Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: “მეოცნებეებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ჰიბრიდული ხელისუფლება სინამდვილეში საქართველოს მტრების ოცნებაა

დიმიტრი ლორთქიფანიძე: “მეოცნებეებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ჰიბრიდული ხელისუფლება სინამდვილეში საქართველოს მტრების ოცნებაა

1413

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამას წინათ გავრცელებულ ოფიციალურ მონაცემს თუ დავუჯერებთ, ამჟამად საქართველოში პოტენციური ამომრჩევლების რაოდენობა 3 513 260-ია, ანუ, ბოლო აღწერის შედეგების გათვალისწინებით, დღეს ქვეყნის მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს. გამოდის, რომ მოქალაქეთა 94 პროცენტზე მეტი საარჩევნო ხმის უფლების მქონეა და მხოლოდ 5-6 პროცენტია არასრულწლოვანი. ზემოაღნიშნული მონაცემი სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადასცა და ცესკომაც მყისვე დაიწყო ამომრჩეველთა სიების განახლება. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ 8 ოქტომბერს “მკვდარი სულების” აღლუმს ვიხილავთ, კარუსელებიც დატრიალდება და “გაღმა, მარილზე გასულ” ამომრჩეველთა ბიულეტენებსაც უხვად ჩაყრიან ურნებში. ხელისუფლება ხალხს უკვე აჩვევს, რომ არჩევნები გაყალბდება. როგორც ჩანს, წინ მართლაც წარმოუდგენელი ფარსი, დიდი პოლიტიკური ვაი-ვიში გველოდება… რეალურია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემი, შეესაბამება თუ არა ის ქვეყნის ამჟამინდელ დემოგრაფიულ დინამიკას და ჯანსაღია თუ არა წინასაარჩევნო გარემო? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება “გაერთიანებული დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, როგორ ფიქრობთ, რეალურია ის ციფრები, რომლებიც სერვისების განვითარების სააგენტომ რამდენიმე დღის წინათ გამოაქვეყნა? მათი მონაცემით, ამჟამად საქართველოში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 260- შეადგენს.

_ ეს ყველაფერი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ეს არის მავანთა მხრიდან პირდაპირი მცდელობა, რომ ამომრჩეველთა სასურველი რაოდენობით არჩევნების შედეგების მანიპულირება მოხდეს, ანუ ამ შემთხვევაში, რაც უფრო დიდია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, მით ნაკლებია არჩევნებზე მისული რეალური ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი, რომელთა რაოდენობაც, ობიექტური მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ყოველწლიურად მცირდება. ეს ობიექტური მიზეზები კიდევ გამოწვეულია ხელისუფლების უპასუხისმგებლობით, რომლის პოლიტიკაც მიმართულია მკვიდრი მოსახლეობის გაღატაკებისა და ქვეყნიდან განდევნისკენ.

რაც შეეხება უშუალოდ ციფრებს, მე გახლდით მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დავეყრდნო იმ ოფიციალურ მონაცემს, რომელიც 2010 წელს გამოვითხოვეთ. ამ მონაცემის თანახმად, 2009 წლის მაისიდან 2010 წლის მაისამდე ქვეყნიდან, უკან შემოუსვლელად, გასული იყო 160 ათასი მოქალაქე. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში რა რეჟიმიც იყო საქართველოში და მოსალოდნელი რეპრესიების თავიდან აცილების მიზნით ბევრი ადამიანი ცდილობდა ქვეყნიდან გასვლას. მათი უმეტესობა მიემართებოდა იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველოს არ ჰქონდა სავიზო რეჟიმი, და შემდეგ იქიდან ცდილობდნენ ევროპაში გადასვლას. საბოლოო ჯამში, მილიონზე მეტი ადამიანია ქვეყნიდან გასული და ეს არის სერიოზული კატასტროფა იმის ფონზე, როცა გვეუბნებიან, რომ თურმე ამომრჩევლების საერთო რაოდენობა სამნახევარ მილიონს აღემატება. ახლა რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას: მე ყოველთვის გამოვდივარ არგუმენტებიდან და ასეთ თემებზე არასოდეს ვლაპარაკობ ემოციურად. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ვმონაწილეობდი, როგორც ერთ-ერთი საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი, და კარგად მახსოვს, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში, რომელშიც გაერთიანებული იყო 84 საარჩევნო ოლქი, მათ შორის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოლქებიც, ამომრჩევლის საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 168 000-. კიდევ ვიმეორებ: ეს იყო ერთიანი საქართველოს პირობებში, როდესაც მოსახლეობა დაახლოებით ხუთ მილიონს შეადგენდა. ახლა ჩნდება ლოგიკური შეკითხვა _ თუკი 84 საარჩევნო ოლქში თავს იყრიდა 3 168 000 ამომრჩეველი, დღეს, როცა ტერიტორიების მესამედს ვერ აკონტროლებ და გაქვს, სულ რაღაც, 73 საარჩევნო ოლქი, ბუნების რომელი კანონით შეიძლება აიხსნას ამომრჩეველთა რაოდენობის ასეთი მატება?! დიდი ხანია, ჩვენ ამ შეკითხვას ვსვამთ, მაგრამ, სამწუხაროდ, პასუხის გამცემი არავინაა. ამას ემატება ისიც, რომ საარჩევნო გარემოც მკვეთრადაა გაუარესებული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთის ფედერაციაში გასული ჩვენი მოქალაქეები ვერ მონაწილეობენ არჩევნებში. საუბარია დაახლოებით 800 ათას ამომრჩეველზე და კიდევ ვიმეორებ: არცნაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდში და არც ამ ხელისუფლების პირობებში არ დასმულა საკითხი, თუნდაც შვეიცარიის საელჩოს შუამდგომლობით, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გახსნილიყო საარჩევნო უბნები. პირიქით, ის თანამდებობის პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში ყველანაირად ცდილობდნენ, ემიგრანტებს ვერ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, დააწინაურეს _ უფრო მაღალ თანამდებობებზე დანიშნეს. ერთ-ერთი მათგანი _ ბატონი დავით ბაქრაძე, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს საბერძნეთში იყო ელჩად, დღეს მინისტრის პოსტზეა.

_ დავით ბაქრაძე ხელს უშლიდა ემიგრანტების მონაწილეობას არჩევნებში?

_ მხოლოდ ათენში 100 ათასი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და 2012 წლის ოქტომბერში ბატონი ბაქრაძე, იმის ნაცვლად, რომ გაეხსნა საარჩევნო უბნები, ცენტრიდან, ანუ სააკაშვილისგან, მითითებებს იღებდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა მათ არ მისცემოდათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. მეტსაც გეტყვით, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც არალეგალურად იმყოფებოდნენ საბერძნეთში, აშინებდნენ, რომ, თუ მოითხოვდნენ რეგისტრაციას და არჩევნებში მონაწილეობას, ქვეყნიდან გააძევებდნენ. ბაქრაძესთან ერთად ამის შემოქმედი იყო გრიგოლ ვაშაძეც, რომელიც იმხანად საგარეო უწყების პირველი პირი გახლდათ და სააკაშვილის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდა. ბატონი ბაქრაძე, იმის ნაცვლად, რომ სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცათ, დააწინაურეს _ გახდა სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში. ეს არისოცნებისპოლიტიკა და რა ჰქვია ამას, საზოგადოებამ თვითონ განსაჯოს.

_ დავუბრუნდეთ საარჩევნო სიას. ის ციფრები, რომლებიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გამოაქვეყნა, გაყალბების წინაპირობად უნდა აღვიქვათ თუ ტექნიკური ცდომილება შეიძლება იყოს?

_ გარკვეული ცდომილება, რა თქმა უნდა, ყველა სტატისტიკურ მონაცემშია, მაგრამ ეს უკვე ცდომილება აღარ არის, ეს არის კონკრეტულ ამოცანაზე გათვლილი კონკრეტული ციფრები და ძალიან ბევრი არგუმენტი შეიძლება მოვიყვანოთ საამისოდ. პირველი არგუმენტი არის ის, რომ საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესებულა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დონეზეც კი ყველა ვთანხმდებოდით საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე, ეს მაინც არ აღსრულდა. პირიქით _ ქართული ოცნებისპოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში სწორედ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით შიმშილობდნენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თვითონვე აღმოჩდნენ ამ სისტემის შენარჩუნების ინიციატორები. ამას მოჰყვა ის, რომ ხათუნა გოგორიშვილისა და მიხეილ მაჭავარიანის შედგენილი საარჩევნო კოდექსი უცვლელი დარჩა, პლუს _ უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლების მქონე სუბიექტებს, რომლებმაც 2014 წლის მუნიციპალურ არჩევნებში გადალახეს ბარიერი და სახელმწიფოსგან მიიღეს დაფინანსება, წაართვეს ეს უფლება. შემდეგ ის უფასო სარეკლამო დრო გადაუნაწილეს “ნაციონალურ მოძრაობას” და მათ სატელიტ ორგანიზაციებს. მეტიც _ საზოგადოებისთვის უცნობია და თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მინდა ვთქვა, რომ 2016 წლის მაისში გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც პოლიტიკური რეკლამისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები წინსწრებით უნდა დაირიცხოს და არა გარკვეული დროის განმავლობაში, რაც ყოველთვის იყო გაწერილი კანონით. ეს მეტყველებს იმაზე, რომქართული ოცნება”, გარედან მიღებული მითითებების შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობს, არჩევანიარადანის პრინციპითნაციონალურ მოძრაობასთანგაითამაშოს მორიგი პოლიტიკური ფარსი, მოახდინოს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია და ასე გადაინაწილონ ძალაუფლება. ეს უკვე ცხადზე ცხადია და სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემი ამის უტყუარი მტკიცებულებაა. ამას ხედავს ყველა პოლიტიკური სუბიექტი და რიგითი ამომრჩეველიც…

_ არჩევნების გაყალბებანაცმოძრაობასთანერთადქართულ ოცნებასაცსჭირდება?

_ რა თქმა უნდა, “მეოცნებეებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ჰიბრიდული ხელისუფლება, რომელსაც “ქართული ოცნება” ეწოდება, სინამდვილეში საქართველოს მტრების ოცნებაა. ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, შეინარჩუნონ ერთმანეთი. მათ ერთმანეთი სჭირდებათ, რათა ე.წ. ნეოლიბერალური ძალების ერთობამ შეადგინოს უმრავლესობა მომავალ პარლამენტში. ამიტომაც ამყოფებენ სასათბურე პირობებშინაცმოძრაობისგანაყოფებს, როგორიცააგირჩიდა ვაშაძის პარტია. სწორედ ესენი არიანეროვნულ ფორუმთან”, რესპუბლიკელებთან, თავისუფალ დემოკრატებთან და სხვა მსგავს სუბიექტებთან ერთად ის ნეოლიბერალური ძალები, რომლებიც დასავლეთის დიქტატის ქვეშ კონსოლიდაციას ცდილობენ.

_ რა აზრის ხართქართული ოცნებისახალ წევრებზე, რომლებიც მცირე ხნის წინათ პრემიერმა კვირიკაშვილმა საარჩევნო კანდიდატებად წარადგინა?

_ ვფიქრობ, პირველივე დასახელებული კანდიდატი ცხადყოფს, რა მაამებლური პოლიტიკის გატარებას აპირებს დასავლეთის მიმართქართული ოცნება”. ვგულისხმობ საიას ყოფილ თავმჯდომარეს _ ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს, რომელიც ყველამ ვიცით, ვინც არის და რაც არის. საერთოდ, ქალბატონი ჩუგოშვილის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობის განვლილი გზა არ გამოირჩევა იმ ღირსებებით, რომლებითაც მას შეუძლია იამაყოს. ამის დასტურია მისი ცნობილი გამონათქვამები პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ, მისი ფემინისტური გალაშქრებები ისეთი საკითხების მიმართ, რომლებიც საზოგადოებრივი ზნეობის თემას შეეხება. ის, რომ “ქართული ოცნებისთვის” კანდიდატების შერჩევაში მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი უცხოეთში მიღებული განათლებაა, უფრო სნობიზმზე მეტყველებს, ვიდრე ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობაზე. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ჩვენი ეროვნული ცნობიერების შეურაცხყოფაა და ეს გაუცნობიერებელი და უგუნური “მესიჯი” საზოგადოების რეაგირების გარეშე არ დარჩება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ბატონო დიმიტრი, მთლიანად გეთანხმებით და გიწონებთ ვაჟკაცობას! საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხმას მოქცემთ \\\”გაერთიანებულ დემოკრატებს\\\”, მაგრამ ხმების სწორედ დათვლაა უზრუნველსაყოფი. ხმის დამთვლელ კომისიებში უნდა შევიდნენ პრინციპული. ვაჟკაცი და პატრიოტი ადამიანები. არ მისცეთ არჩევნების გაყალბების საშუალება გაყიდულსა და ერთმანეთთან ჩახუტებულ ქოცებსა და ნაცებს!

  2. გააქტიურდით,ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ,თქვენ მოგცეთ ხმა,დაგვეხმარეთ გადაწყვეტილების მიღებაში,გააქტიურდით!!!

  3. ბრძოლაა საჭირო სასტიკი ბრძოლა ხალხმა უნდა იბრძოლოს ყველანაირი საშუალებით თორემ მალე ძალიუან გვიან იქნება ყველაფერი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here