Home რუბრიკები პოლიტიკა თამაზ მეჭიაური: ივანიშვილი “ოცნებას” კარგად აღარ აფინანსებს და პარტია “ფულიან მაჟორიტარებს” ეძებს

თამაზ მეჭიაური: ივანიშვილი “ოცნებას” კარგად აღარ აფინანსებს და პარტია “ფულიან მაჟორიტარებს” ეძებს

516

“ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ ბევრ მაჟორიტარ კანდიდატს გაუჭირდება, ამომრჩეველს ნატოსადმი თავისი ერთგულება დაუმტკიცოს. ბევრ მათგანს რუსეთში ბიზნესი აქვს “გახურებული”, _ აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა “ქართული ოცნების” მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატებზე საუბრისას. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი “ქართულ ოცნებას” კარგად აღარ აფინანსებს და პარტია “ფულიან მაჟორიტატებს” ეძებს. 

“ბევრ მათგანს რუსეთში აქვს გახურებული ბიზნესი და, მგონი, დასავლეთში, ნატოს წევრ ქვეყნებში, ნამყოფიც არ არის. როცა ვკითხავ, რა აქვთ საერთო რებრენდინგირებულ “ქართულ ოცნებასთან”, ასევე “ნაციონალურ-რესპუბლიკურ პარტიასთან”, საინტერესოა, რას მიპასუხებენ. ახალი სიმბიოზი შეიქმნა ახალი სახეებით, რომლებსაც დაემატა პოსტსაბჭოთა სახეები, ანუ ჩემნაირი ტიპაჟები. როგორ უნდა შეაჯვარონ ეს ყველაფერი, მათი პრობლემაა”, _ განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here