Home რუბრიკები საზოგადოება პედერასტიის ტრიუმფი

პედერასტიის ტრიუმფი

1182

ეს წერილი საშინელია. მისი წაკითხვა შეგზარავთ, ხასიათს გაგიფუჭებთ, შეგაზიზღებთ ყველაფერს. და მაინც უნდა წაიკითხოთ, აუცილებლად, ისევე, როგორც ჩვენ გავხდით იძულებული, გამოგვექვეყნებინა იგი. სიმართლე ზოგჯერ მწარეა, მაგრამ მისი ცოდნის გარეშე გაგიჭირდებათ სწორი დასკვნის გამოტანა.

2015 წლის 26 ივნისს აშშ უმაღლესი სასამართლოს 9 წევრიდან ხუთმა მხარი დაუჭირა ამერიკის ორმოცდაათივე შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. ასეთი ქორწინება ქვეყნის ყველა მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებად იქნა აღიარებული.

ჯერ კიდევ 2012 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ჰუსეინ ობამამ საქვეყნოდ განაცხადა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეა და ასეთ მოქალაქეობრივ აქტს უჭერს მხარს.

აშშ-ის უმაღლეს სასამართლოში ელექტრონული ტექნიკის გამოყენება აკრძალულია და აღნიშნული ვერდიქტის გამოქვეყნებისთანავე ამერიკელი ჟურნალისტები ტელეკამერებს მივარდნენ, რათა მსოფლიოსთვის მიეწოდებინათ სენსაციური ცნობა: ამერიკამ საბოლოოდ უარყო საკაცობრიო ფასეულობები!

ერთი თვით ადრე ვატიკანმა, რომელმაც თითქოს იგრძნო, ამერიკელებს ტვინი რომ გადაუბრუნდებოდათ, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას კაცობრიობის დამარცხება უწოდა. დაასკვნა, რომ ომს, რომელიც კაცობრიობამ წააგო, ჰყავს კონკრეტული დამკვეთები, შემუშავებული აქვს საომარ მოქმედებათა გეგმა და ჰყავს შემსრულებელთა არმია.

ანტისაკაცობრიო ტექნოლოგიებში ჩაწვდომა დაგვეხმარება, გავარკვიოთ, ვინ და როგორც ცდილობს, შეცვალოს ჯანსაღი ცნობიერება პერვერსიებით, ანუ გარყვნილებით, ნორმიდან პათოლოგიური გადახრებით, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა პედოეპიდემიისგან.

ამიტომ უპრიანია, ვიცოდეთ, როგორ დაიწყო მოძრაობა აღვირახსნილი სექსის, პედოფილიისა და ნარკოდამოკიდებულების დასამკვიდრებლად, გავეცნოთ ამ ყველაფრის მოთავე ადამიანს სახელად ალენ გრინზბერგს.

ირვინ ალენ გინზბერგი დაიბადა 1926 წლის 3 ივლისს ქალაქ ნიუარკში (აშშ-ის ჯერსის შტატი), პოეტ ლუის გრინზბერგის, რომელიც წარმოშობით ქალაქ ლვოვიდან იყო და სკოლის მასწავლებლის, აშშ-ის კომუნისტური პარტიის აქტივისტი ქალის ნაომი ლევი გრინზბერგის ებრაულ ოჯახში.

ალენ გრინზბერგი არის დამფუძნებელი დაკარგული თაობის ე.წ. ბიტნიკების მოძრაობის, იგი (ალან გრინზბერგი) გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკაში ყველაზე ცნობილი პოეტი იყო. მისი პოემაგოდებადაკარგული თაობის _ “ბიტნიკებისუცნობილესი ნაწარმოებია. პოემის გამოქვეყნების თარიღს მიიჩნევენ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ისტორიის შემობრუნების პუნქტად, ახალი ამერიკული პოეზიის დაბადების დღედ, რომელიც გამოირჩევა თავისუფალი ექსპრესიით, სექსუალური ლიბერალიზმითა და სხვა ღირებულებებით. ეს ღირებულებები ათწლეულების შემდეგ აშშის კულტურის ქვაკუთხედად იქნება აღიარებული.

გონების “გაბრწყინება” ალენ გრინზბერგს 1948 წელს დაეწყო, მაშინ, როცა ნიუ იორკში უმუშევარი იყო. უნივერსიტეტიდან გარიცხულმა ნარკოტიკების მთელი გამა გასინჯა და რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც.

მაშინ “ეწვია” ნარკოტიკული ზმანება, “გამოეცხადა” ინგლისელი პოეტი უილიამ ბლეიკი (1757-1827), რომელიც მიჩნეული იყო XIX საუკუნეში გავრცელებული მოძრაობის _ “თავისუფალი სიყვარულის” წინამორბედად. ამ მოძრაობის მიხედვით, ქორწინება მონობად ითვლებოდა, მოითხოვდნენ ყველა სახელმწიფოებრივი აკრძალვის გაუქმებას, რომლებიც სექსუალურ აქტივობას ეხებოდა, ისეთების, როგორც არის ჰომოსექსუალიზმი, პროსტიტუცია, ცოლქმრული ერთგულების ღალატი.

ამ ჰალუცინაციამ, რომელიც ადრე მომხდარს დაემატა, დიდად შეუწყო ხელი გინზბერგს, აქტიურად ემუშავა პოემა “გოდებაზე”.

1949 წელს ალენ გრინზბერგი ავტომობილის ქურდობისთვის დააპატიმრეს. მაგრამ პროფესორების მოთხოვნით, ციხეში მოთავსების ნაცვლად, გაგზავნეს კოლუმბიის ფსიქიატრიულ ინსტიტუტში სამკურნალოდ და ფსიქოანალიზის სეანსების ჩასატარებლად.

თითქოს არავითარი კავშირი არ არსებობს “ბიტნიკებსა” (ცხოვრების მიერ გარიყულ ადამიანებსა) და მსოფლიოს ბედის გამრიგეებს _ აშშ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და საიდუმლო “მსოფლიოს მთავრობას” შორის.

თურმე პირიქითაა.

თავის დროზე სწორედკონტრკულტურისდასანერგად გაიხსნა როკფელერის ცენტრშითანამედროვე ხელოვნების მუზეუმი”. 1960 წლიდან გამოდიოდნენ აქბიტნიპოეტები თავიანთი ნაწარმოებების კითხვით.

იყვნენ “პოეტები”, ჰქონდათ აუდიტორია.

1948-1949 წლებში ალენ გრინზბერგი როკფელერის ცენტრში “ასოშიეიტედ პრესის” ასლების გადამღებად მუშაობდა.

1954 წელს, მას შემდეგ, რაც გრინზბერგი თავის ბინაში პეიოტლის (ნარკოტიკის ნაირსახეობა) საკმაოდ დიდ დოზას მიიღებს, ჰალუცინაცია დარევს ხელს და “წმინდა ფრანცისკის სასტუმრო” ურჩხულის, მოლოხის სახით წარმოუდგება (მოლოხი კერპის სახელია, რომელსაც ეთაყვანებოდნენ ბიბლიური ქანაანელები და რომელსაც მსხვერპლად შესწირავდნენ ბავშვებს).

აცტეკების წარსულის შემსწავლელი ესპანელი ბერნარდინო დე სააგუნი, რომელიც XVI საუკუნეში ცხოვრობდა, პეიტოლის ზემოქმედებას ასე აღწერდა:

“არის სხვა ბალახი… ეწოდება პეიტოლი. თეთრია… იზრდება დაბლობში, რომელსაც ეწოდება “მკვდრების გზა”, ჩრდილოეთ ნაწილში. ვინც მას შეჭამს ან ნახარშს დალევს, წარმოუდგება საშინელი ან სასაცილო ზმანება, როგორც სოკოს შემდეგ. ეს ბანგი ერთ დღეს გრძელდება, ან _ ორს, ან _ სამს, შემდეგ ქრება. მიუხედავად ამისა, აავადებს გულს, აფორიაქებს, ათრობს, იპყრობს ადამიანებს. იგი ჩვეულებრივი საკვებია ჩიჩიმეკების ხალხის, რადგან ამხნევებს საბრძოლველად და უშიშარსა ხდის, თანაც ვერ გრძნობენ ვერც წყურვილს, ვერც _ შიმშილს”.

“გოდებაზე” მუშაობა პოეტმა 1955 წლის ზაფხულში დაიწყო. ეს პოემა საზოგადოებრიობას პირველად წარედგინა იმავე წლის ოქტომბერში სახელგანთქმულ პოეტურ კითხვაზე “გალერეა ექვსში”. ჰქონდა უდიდესი წარმატება და საზოგადოებრივ აზრს გრინზბერგისადმი ყურადღების მიქცევისკენ უბიძგა. ცალკე წიგნად “გოდება” მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დასტამბა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენისა და პოეტის ლოურენს ფერლინგეტის გამომცემლობამ, მაგრამ მთელი ტირაჟი პოლიციამ დააპატიმრა გამომცემელთან ერთად. ბრალდება _ უხამსობის პროპაგანდა.

სასამართლო პროცესზე სან ფრანცისკოს ლიტერატურული საზოგადოების ცხრა წევრმა, რომლებიც მოწმეებად დაჰკითხეს, მხარი დაუჭირა პოემას და ხაზი გაუსვა მის სოციალურ მნიშვნელობას. 1957 წლის 3 ოქტომბერს მოსამართლე კლეიტონ ჰორნმა განაცხადა, რომ პოემა მაღალზნეობრივია. სასამართლოს დადგენილებით ნება დაერთო “გოდების” გამოცემას, გამომცემელს კი ბრალდება მოეხსნა.

ამას მიდევნებულმა სხვა სასამართლომაც “გაამართლა” პოემა, რამაც ხელი შეუწყო ამ ნაწარმოების პოპულარობას. მალე “გოდება” XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურის კლასიკად შერაცხეს.

სად მუშაობდა გრინზბერგის პოემის გამომცემელი? იქვე, სადაც პოემის ავტორი, ორივე როკფელერების მედიაბუნაგში, ჟურნალ “თაიმში” დაფრთიანდა.

ლოურენს ფერლინგეტი ამ ჟურნალში 1946 წლიდან მუშაობდა. “თაიმიც” და “ლაიფიც” აქვეყნებდნენ “დეგენერირებული ბიტნიკების” სენსაციურ ისტორიებს.

ასე ყალიბდებოდა “ბიტნიკების”, როგორც მეამბოხეთა სახე. მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ასეთ სახეს უნდა მიეზიდა ახალგაზრდობა და ყმაწვილების მასობრივი სიმპათიები მოეხვეჭა. ასეც მოხდა.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ყველა სასამართლო პრეცედენტსა და ისტერიკას მასმედიაში, რომლებიც თითქოს მიმართული იყო “ბიტნიკების” მაინცდამაინც უარყოფითი სახის შესაქმნელად, საწინააღმდეგო ეფექტი მოჰყვა და წარმოგვიდგა, როგორც გრანდიოზული უფასო რეკლამა.

გოდებაუაღრესად სკანდალური ნაწარმოებია, რომელიც პროპაგანდას უწევს აღრეულ ჰომოსექსუალობას, პედოფილიასა და ნარკოტიკებს.

“ბიტნიკები” დაუფარავად უარყოფდნენ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობდნენ და რომელიც მათი ტანჯვის მიზეზი იყო. ეს საზოგადოება პოემაში ნეგატიურად არის წარმოდგენილი. გინზბერგი მის თანამედროვე საზოგადოებას ბრალს დებს, რომ მან გაანადგურა მთელი თაობა, რომელიც პოეტს წმინდად მიაჩნდა. ავტორი საზოგადოებას ახასიათებს, როგორც რეპრესიულ სისტემას, რომელსაც მართავს ფული და ძალადობა.

როგორ ჰკბენდნენ კისერში მაძებრებს და სიამოვნებისგან ჰკიოდნენ ისინი, ვინც დამნაშავე იყო მხოლოდ ლოთობასა და მებრძოლ პედოფილიაში”, _ ეს არის ციტატა დასახელებულიპოემიდან”.

ალენ გრინზბერგს ჰყავდა სექსპარტნიორი პიტერ ორლოვსკი, ვისთან კავშირსაც არ მალავდა 30 წლის განმავლობაში, სანამ გარდაიცვლებოდა.

ეს “მეხი” საზოგადოებას 1997 წელს დაეცა…

კიდევ რამდენიმე ციტატას შემოგთავაზებთ, რომლებიც ასე თუ ისე გადმოგვცემს ახალი მოძრაობის ღირებულებებს.

დავგრიალებდით კოლორადოში გატაცებული მირიადობით მანქანით ბოზების საძებნელად _ .. ამ ლექსების იდუმალი გმირია…”;

“მთელ ღამეს დავბორიალობდით ნამქერში სისხლით სავსე ფეხსაცმლებით, დოკების რაიონში. ველოდებოდით, როცა შუა ისტერივერში გაიღებოდა კარი, რომლის იქით თბილი პატარა ოთახია ოპიუმის ბუნაგის…”;

გადავიკარგებოდით მექსიკაში _ უშიშრად ნემსი რომ გაგვერჭო, ან კლდოვან მთებში _ ბუდას გული რომ მოგვეგო, ან ტანჟერში _ ბიჭებთან, ან საუზენ პასიფიკში _ ორთქლმავლების შავ ღუმელებთან, ან ჰარვარდში _ ნარცისთან, ან ვუდლონის სასაფლაოზე, საფლავებზე გარყვნილებით გასართობად”;

“ვმოქმედებდით რადიოტალღების ჰიპნოზით მონუსხულები”;

“ანგელოზების მსგავსი ჰიბსტერები, ნებას რთავენ წმინდან მოტოციკლისტებს, იხმარონ ისინი უკანალიდან, და ყვირიან სიამოვნებისგან, სიამოვნებით უწუწნიან და მათაც სიამოვნებით სწუწნიან მეზღვაურები _ სერაფიმების მსგავსი ადამიანები…”.

“გოდება” დაწერილია ჰალუციოგენური ნარკოტიკებით გაბრუებისას სპონტანურ სტილში, გინზბერგის კრედოს თანახმად _ “პირველი აზრი _ საუკეთესო აზრია”.

გინზბერგმა ყველა ნარკოტიკი გასინჯა და ყველაზე უფრო მიეძალა LSD-25-ს.

“მგონია, რომ ეს ნარკოტიკი ავტომატურად წარმოქმნის მისტიკურ ცდას. მეცნიერება ფრიად კლასიკური ხდება”, _ აცნობებდა მამას 1959 წელს ფსიქიკური კვლევის ინსტიტუტში მასზე LშD-ზე ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ.

1960 წლის 26 ნოემბერს პირველად გასინჯა ჰალუცინოგენური სოკო და გამოაცხადა, რომ ეს არის ფსიქოდელური რევოლუციის დასაწყისი.

36 გრამ სილოციბინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ვაგნერის მუსიკით გაბრუებული ჰარვარდში შიშველი დარბოდა და ცდილობდა, მსოფლიოსთვის განემარტა მისი აღმოჩენის მნიშვნელობა. ტელეფონისტ ქალს დაჟინებით სთხოვდა, დაუყოვნებლივ დაეკავშირებინა ნიკიტა ხრუშჩოვთან, უილიამ კარლოს უილიამსთან, ნორმან მეილერთან, და ყვიროდა ყურმილში: “მე ვარ ღმერთი! ღმერთი!”

“გოდება”, რომელიც ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი მკურნალობის ამბავსაც გადმოგვცემს: “მე შენთან ერთად ვარ როკლენდში, სადაც შენ ყვირი დამამშვიდებელ პერანგში გახვეული”. კ. სოლომონს, ვისაც მიუძღვნა პოემა, მართლაც მკურნალობდნენ შოკური თერაპიით პილგრიმის ფსიქიატრიულ ცენტრში.

1982 წელს ალენ გრინზბერგმა შეაჯამა “დაკარგული თაობის” გავლენის შედეგები.

უპირველესი იყო სექსუალური ლიბერალიზმი, განსაკუთრებით, სექსუალურ უმცირესობათა უფლებათა დაცვის მოძრაობის კონტექსტში. უამრავი “ბიტნიკი” აშკარა ჰომოსექსუალი იყო, მათ შორის, ამ მიმართულების სამივე მთავარი წარმომადგენელი (ბეროუზი, გინზბერგი, კერჟაკი). მათმა შემოქმედებამ მაკარტიზმის რეპრესიების ეპოქის საწინააღმდეგოდ უფრო გამოკვეთა ჰომოსექსუალობა, რამაც გარკვეულად იმოქმედა საზოგადოების მიერ გეებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრებაზე. ბიტნიკების” (ასევეჰიპების”) კონტრკულტურულმა მოძრაობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჰომოსექსუალური თემის განვითარებაზე, რომელმაც მათგან (“ბიტნიკებისგან”) გადმოიღო ახალგაზრდობის, ეიჯიზმის (ასაკობრივი დისკრიმინაციის), ჰედონიზმის (ტკბობის, როგორც ცხოვრების უზენაესი მიზნის), სექსისა და ნარკოტიკებით ექსპერიმენტირების კულტი.

ასევე:

დემოკრატიზაცია ცენზურის;

ნარკოტიკულ საშუალებათა დემისტიფიკაცია და დეკრიმინალიზაცია;

რიტმ-ბლუზის როკ-ენ-როლად გარდაქმნა ბობ დილანისა და “ბითლზის” ხელშეწყობით, რომლებმაც “ბიტნიკების” თაობის შემოქმედების ძლიერი გავლენა განიცადეს.

ალენ გრინზბერგის ბიოგრაფია მეტად აბსურდულია.

უეჭველია, რომ მკურნალობის პერიოდში მასზე ცდებს ატარებდნენ LSD-ს (ლიზერგინის მჟავას) ზემოქმედების გარკვევის მიზნით. ერთი პერიოდი იგი ხშირად მონაწილეობდა მშვიდობიან საპროტესტო აქციებში, რაც ხელისუფალთ საბაბს აძლევდა სასაცილოდ აეგდო მსგავსი ღონისძიებები: რა ფასი უნდა ჰქონდეს პროტესტს, რომელსაც ნარკომანი გრინზბერგი და მისთანანი უდგანან სათავეში?! მაგრამ ამის პარალელურად ეს პიროვნება ჩაბმული იყო სპეცსამსახურების პროგრამების განხორციელებაში, რომელთა მიზანი ნარკოტიკების რეკლამა და გავრცელება იყო.

1960-იან წლებში ტიმ ლირთან ერთად ხელმძღვანელობდა ნარკოტიკების პროპაგანდისა და ლეგალიზაციის მოძრაობას. ლირი აქტიურად გამოდიოდა ლექციებით, გამოსცა რამდენიმე წიგნი, რომლებიც ეძღვნებოდა ადამიანის “ცნობიერების საზღვრების გაფართოებას”, რის შესაძლებლობასაც, ავტორის მტკიცებით, იძლეოდა ნარკოტიკები. ეს კაცი კალიფორნიის გუბერნატორობასაც კი აპირებდა. არაერთხელ დააპატიმრეს, მიუსაჯეს კიდეც გარკვეული ვადით საპყრობილეში ყოფნა. მაგრამ რაღაც მანქანებით შეძლო გაქცეულიყო ციხიდან. ეს მოხდა 1970 წელს, ხოლო 1976 წელს, როცა საერთო ჯამში (ჯერ კიდევ გაქცევამდე) 38 წელიწადი უნდა მოეხადა, ციხიდან გამოვიდა. ასეთია აშშ-ის თემიდას სასწაულები, როცა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ხელკავით დაჰყავს.

1972 წელს რაღაც შეიცვალა ჩვენი გმირის ცხოვრებაში: შეიძლება იმიტომ, რომ ლირი დააპატიმრეს, შეიძლება იმიტომაც, რომ შეერთებულ შტატებში აიკრძალა LSD. ასე იყო თუ ისე, ალენ გრინზგბერგმა “პროფილი” შეიცვალა და საზოგადოებას ნამდვილ მეამბოხედ მოევლინა _ დაიწყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს “ჩაშვება”, კრიტიკული თვალით შეხედა ამერიკის მთავრობის დამოკიდებულებას ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. ამ პერიოდში მჭიდროდ თანამშრომლობს ალფრედ მაკოესთან, წიგნის _ “სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჰეროინის პოლიტიკა” _ ავტორთან, რომელმაც ამხილა მსოფლიოში ოპიუმის უკანონო მიმოქცევაში ამერიკის მთავრობის მონაწილეობის მთელი ისტორია. გინზბერგი პირადად შეხვდა 1970-იან წლებში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორ რიჩარდ ჰელმსს. მაგრამ ამ უკანასკნელმა სერიოზულად არ აღიქვა გინზბერგის იდეები და ისინი შეაფასა, როგორც მოგონილი სიცრუე.

ალენმა არაერთი ესე და წერილი მიუძღვნა ცსს მონაწილეობის საკითხს უკანონობაში, მაგრამ მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ აღიქვეს იგი როგორც სერიოზული მკვლევარი და უკომპრომისო კრიტიკოსი. 1973 წელს ცსს გაანადგურა ყველა მასალა, რომლებიც ამ საჩოთირო საქმეში სპეცსამსახურების მონაწილეობას ეხებოდა.

1990 წელს ალენ გინზბერგმა დაწერა პოემა “ცსს და ნარკოტიკები”. ეს ნაწარმოები დოკუმენტურ რეალობაზეა აგებული და დოკუმენტური პოეზიის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. სწორედ ამ პოემიდან ვიტყობთ, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამსახური უზრუნველჰყოფდა ნარკოტიკების გავრცელებას თავისი დილერების მეშვეობით.

შემდეგ:

რაც გინდა თქვან, მასებში ნარკომანიის დანერგვა ცსსსა და მისი მფარველების პროექტია. დანერგვის ერთერთი მიმართულებაა როკმუსიკა”.

როცა ანსამბლმაბითლზმაჩაწერა სიმღერა “Lucy in The Sky with Diamonds” (1967 .), ბევრმა ამ სახელწოდებაში დაინახა ნარკოტიკ LSD-ზე მინიშნება, რადგან სწორედ ასეთი აბრევიატურა იქმნება მისი პირველი ასოებისგან. მაშინბიბისიმსაერთოდ აკრძალა ამ სიმღერის როტაცია. მოგვიანებით პოლ მაკარტნიმ აღიარა, რომ ნარკოტიკ LSD- გავლენა ამ სიმღერაზე აშკარა იყო. ამ სიმღერიდან არის აქვე ციტირებული სტრიქონები:

ცელოფანის ყვავილები, ყვითელი და მწვანე,

შენს თავს ზემოთაა აღმართული.

ეძებე გოგონა, რომლის თვალები მზესავით ბრწყინავს,

სანამ არ წასულა”.

ხოლო ანსამბლ “როლინგ სტოუნის” ერთ-ერთ სიმღერაში ნარკოტიკები საკუთარი სახელებითაა წარმოდგენილი:

მე რომ დილისთვის მოვკვდები,

ორივემ ვიცით,

ლოგინს მიგებს დაიკო მორფინი.

დამიჯექ გვერდით, შეხედე,

როგორ წითლდება ჩემი ზეწარი,

და სისხლით სველდება

საყვარელი ბიძაშვილი კოკაინი”.

აი, ასეთი კულტურა იპყრობდა მსოფლიოს სპეცსამსახურების მზრუნველი ძალისხმევით. მსოფლიო ნარკოტიკულ ნემსზე ჯდებოდა. დღეს ეს რეალობა ისტორიული მოვლენებით არის დამტკიცებული.

დასასრული იქნება

მოამზადა არმაზ სანებლიძემ

1 COMMENT

  1. ჩვენ რომ გვასწავლიან დემოკრატიას და 5 კაცმა რომ გადაუწყვიტა მთელ ქვეყანას საკითხი, ჩაატარონ რეფერენდუმი და ისე მოაგვარონ ეგ პრობლემა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here