Home რუბრიკები პოლიტიკა ვასილ ჭიჭინაძე: რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა

ვასილ ჭიჭინაძე: რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა

680

მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და ბოლო ხანს განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე.

_ ბატონო ვასილ, მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლითაც თვით დემოკრატიული დასავლეთი უნდა გავაოგნოთ, თავის დროზე მამუკა კაციტაძის მიერდაზუსტებულისაარჩევნო სიით უნდა ჩატარდეს. კაციტაძე დღესგირჩისმოკავშირეა და, როგორც ამბობენ, “ნაცმოძრაობასთანაცთანამშრომლობს. არსებობს დღეს შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს? სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თუ დავუჯერებთ, ამჟამად საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობა სამნახევარ მილიონზე მეტია.

_ დავიწყოთ საარჩევნო სიით. ყველას გვახსოვს, რა ამბავი იყო ამ საკითხზე ატეხილი და რა განცხადებებიც კეთდებოდა. მამუკა კაციტაძეს დაპატიმრებითაც კი ემუქრებოდნენ. ახლა ეს კაცი გამოდის და გაიძახის, _ სიის გაყალბებაში რომ მედავებოდით, ახლა იმავე სიით რატომ ატარებთ არჩევნებსო. ესენი გასუსულები არიან. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: როდის ამბობდნენ ტყუილს და როდის იქცეოდნენ არაკეთილსინდისიერად _ როცა კაცს სიების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ თუ ახლა, როცა იციან, რომ სიები გაყალბებულია, მაგრამ ჩუმად არიან? ნებისმიერ შემთხვევაში ამათი საქციელი სამარცხვინოა, ანუ ყველა ხელისუფლება, რომელიც მოდის, წინამობედის სიმახინჯეს უსიტყვოდ ირგებს და ხელუხლებლად ტოვებს იმ ძველ სისტემას, თვითონ რომ იყოს კომფორტულად. ეს უკვე, დიდი ხანია, ჩვეულებრივი პოლიტიკური მოცემულობაა ამ ქვეყანაში, ამიტომ ცხადია, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.

რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების ობიექტურობას, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ, თუ ეს არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდება, დიდი შანსია, რომ პრეზიდენტმა იგი არალეგიტიმურად გამოაცხადოს და ამით დამთავრდება ყველაფერი.

_ რას გულისხმობთ?

_ რას და, თუ არჩევნებს არალეგიტიმურად ჩათვლიან, დაინიშნება ხელახალი არჩევნები. ეს კი პრაქტიკულად იქნებაქართული ოცნებისპოლიტიკური აღსასრული.

_ რის საფუძველზე შეიძლება არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ?

_ სერიოზული დარღვევის _ იქნება ეს სიების აშკარა გაყალბება თუ სხვა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა აქტივობაც. არჩევნებში ბევრი მოქალაქის მონაწილეობას, ჩემი აზრით, ხელს შეუწყობდა არჩევნებთან ერთად რეფერენდუმის ჩატარება ქორწინების საკითზე, მაგრამ პრეზიდენტმა ამაზე უარი თქვა. სხვა საკითხია, რის გამო და რატომ, მაგრამ ესეც ყველასთვის გასაგებია, ის არ არის დღეს გადაწყვეტილების მიმღები ფიგურა, ის არის მხოლოდ გამხმოვანებელი და, რასაც კარნახობენ, იმას იმეორებს

_ უმრავლესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებას მომავალ პარლამენტში განახორციელებენ.

_ კი, მაგრამ, ამ პარლამენტში ვინ უშლიდათ? ოთხი წელია, იქ სხედან და განეხორციელებინათ. სინამდვილეში საქმე ისააა, რომ ქვეყანაში სამშობლოს ცნება იკარგება. ამათთვის სამშობლო მკვდარი თემაა, ამათთვის არის ჯერდემოკრატიადა მერე _ სახელმწიფო. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ქართული სახელმწიფო არის ეროვნულ საწყისებზე დაფუძნებული და, თუ შენ ეს არ გაქვს, სამშობლოს ვერ შექმნი, შექმნი რაღაც გაუგებარ ურჩხულს, მაგრამ ეს არ იქნება ის, რაც ქართველ ხალხს, საზოგადოებას სჭირდება; არ არსებობს ჯერ დემოკრატია და მერე სახელმწიფო”, არსებობს მხოლოდ ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული სამშობლო. ასე რომ, თუ ვიღაცას უნდა, ძალით მოგვახვიოს თავს კაცის კაცზე ქორწინება ან ქალის _ ქალზე, ეს საქართველოში არ გამოვა, ასეთ “დემოკრატიას” საქართველოში არ ექნება მომავალი იმიტომ, რომ საქართველო ამაზე არ დგას ისტორიულად, საქართველო დღემდე ამით არ მოსულა…

_ რეფერენდუმი რადგან ახსენეთ, ერთერთი მიზეზი, რომლის გამოც პრეზიდენტმა უარი თქვა მის დანიშვნაზე, იყო ის, რომ ტერიტორიების მესამედს ვერ ვაკონტროლებთ. მისი თქმით, თუკი დღეს საყოველთაოსახალხო გამოკითხვა ჩატარდება, ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს. რა აზრის ხართ ამ არგუმენტზე?

_ რა უნდა ვთქვა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამ ლოგიკით, არასდროს არ უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი, რა აუცილებლობაც უნდა იყოს ამის და, საერთოდ, არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. არგუმენტი, რომელიც პრეზიდენტმა მოიყვანა, უბრალოდ, უსუსურია. ეს ყველაფერი მის კომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს, ამით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რეალურად პრეზიდენტი არ არის.

მაინცდამაინც პროდასავლური თუ არ ხარ, ყველა გზა მოჭრილი გაქვს _ ეს რეალობა გვაქვს, უკვე რამდენი წელია, და რა მივიღეთ? რომელი პრობლემა მოვაგვარეთ და რაში მივაღწიეთ წარმატებას? ტერიტორიებს ვერ ვიბრუნებთ, ნატოსა და ევროკავშირში შესვლაზე ხომ ოცნებაც ზედმეტია. რუსეთთან ურთიერთობას ვერ ვაგვარებთ და პოლიტიკური თვალსაზრისითაც ქვეყანა მნიშვნელობას კარგავს. ახლა ეკონომიკური კუთხით შევხედოთ, რა მოგვიტანა ამ ჩვენმა პროდასავლურობამ: ექსპორტი გვაქვს დიდი, მოთხოვნა გაიზარდა ქართულ პროდუქციაზე და აყვავდა ჩვენი სოფლის მეურნეობა თუ როგორაა? მოკლედ, არანაირი პროდასავლურობა ჩვენ არ გვჭირდება, საქართველოს უნდა ეროვნული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება. ეს არის ისეთივე მარტივი რამ, როგორც ორჯერ ორი _ ოთხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მომავალი არ ექნება, ეს ქვეყანა ყოველთვის იქნება გარე ძალების საბურთაო მოედანი, რომელზეც ყველა ნახავს სარგებელს, ქართველების გარდა.

_ რამდენიმე კვირის წინათ პრემიერმა კვირიკაშვილმა საგურამოში, ილიას სახლმუზეუმის ეზოში, “ქართული ოცნების” 15 მაჟორიტარი წარადგინა. 15-ვეს იდენტური ბიოგრაფია აქვს: განათლება _ საზღვარგარეთ, სამუშაო გამოცდილება _ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში და .., ანუ რეალობა ასეთია: თუ ამერიკაში ან ევროპაში არ გაქვს განათლება მიღებული და მათსავეენჯეოებშიარ ხარ გამოწრთობილი, პერსექტივა ნულია.

_ ეს არის ყველაზე დიდი ქაჯობა და პროვინციალიზმი _ წავლენ დასავლეთში, ისწავლიან ნახევარი წელი რომელიმე კოლეჯში და მერე კედელზე უკიდიათ სერტიფიკატები. არ მიდიოდნენ ადრე ჩვენები ამერიკასა და ევროპაში სასწავლებლად, მაგრამ გვქონდა ხელოვნება, სპორტი, კულტურაესენი რაში არიან მაგრები, გვანახონ ერთი, რაში აქვთ სერიოზული მიღწევა, რა ისწავლეს და რის მცოდნეები არიან

_ არ მინდა, მკითხაობა გამოგვივიდეს, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, მომავალი არჩევნების შედეგად როგორ პოლიტიკურ კონფიგურაციას მივიღებთ? დიდია ალბათობა, რომ პირველიმეორე ადგილები ნაციონალებმა დაოცნებამგაინაწილონ და ისევ გაგრძელდეს კოაბიტაციური სიამტკბილობა?

_ ეს თუ მოხდა, დავიღუპებით, ამიტომ რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. შეიძლება არც ერთი პარტია არ მოგწონდეს, არც ერთს არ მისცე ხმა, მაგრამ მაინც უნდა მიხვიდე, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა გადახაზო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული არმისული ამომრჩევლის ბიულეტენი იქნება არჩევნების გაყალბების ხელშემწყობი და საბოლოოდ მივიღებთ ყველაზე უარეს შედეგს, რაც შეიძლება მივიღოთ. მხედველობაში მაქვს ის, რაც თქვენ თქვით, რომ მეორე ადგილს გაუნაღდებენ “ნაციონალურ მოძრაობას” და მორჩება. მერე ვერაფერს იტყვი, კიდევ ოთხი წელი უნდა ისმინო განცხადებები, რომ ეს არის მთავარი ოპოზიციური ძალა და მას ხელი არ უნდა ვახლოთ…

_ ამას წინათ მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად. რას შეცვლის რეალურად ეს შეხვედრა?

_ დღეს იქნება თუ ხვალ, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა პირველ პირებს შორის უნდა მოგვარდეს, მაგრამ ერთია, რა უნდა გაკეთდეს და მეორე _ ვინ არის ამის გამკეთებელი. მარგველაშვილი ასეთ განცხადებას რომ აკეთებს, აქ გასარკვევია ერთი რამ: არის ის მზად, როგორც პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, დამოუკიდებლად ელაპარაკოს სხვა ქვეყნის პირველ პირს, თუ ჯერ თავის ამერიკელ ძმებთან უნდა გაიაროს კონსულტაცია?! თუ დამოუკიდებლად შეუძლია მოლაპარაკება, მაშინ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია შეხვედრა; თუ არა, ვერანაირ აზრს ამაში ვერ ვხედავ. რატომ უნდა დაელაპარაკოს პუტინი ამერიკელებს მარგველაშვილის მეშვეობით, როცა მათთან პირისპირ შეუძლია საუბარი; ან ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, შედგება თუ არა ეს შეხვედრა, რა შეიცვლება?!

_ ვთქვათ, ის თავისუფალია გარე ძალების ზემოქმედებისგან და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება. რა საკითხებზე შეიძლება დღეს მეზობელ სახელმწიფოსთან დიალოგი?

_ ერთი საკითხია, რა შეიძლება; მეორე _ რა არის საჭირო. ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი პრობლემის გასაღები დღეს მოსკოვში დევს და, სანამ კრემლთან არ იქნება დიალოგი, პრობლემები პრობლემებად დარჩება. კიდევ ვიმეორებ: ეს არ არის ვინმეს სურვილი და არჩევანი, ეს არის რეალობა და, მოგვწონს თუ არა, დღეს ამ რეალობაში ვიმყოფებით. შეკითხვას რაც შეეხება, არა მგონია, პრეზიდენტ მარგველაშვილს ან პრემიერს, ან სხვა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს დღეს დამოუკიდებლად შეეძლოს რამე გადაწყვეტილების მიღება. ესენი დამოუკიდებლად რეფერენდუმს ვერ ნიშნავენ, უცხო სახელმწიფოსთან მოლაპარაკებასა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაზე, ალბათ, ფიქრიც ზედმეტია

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. გვყავს კი ამომვრჩეველი? არის კი სარჩევი? ეს ხომ ხალხის თვალის ახვევა 4- წლით…..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here