Home რუბრიკები პოლიტიკა სოზარ სუბარი: დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის გაღიზიანება ხიდაშელის მიერ თანამდებობის დაკარგვამ...

სოზარ სუბარი: დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის გაღიზიანება ხიდაშელის მიერ თანამდებობის დაკარგვამ გამოიწვია

493

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის გაღიზიანება ხიდაშელის მიერ თანამდებობის დაკარგვამ გამოიწვია.

 “დიდ პატივს ვცემ ორივე ამ ადამიანს. ძალიან მჭიდრო და კარგი თანამშრომლობა გვქონდა 4 წლის განმავლობაში. ნამდვილად არ მინდა ვიფიქრო, რომ გაღიზიანება თანამდებობის დაკარგვამ გამოიწვია. მაგრამ სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, თუმცა ძნელად წარმომიდგენია ასე იყოს”, _ განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება ლევან იზორიას დანიშვნას თავდაცვის მინისტრის პოსტზე, სუბარის თქმით, იზორია არის ძალიან კარგი უფლებადამცველი. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here