Home რუბრიკები პოლიტიკა ახლა საით, “მარიხუანისტებო”?

ახლა საით, “მარიხუანისტებო”?

714

რაც იმ დღეს ტელეეკრანზე ხდებოდა, უბედურების მაუწყებელი იყო: იმ დაავადების მაუწყებელი, რომელსაც თვითმკვლელობამდე მიჰყავს საზოგადოება.

ნარკოტიკული ბანგის ღრუბლებზე დააბიჯებდნენ რეალობას გათიშული პაციენტები, რომლებიც “შემოქმედებითი ელიტის” ლიდერებად წარმოგვიდგნენ და მსმენელ-მაყურებლებს არწმუნებდნენ, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არის ის გზა, რომელიც სჭირდება ხელოვნების განვითარებას თავისუფალ ქვეყანაში.

მეო,_ იფიცებოდა ერთი მათგანი, _ ჩემი შედევრი რომ შევქმენი (ღმერთო, მომკალი, არ მახსოვს, ლიტერატურულ თუ მუსიკალურ ოპუსზე ლაპარაკობდა), მაშინ კაიფში ვიყავი, და ხომ მოგწონთ, რაც გავაკეთეო! _ ჩასძახოდა სტუდიაში მიწვეულებს და ის ქვევრიც ამოსძახებდა: _ კიო! _ დამიქშერებული ყრუ ხმით, რადგან, ვეჭვობ, ვინმემ იცოდა, რას იმოწმებდა ტრანსში მყოფი შამანი, რომელსაც აეხონხლა სიმრავლე “ამულეტების”. დოლიღა აკლდა საბრახუნოდ.

პირში უცინოდა და თვალებში შესციცინებდა პროგრამის მარადმწვანე წამყვანი, რომელიც თავის სახელობის შოუში მაინცდამაინც მათ აძლევდა სიტყვას, ვისაც მარიხუანის ლეგალიზაციისთვის უნდა დაეჭირა მხარი.

ისინიც არ უცრუებდნენ იმედს.

ერთიან პოზიციაზე იდგა იმ დღეს ის აუდიტორია, და დღე იგი იყო შარშან.

ვერ დაძლია ასეთი “ერთსულოვნება” შეშფოთებულმა და შეძრწუნებულმა დოქტორმა და პროფესორმა გელა ლეჟავამ, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში პირველმა ამოიღო ხმა ნარკომანიის წინააღმდეგ:ცეცხლს ეთამაშებით, ხალხო! მარიხუანის უვნებლობა ბლეფია!”

ან როდის შეისმენდა კალაპოტიდან ამოვარდნილი მასა შეგონებას, რომელიც ბრბოს ლოზუნგებს არ ესადაგება.

აქვე შევნიშნავ, რომ ბატონი გელა უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოში ნარკოდამოკიდებულების პირველი კანონის შექმნაში. სწორედ მისი მოთხოვნით ჩაიწერა ამ კანონში, რომ ნარკომანია არის დაავადება, ხოლო ნარკოდამოკიდებული სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რომლებიც ნებისმიერ სხვა ავადმყოფს აქვს.

აქციების მთელი ციკლი გამართეს მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით აქტივისტებმა _ ხან სად, ხან რომელი სახელმწიფო დაწესებულების წინ.

ყველა ხვდება, საიდან მოდიოდა ეს აჩემება, ვისი დაკვეთა იყო და ვინ რამდენს იხდიდა საზოგადოებრივი აზრის ასეთითავისუფალი გამოვლენისორგანიზებაში.

ასე იყო.

მაგრამ როგორ იქნება დღეის ამას იქით, ესაა საკითხავი, რადგან ახლახან, 11 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ (DEA), რომელიც აშშის იუსტიციის სამინისტროს მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, მარიხუანა დატოვა საშიშ ნივთიერებათა სიაში.

გავლენიანი სტრუქტურაა ეს სამმართველო: მსოფლიოში აქვს დაფუძნებული რეგიონული ოფისები, რომლებშიც ხუთ ათასამდე მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მუშაობს. ეწევიან ანტინარკოტიკულ პროპაგანდას, ებრძვიან შავ ბაზარს, ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებსაც “თეთრი სიკვდილის” გავრცელება ეფექტიან იარაღად აქვთ გამოყენებული.

ერთი რამ განსაკუთრებით საინტერესოა: DEA- არა მხოლოდ დატოვა მარიხუანა მავნე ნივთიერებათა სიაში, არამედ დაადგინა, რომ მას (მარიხუანის) არ აქვს სასარგებლო სამედიცინო თვისებები, ამიტომ მისი გამოყენება სამედიცინო პრეპარატების დასამზადებლად მიზანშეუწონელია.

უფრო ზუსტად: მარიხუანა მავნებელია თვით მცენარეული საფუძვლიდან გამომდინარე.

ეს ინფორმაცია გასულ კვირასვე გაავრცელეს “ევრონიუსმა” და “ამერიკის ხმამ”.

ორიოდ დღეა, რაც საქართველოში კვლავ გააქტიურდა მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნა. ამჯერად ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობამ მისცა ბიძგი პრობლემის აქტუალიზაციას. პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობის ნორმალიზაციის კუთხით განიხილავენ დღეს ამ ტრაგიკულ ფაქტს.

გამოძიება არკვევს, ვინ არის დამნაშავე.

გამოიძიებენ და გვეტყვიან.

მაგრამ ადამიანის ორგანიზმზე მარიხუანას მავნე გავლენა ამ გამოძიების შედეგებზე დამოკიდებული რომ არ არის, ეს ელემენტარულია.

ბატონი გელა ლეჟავა შეგვახსენებს:

_ მარიხუანის მოხმარება ადამიანებში, რომელთა ორგანიზმი გენეტიკურად განწყობილია ისეთი დაავადებების მიმართ, როგორებიცაა შიზოფრენია, დეპრესია, ჰიპერტონია და .., იწვევს ამ დაავადებათა გამოვლენას. მწეველს მარიხუანის მოხმარება რომ არ დაეწყო, ესპოტენციურიდაავადებანი თავს არ იჩენდა.

ბატონი გელა დასძენს, რომ მარიხუანის მოწევის გადაჩვევა შესაძლებელია, მაგრამ იქამდე, სანამ ამ მიდრეკილებას არ გამოუწვევია ფსიქიკურ-ფიზიკური და სოციალური ნეგატიური შედეგები.

_ ამიტომ საზოგადოება (ხელისუფლება) ვალდებულია, უწინარეს ყოვლისა, აამოქმედოს ადმინისტრაციულპროფილაქტიკური ღონისძიებების მთელი კომპლექსი, რომელიც მარიხუანის მოწევით მიღებულ სიამოვნებას ადამიანს უსიამოვნებად გადაუქცევს. ესაა: ჯარიმები, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაში იძულებითი ჩაბმა, შიდა პატიმრობა, ადმინისტრაციული პატიმრობა სამ თვემდე და სხვა.

აუცილებელია სისტემატური ქიმიო-ტოქსიკოლოგიური კონტროლის დაწესება და, რასაკვირველია, ყველა იმ პირის სამედიცინო დახმარება, რომლებსაც წამალდამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ.

ორიოდ სიტყვა ლიბერალიზაციის შესახებ. დიდმა ბრიტანეთმა სცადა კანონმდებლობაში ლიბერალიზაციის ელემენტების შეტანა, მაგრამ ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა უარყოფითი შედეგი გამოიღო. ამიტომ 2009 წელს ინგლისელები იძულებულნი გახდნენ, მარიხუანა, როგორც მავნე ნივთიერება, C კლასიდან კვლავ B კლასში დაებრუნებინათ, ანუ იქ, სადაც ლიბერალიზაციამდე იყო.

აი, ასე: ამერიკაში მავნე ნივთიერებათა სიიდან მარიხუანის ამოღებაზე უარი თქვეს, ინგლისშიც დაუტოვეს ძველისტატუსი”. მაშასადამე, გაუცუდდათ ჩვენსმარიხუანისტებს” “რომის პაპზე მეტი კათოლიკობაამბალახისლეგალიზაციისთვის ბრძოლაში.

ხოლო მათ, ვინც ამ წამხედურთა მავნებლურ აქტიურობას წინ აღუდგა, ლაო ძის შეგონებით გავამხნევებ: “იარეთ პირქარის საწინააღმდეგოდ! დაე, მათ გაფურთხონ ზურგში!”

არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here