Home რუბრიკები პოლიტიკა გერმანიის დაზვერვა ევროკავშირის ქვეყნებისა და ნატოს ხელმძღვანელების სატელეფონო საუბრებს უსმენდა

გერმანიის დაზვერვა ევროკავშირის ქვეყნებისა და ნატოს ხელმძღვანელების სატელეფონო საუბრებს უსმენდა

769

 “მასშტაბურმა ჯაშუშობა, რომელსაც 2013 წლის ოქტომბრამდე ეწეოდა გერმანიის სადაზვერვო სამსახური BND (Bundesnachrichtendiens გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური) მეგობარი ქვეყნების მიმართ, დიპლომატიურ სირთულეებს შეუქმნის გფრის მთავრობას”, – იუწყებადოიჩე ველე”.

 “გერმანიის სადაზვერვო სამსახური უსმენდა ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებსა და ნატოს ხელმძღვანელებს. – წერს სააგენტო დპა, 11 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში, რომელშიც მოჰყავს მონაცემები სპეცსამსახურების მუშაობის მაკონტროლებელი სახელმწიფო კომიტეტის დასკვნიდან.

BND უთვალთვალებდა და უსმენდა ქვეყნების მეთაურებს, მინისტრებსა და მათ გარემოცვას, ანუ პრეზიდენტებს, შტაბებსა და კანცელარიებს, აგრეთვე, სამხედრო ობიექტებს. განსაკუთრებით ინტენსიურად უთვალთვალებდნენ ევროკავშირისა და ნატოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს – გერმანული სადაზვერვო სამსახური ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებულ 3300 ობიექტს უსმენდა და უთვალთვალებდა 2013 წლამდე. ამასთანავე, უსმენდნენ ათეულობით არასამთავრობო და ბიზნესორგანიზაციას.

ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, დიპლომატიურ პრობლემებს შეუქმნის კანცლერ ანგელა მერკელის მთავრობას, რომელსაც “ბრექსიტის” ფონზე ძალიან სჭირდება ევროკავშირის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here