Home რუბრიკები საზოგადოება წმინდა სოფია კონსტანტინოპოლელის ტაძარი კვლავ აქციეს მეჩეთად

წმინდა სოფია კონსტანტინოპოლელის ტაძარი კვლავ აქციეს მეჩეთად

984

“სტამბოლში წმინდა სოფია კონსტანტინოპოლელის ტაძარში რამდენიმე დღის წინათ კვლავ გაისმა მუეძინის მოწოდება ლოცვისკენ. ეს პირველად მოხდა ბოლო 85 წლის განმავლობაში – აქამდე ყოფილი ქრისტიანული ტაძარი მუზეუმად იყო ქცეული”. – წერს თურქული გაზეთი Hurriyuat Daily News -ი.

აია-სოფიადან ლოცვებისკენ მოწოდების ტრანსლირება, რომელიც კვლავ მოეწყო 2016 წლის 2 ივლისს, მიმომხილველთა აზრით, თურქ საზოგადოებაში კვლავ გამოიწვევს კამათს შენობის მეჩეთად გამოყენების შესახებ, რომელიც 1935 წელს ქემალ ათათურქის მმართველობის პერიოდში მუზეუმად იქცა.

ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანე I მიერ 537 წელს აშენებული მართლმადიდებლური ბაზილიკა თურქეთის სულთნის, მეხმედ II ფათაჰის მიერ 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ მეჩეთად გადაკეთდა.

ბოლო წლებში ხშირად გაისმოდა მოწოდება, წმინდა სოფიის ტაძრის მუსლიმანური თემისთვის დაბრუნებისა და მისი, როგორც მეჩეთის გამოყენებისკენ. ამა წლის ივნისში საბერძნეთის მთავრობამ გამოხატა პროტესტი ისლამური დღესასწაულის _ რამადანის პერიოდში აია-სოფიაში ყურანის წაკითხვის გამო. მაგრამ ამ კრიტიკას თურქეთის საგარეო საქმეთა უწყებამ “დაუშვებელი” უწოდა.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here