Home რუბრიკები პოლიტიკა შს მინისტრი შეშფოთებულია, პოლიტიკოსები ხმას არ იღებენ

შს მინისტრი შეშფოთებულია, პოლიტიკოსები ხმას არ იღებენ

476

ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრ იოახიმ ჰერმანის აზრით, მიგრანტების ნაკადის შემცირება საშუალებას მისცემს სამართალდამცველებს, მეტი ყურადღება დაუთმონ ლტოლვილებს და მათ მიმართ ეფექტიანი კონტროლი განახორციელონ, _ იუწყება “დოიჩე ველე”.

ბავარიის შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიურცბურგის მახლობლად მატარებლის მგზავრებს დანითა და ნაჯახით თავს დაესხა ავღანეთიდან ლტოლვილი 17 წლის ახალგაზრდა, რომელიც გერმანიაში მშობლების გარეშე ჩამოვიდა. ამასთანავე, გაირკვა, რომ იგი პაკისტანის მკვიდრია. მოზარდმა თავი ავღანელად იმიტომ წარუდგინა საემიგრაციო სამსახურის მოხელეებს, რომ თავშესაფრის მიღების მეტი შანსი ჰქონოდა.

გერმანიის მთავრობის წევრები, რომლებიც ხშირად და ბევრს წერენ მიკრობლოგებში, ამჯერად დუმილს ამჯობინებენ. მაგალითად, იუსტიციის მინისტრმა ჰაიკო მასმა თავისი პოზიცია ვიურცბურგის ინციდენტზე მხოლოდ 13 საათის შემდეგ გამოაქვეყნა “ტვიტერში”.

სამაგიეროდ, მყისიერი იყო ბუნდესტაგის “მწვანეთა” დეპუტატის _ რენატე კიუნასტის რეაქცია. თავდასხმიდან ორიოდე საათში მან “ტვიტერში” გამოჯანმრთელება უსურვა დაჭრილებს და გააკრიტიკა პოლიციელები, რომლებმაც დახვრიტეს თავდამსხმელი.

კიუნასტის განცხადებას აღშფოთების ნამდვილი ქარიშხალი მოჰყვა. პოლიტიკოსს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით დაესხნენ თავს. “მწვანეების” ტრადიციულ მოწინააღმდეგეებს შეუერთდნენ ბავარიელი პოლიციელები, მათი პროფკავშირების წარმომადგენელი და უმწვავესად შეუტიეს ქალბატონ კიუნასტს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა DW-ს მიერ ჩამორთმეულ ინტერვიუში ქვეყანაში ტერორიზმის საშიშროება “ვიურცბურგის შემდგომ” პერიოდში დაახასიათა, როგორც “საშიშროება, რომლის პრინციპული შეფასება არ შეცვლილა”. გერმანია, დიდი ხანია, ისლამისტების თავდასხმის მიზანია და “მოსალოდნელია თავდასხმები მცირე ჯგუფების ან ცალკეული ტერორისტების მხრიდან”.

ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც განახორციელებენ მოქალაქეთა დასაცავად, ჩვეულებისამებრ, არაფერი უთქვამთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here