო თამაზ, არჩევნებში მოსახლეობის მაღალ აქტივობას ელოდებით?

_ ველოდები იმ შემთხვევაში, თუ ნორმალურად წაიყვანს საარჩევნო კამპანიას რეალური ოპოზიცია. ქართული ოცნებადანაციონალური მოძრაობაყველანაირად ეცდებიან, რაც შეიძლება ცოტა ხალხი მივიდეს არჩევნებზე, ეს ჩანს იქიდანაც, რომ არ სურთ, სარჩევნო უბნების გახსნა რუსეთში, რადგან იქ მილიონობით ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და ისინი, რა თქმა უნდა, მხარს არ დაუჭერენ ნატოში შესვლას. აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნებადანაციონალური მოძრაობარუსეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების აზრის იგნორირებას აპირებენ. უკვე ჩანს, რომ ხელისუფლება ემზადება არჩევნების გასაყალბებლად.

_ “ნაციონალური მოძრაობისცხრაწლიანი განუკითხაობისა დაქართული ოცნებისშეუსრულებელი დაპირებების გამო ხალხი პოლიტიკოსებისგან იმედგაცრუებულია. ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ საზოგადოებამ პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა დაკარგა?

_ რა თქმა უნდა, ნდობის დაკარგვა შეინიშნება, თანაც ხელისუფლებაც და მის მიერ დანიშნული ე. წ. ოპოზიციაც, “ნაციონალური მოძრაობა”, მოსახლეობას უნერგავს აზრს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ძირითადად ორი მოთამაშეა _ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. ასეთი განლაგება ერთსაც აძლევს ხელს და მეორესაც; ნაციონალებისთვის მეორე ადგილზე ყოფნა მისაღებია, მით უმეტეს, თუ ძირითად სატელიტებსაც შეიყვანენ პარლამენტში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქართული ოცნებისნახევარი უკვენაციონალური მოძრაობისკადრებით არის დაკომპლექტებული. რესპუბლიკური პარტია ათკაციანი შემადგენლობით ახერხებდა პარლამენტის მართვას დასავლეთის მიმართულებით, მაგრამ ახლა რეალობა სხვაა, უკვე გამოჩდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ თავსდებიან ამ სქემაში და მოსახლეობას უკვე აჩვენებენ, რომ ქართული პოლიტიკური ველი სულაც არ არის ორპოლუსიანი. “ნაციონალური მოძრაობადაქართული ოცნებაერთად არის ერთი პოლუსი, რომელიც ამერიკიდან იმართება, ჩვენი პარტია კი იქნება დამოუკიდებელი ამერიკისგანაც და რუსეთისგანაც.

_ როგორ შეაფასებთ ხელისუფლების მოღვაწეობას ბოლო 4 წლის განმავლობაში, მის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს?

_ “ქართულმა ოცნებამ” ვერც ატლანტიკური და ვერც ევროპული მიმართულებით ვერ დაამყარა ურთიერთობა, ვერ შეასრულა დაპირებები, ვერ გაწევრდა ევროკავშირში, ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია შეუსრულებელია, არანაირი პერსპექტივა არ ჩანს ნატოში გაწევრების _ საქართველო ნატოში რომ შევიდეს, ტერიტორიები უნდა გვქონდეს დაბრუნებული, საშინაო კურსიც უპერსპექტივოა; თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა თავისუფალია, აღარ მიმდინარეობს ზეწოლა და უსამართლო დაპატიმრებები, მაგრამ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით აქვთ სერიოზული პრობლემები, ქართული ოცნებისახალი სახეები თითქმის მთლიანადნაციონალური მოძრაობისკადრები არიან. ფაქტობრივად, მივიღეთ ორინაციონალური მოძრაობა”: ერთი _ “ნაციონალური მოძრაობითდაკომპლექტებულიქართული ოცნებადა მეორე _ თვითონნაციონალური მოძრაობა”.

_ რუსეთსაქართველოს დღემდე დაძაბულ ურთიერთობაზე რას იტყვით?

_ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთთან ურთიერთობა მოსაგვარებელია, თუმცა აქაც უნდა გავითვალისწინოთ ბევრი რამ, ეს მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში რომ არ შევიდეს. ჩვენ ხშირად გვიწოდებენ პრორუსულ პარტიას, მაგრამ ჩვენ ვართ კონტაქტური ძალა და უარს ვამბობთ დასავლეთის ჩარევაზე, ვგულისხმობ უხეშ ჩარევას. ამერიკის შეერთებული შტატები კი, ხედავთ, როგორ დაუფარავად ერევა ჩვენი ქვეყნის მართვაში. “ქართული ოცნებაამერიკის მარიონეტად გადაიქცა. არ მინდა, ერთი უკიდურესობიდან გადავიდეთ მეორეში და რუსეთის ან დასავლეთის მარიონეტები გავხდეთ. ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით უნდა წარვმართოთ ურთიერთობა და ეს სულაც არ ნიშნავს პრორუსულობას, ეს ნიშნავს რეალობის აღქმას, იმ პრობლემის გათვითცნობიერებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. თუ რუსებს ნატოს დროშას ავუფრიალებთ და საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წვრთნებს ჩავატარებთ, მათთან მოლაპარაკების პერსპექტივა ნაკლები იქნება.

_ ბატონო თამაზ, საინფორმაციო სააგენტოინფო 9”-სთან ინტერვიუში თქვით: “არ შეიძლება არჩევანი გააკეთოს მოსახლეობამ ვინმეს პატივისცემის ნიშნად, რადგან ეს პიროვნებები უკვე აღარ თვლიან თავს ვალდებულად ამომრჩევლის წინაშე, არამედ ვალდებულად თვლიან თავს იმ ხალხის წინაშე, რომელმაც ისინი ამ თანამდებობაზე მოიყვანა. პრეზიდენტი თვლის, რომ ამ თანამდებობაზე მოიყვანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მათ აიძულეს ივანიშვილი, ის დაესახელებინა ამ პოსტზე”. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ მგონია, რომ ივანიშვილი ასეთ კანდიდატურას თავისი ნებით არ შეარჩევდა, თავიდანვე ეტყობოდა გიორგი მარგველაშვილს, რომ ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა. მარგველაშვილისთვის მთავარია ისინი, ვინც დანიშნა, და მოსახლეობის აზრი ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს. კანდიდატები ამომრჩეველმა თავისი თვალსაზრისით უნდა აირჩიოს და არა ვინმეს პატივისცემით. რა მოგვიტანა ვიღაცის პატივისცემით არჩეულმა პრეზიდენტმა, კი ხედავთ.

_ აგრეთვე, თქვით, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, თუ ხმას მისცემსქართულ ოცნებასდა ნაციონალებს, მათივე სატელიტებიანად, მალე, ბოდიში და, შეიძლება, საჯდომის დიამეტრის ზომაც კი დაგვიწესონ, რომელზე ნაკლები არ შეიძლება ჰქონდეს ადამიანსო. რა იგულისხმეთ?

_ რას ვგულისხმობ და ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ხომ ნახეთ, რაც მოხდა _ ეს ყველაფერი ამერიკის ზეწოლით განხორციელდა, ამერიკის ელჩი ბედნიერებისგან გაბადრული და გაბრწყინებული სახით იძლეოდა ინტერვიუს და საიდან მოდის ეს შეკვეთა, ნათელია.

პრეზიდენტისთვის ამერიკას უფრო აქვს ფასი, ვიდრე იმ ორას თუ ხუთასი ათას მოქალაქეს, რომლებმაც ხელი მოაწერეს და მხარი დაუჭირეს რეფერენდუმის ჩატარებას ქორწინების საკითხის განსაზღვრის შესახებ. პრეზიდენტად წოდებულ მარგველაშვილს, თუ რამედ მიაჩნია მოსახლეობის აზრი, რეფერენდუმი უნდა დაენიშნა და ამდენი მოქალაქე არ უნდა გაეწბილებინა.

ესაუბრა ნანა ფოფხაძე

1 COMMENT

  1. ცოდოა მარგველაშვილი, არც ჭკუა აქვს და არც ღირსება. ამერიკის ხელში გამოსაძერწი პლასტელინია, უნებისროფო და მხდალი.

  2. არ გვინდა ასეთი მარიონეტი პრეზიდენტი, მე უბრალოდ მეუხერხულება როდესაც ამ კაცს ვუწოდო პრეზიდენტი რადგან მისთვის სხვისი ზეწოლის ქვეშ ყოფნა უფრო ადვილია ვიდრე ამდენი ამომრჩევლის ხელმოწერა, მე ვნანობ რომ ხმა მაქვს მიცემული ამ პიროვნებისატვის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here