Home რუბრიკები პოლიტიკა ჩასვრილი ქოცები, გათავხედებული ნაცები და იოსებ სტალინი

ჩასვრილი ქოცები, გათავხედებული ნაცები და იოსებ სტალინი

532

სწორედ იმ დღეს, როდესაცქართული ოცნებაზუგდიდისგრანდიოზულიპრეზენტაციისთვის ემზადებოდა (როგორიგრანდიოზულიციყო, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ), მარტვილისენაკიხობიწალენჯიხაჩხოროწყუსკრუიზშიგავემართე.

ჩავუქროლე ჩემს დედულეთს, ულამაზეს სოფელ “დიდი ჭყონს”, შევუყევი კამკამა ტეხურის ხეობას და პირველი ელდა ჩხოროწყუში მეცა _ ვიღაცის ბოროტ ხელს ჩხოროწყუს ცენტრალურ სკვერში დღემდე სასწაულით შემორჩენილი სტალინის ბიუსტი გაუქრია! თუმცა, ქოცების ჩასვრის არ იყოს, “გაუქრიაც” რბილადაა ნათქვამი _ თვითმხილველი, თვალცრემლიანი მოხუცი გლეხის თქმით, ადგილობრივ პოლიციას შუაღამისას ჩამოუგდია სტალინის ბიუსტი კვარცხლბეკიდან და, სიმძიმის გამო რომ ვერ წაუღიათ პოლიციისფორმიან ვანდალებს, უროთი დაუმსხვრევიათ და ასე ნაწილ-ნაწილ გაუტანიათ. სად წაიღეს? _ ვკითხე მოხუცს, ფოტოს გადავუღებ ვანდალების ნამოქმედარს-მეთქი. _ რა ვიცი, შვილო, სადღაც გადამალესო, _ მითხრა მოხუცმა. ისღა დამრჩენოდა, სურათი გადამეღო ცარიელი კვარცხლბეკისთვის, რომელზეც ეწერა “იოსებ სტალინი”. ჯერ კიდევ როდის ვწერდი და ახლაც გავიმეორებ _ კოაბიტაციის ეშხში შესულმა ნაცქოცებმა პოლიტიკურად ერთნაირსქესიანთა ქორწინება გააფორმეს, ხელისმომკიდე კი აშშის ელჩი ბრძანდებოდა. შემდეგ კი ისე დაემსგავსნენ ერთმანეთს ცოლი და ქმარი, ისე უცბად აითვისეს ქოცებმა ნაცების ილეთები, რომ… ქოცებიც წარმატებით განაგრძობენ ნაცების მანკიერ პრაქტიკას _ უზარმაზარი პრემიების აღებით დაწყებული, ძეგლებთან ბრძოლით დამთავრებული. ვინმეს სჯერა, რომ ზუგდიდში კვირიკაშვილის ვიზიტის წინა ღამეს ჩხოროწყუში სტალინის ძეგლის დამსხვრევა ადგილობრივი პოლიციის თვითშემოქმედება იყო და არა თბილისის ბრძანება, რომლითაც აშშ კიდევ ერთხელ აამეს მონებმა?.. ადგილობრივ მუნიციპალიტეტშიც ვერავინ ვნახე, ვინც კომენტარს გააკეთებდა სტალინის ბიუსტის აღება-დალეწვაზე. ანდა, ვის ვნახავდი?! ტრასაზე ზუგდიდისკენ მიმავალი 30-40 “მარშრუტკისგან” შემდგარი კოლონა დავინახე _ ქოცებს დედაწულიანად მიჰყავდათ “ბიუჯეტნიკები” ზუგდიდში. უილაჯობისგან გამწარებულმა, ხელი ჩავიქნიე და გზა განვაგრძე ზუგდიდისკენ. ქალაქს მაშინ მივუახლოვდი, როდესაც “ოცნების” “გრანდიოზული” წინასაარჩევნო შოუ ახალი დამთავრებული იყო, ამიტომ, მინიმუმ, საათ-ნახევარი მოვუნდი გზის გავლას მოზღვავებული “მარშრუტკების” გამო. როგორც ზუგდიდელებმა მითხრეს, ღონისძიებაში ადგილობრივები, პრაქტიკულად, არ მონაწილეობდნენ და შოუს “გრანდიოზულობა” საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან იძულებით ჩაყვანილი ადამიანებით “გააიმასქნა” “ქართულმა ოცნებამ”, _ მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები კი არა, მათი ბავშვებიც წამოიყვანეს ზუგდიდშიო. ეს უკვე აღარ არის პოლიტიკურად ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ეს უკვე ნაცებ-ქოცების სიამის ტყუპობას ჰგავს(!). მეორე დღეს შემთხვევით ხობში მოვხვდი სწორედ იმ მომენტში, როდესაც კვირიკაშვილი, კალაძე და ბესელია წინა დღის “გრანდიოზულობას” ხობში განაგრძობდნენ. ამბობენ, რომ ხობის გამგებლისთვის თუ გუბერნატორისთვის ლამის შაყი უკრიათ, რადგან გოდერძი (გელა) ბუკიას ხობის მაჟორიტარად “გრანდიოზულ” წარდგენას, დიდი-დიდი, 100 “გულშემატკივარი” თუ ესწრებოდა. ჩემი ყურით მოვისმინე კვირიკაშვილკალაძის ნათქვამი: პირველმა _ 20 წელიწადია, ბუკიას ვიცნობ და სულ ჩემ გვერდით იყოო; მეორემ _ ჩვენ ყველანი ვუჭერდით მხარს ნაცებს და მხოლოდ მაშინ გავემიჯნეთ, როდესაც აურიესო. არადა, ეს ის ბუკიაა, რომელიც ციხის კადრების შემდეგ ნაცების მაჟორიტარად იყრიდა კენჭს და გაიმარჯვა კიდეც _ დღეს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია და მინდა, კახა კალაძეს ვკითხო: როდის გაემიჯნა ამხანაგი ბუკია ნაცებს _ 2012 წელს, გააფთრებით რომ ებრძოდა “ქართულ ოცნებას”, მაშინ? ანდა, კვირიკაშვილმა რომ განაცხადა, 20 წელიწადია, ვიცნობ ბუკიას და სულ ჩემ გვერდით იყოო, როგორ გავიგოთ ეს, ბატონო პრემიერო? ჯერ კიდევ “გუშინ” არავინ იყავით, ბოლო ოციოდე წელიწადია, ხელისბიჭობაზე წინ ვერ წახვედით და არ არის ბუკია ის კაცი, ჯორბენაძის ან გამყრელის ნახელისბიჭარს ამოგდგომოდათ მხარში… პირიქით ხომ არ იყო _ კვირიკაშვილი ხომ არ იდგა ბუკიას გვერდით? თუმცა რა გასაკვირია, ასეც რომ ყოფილიყო, ბატონი პრემიერი ხომ თავის დროზეახალი მემარჯვენეციყო, ხოლო ახლები და ნაცები ვინ და როდის გაყო ერთმანეთისგან?!

ეკა ბესელიას მოსასმენად ნერვები აღარ მეყო… ერთი სიტყვით, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ნაცები და ქოცები სიამის ტყუპები არიან და ენდიაის ბოლო გამოკითხვის შედეგებიც მათ ძმობას ემსახურება: პირველზე _ ქოცები, მეორეზე _ ნაცები, მესამეზე _ მსოფლიო ბანის პარტია და მხოლოდ 7% გაიმეტეს ჩვენმა ამერიკელმამეგობრებმაპატრიოტთა ალიანსისთვის. მათი . . კვლევის შედეგების მიხედვით, სხვა პარტიები _ ნინო ბურჯანაძის, გოგი თოფაძის, პარლამენტში ვერ ხვდებიან და, თუ ოქტომბერში ეს სურათი დაგვიდეს აშშის საელჩოდან, საზოგადოებას ვაფრთხილებ, რომ სისხლი დაიღვრება, რადგან ქართველების მოთმინებას საზღვარი აქვს და ეს სისხლი ჩასვრილიქართული ოცნებისკისერზე იქნება, რადგან ქართველების ოცნება არ არის გზა ნაც-ქოცების ერთნაირსქესიანი ქორწინებიდან მათ სიამის ტყუპობამდე.

ენ-დი-აის “რასკლადი” ნეოლიბერალური უმრავლესობის პარლამენტს ნიშნავს, ეს კი _ საქართველოს დაღუპვა-გადაგვარებას.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here