Home რუბრიკები პოლიტიკა დავით ლორთქიფანიძე: კაცი, რომელიც 26 მაისს მოკლულის ოჯახს აშანტაჟებდა, პარლამენტში ზის

დავით ლორთქიფანიძე: კაცი, რომელიც 26 მაისს მოკლულის ოჯახს აშანტაჟებდა, პარლამენტში ზის

1214

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო ფრაქციანაციონალური მოძრაობისწევრი პაატა ლეჟავა 2011 წლის 26 მაისს მოკლული სულიკო ასათიანის ოჯახს აშანტაჟებდა და ემუქრებოდა. დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა რომ სულიკო ასათიანის ოჯახმა ამის შესახებ პროკურატურას მიმართა, დღემდე საქმე არ არის გამოძიებული და დეპუტატი პაატა ლეჟავა დაკითხვაზე არც კი დაუბარებიათ

„2011 წლის 26 მაისს სულიკო ასათიანი კვინტრაძესთან ერთად მოკლეს და მაღაზიის თავზე დააგდეს. ვერ ვიტყვი, რომ გამოძიება თაროზეა შემოდებული, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე არ დაუკითხავთ ის ადამიანი, რომელიც დადიოდა სულიკოს ასათიანის ოჯახში, ემუქრებოდა სულიკო ასათიანის მეუღლესა და შვილს, აშინებდა და ეუბნებოდა, რომ სამართლიანობის ძებნისთვის თავი დაენებებინათ…

საუბარია პარლამენტის წევრზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, პაატა ლეჟავაზე, რომელიც მაშინაც დეპუტატი იყო და დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარის მოადგილეა. მასზე პროკურატურაში ჩვენება აქვს მიცემული სულიკო ასათიანის მეუღლეს. არ მესმის მთავარმა პროკურატურამ დღემდე რატომ არ დაკითხა ლეჟავა, მერე რა რომ პარლამენტის წევრია?” –განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ

2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის თავზე, სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძე გარდაცვლილი იპოვეს. ორივე მათგანი საპროტესო აქციის მონაწილე იყო. დღემდე გაურკვეველია, როგორ მოხვდა ორი ადამიანის ცხედარი სახურავზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here