მთავარი ბლოგი “მარიტობანა”, ანუ “იესო ქრისტეების” მოვლინება საქართველოში

“მარიტობანა”, ანუ “იესო ქრისტეების” მოვლინება საქართველოში

870
გააზიარეთ

ამდენი მოარულიანგელოზი”, რამდენიც გასული კვირის განმავლობაში საქართველოში მოგვევლინა, ალბათ, ედემის ბაღშიც არ იქნებოდა შემჩნეული. “მოარულ ანგელოზთამოზღვავება, ძირითადად, ორმა ძალიან გახმაურებულმა ამბავმა _ სულხან მოლაშვილის გარდაცვალებამ და მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესმა გამოიწვია.

სიმართლე გითხრათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამ ორი სრულიად განსხვავებული პიროვნების, სრულიად განსხვავებული ბიოგრაფიის, სრულიად განსხვავებული ბედის ადამიანის სახელებს ერთ საგაზეთო წერილში მოვიხსენიებდი, მაგრამ “ანგელოზებმა” ასე გადაწყვიტეს. გადაწყვიტეს კი არა, უფრო ზუსტად, ერთ-ერთმა “ანგელოზმა” პირდაპირ განაცხადა: შეგვიძლია გარკვეული პარალელი დავინახოთ მაგდა პაპიძესა და სულხან მოლაშვილს შორის. აკი, რამდენიმე წელი სულხან მოლაშვილიც დამნაშავე გვეგონა, მაგრამ საბოლოოდ არ აღმოჩნდა დამნაშავე და ყველა ბრალდებაში საერთაშორისო სასამართლომ გაამართლა, ხომ შეიძლება იგივე მოხდეს მაგდა პაპიძის შემთხვევაშიც?”

აი, ასეთი “ანგელოზობანა” მოგვიწყო ქართველი საზოგადოების ერთმა ნაწილმა და განსაკუთრებით იმ ნაგვის გროვამ, საკუთარ თავს რომ “არასამთავრობო სექტორს” უწოდებს და მზად არის, ნებისმიერი უბედურება და ტრაგედია საკუთარი თავის რეკლამირებისთვის გამოიყენოს. თანაც, ამ რეკლამას ისე იკეთებენ, თავს “ანგელოზებად” წარმოაჩენენ, ხოლო ჩვენ, დანარჩენებს _ ბოროტებად, არაადამიანებად, შეუბრალებლებად, გულქვებად და ა.შ.

ვერ გეტყვით, რა შინაგანი “ანგელოზური” ბუნება უნდა ჰქონდეს ადამიანს ისეთი, რომ მაგდა პაპიძესა და სულხან მოლაშვილს შორის ოდნავი საერთო შტრიხი მაინც დაინახოს, ან, საერთოდ, რა იდიოტობაა ფინანსურ დანაშაულში ბრალდებულისა და ძალადობრივ, სისხლიან დანაშაულში მსჯავრდებულის შედარება ერთმანეთთან?! ისიც სათქმელია, ასე თამამად რომ აცხადებენ _ “სულხან მოლაშვილიც ხომ დამნაშავე გვეგონაო” _ ნეტავ, ვის გულისხმობენ? მე, პირადად, და ყველა ნორმალურ და ჭკუადამჯდარ ადამიანს, რომლებიც “ვარდების” ტუტუცობას არასოდეს ავყოლივართ, არც არასოდეს გვგონებია, რომ სულხან მოლაშვილი დამნაშავე იყო და ყოველთვის ვიცოდით, რომ მისი დაპატიმრება და შემდგომ წამება სწორედ მის მიერ სააკაშვილის მექრთამეობაში მხილებისთვის პირადი შურისძიება იყო.

საქმეც სწორედ ეს არის! დღეს ქმარშვილის მკვლელ მაგდა პაპიძეს (მას უკვე აპელაციის უფლების გარეშე მიუსაჯა მოსამართლემ შესაბამისი სასჯელი და 12 ნაფიცმა მსაჯულმა დამნაშავედ სცნო, ამიტომ, თამამად შეგვიძლია დამნაშავე და მკვლელი ვუწოდოთ!) სწორედ ის და ისეთი ადამიანები იცავენ, ის ადამიანები აცხადებენ _ “ვაიმე, როგორ მეცოდება ეს უსამართლოდ დაჩაგრული და ყველასგან გაწირული უმწეო გოგოო”, რომლებმაც თავის დროზე უაპელაციოდ გაწირეს და დასაპატიმრებლად, საწამებლად და მოსაკლავად გაიმეტესსულხან მოლაშვილები”!

დიახ, სწორედ “სულხან მოლაშვილები” მრავლობითში, რადგან სულხან მოლაშვილი იმ ავადსახსენებელი 10 წლის განმავლობაში არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ეს ბედი ერგო. აკი, ასეულობით ისეთი ადამიანი შეიწირა სააკაშვილის მანიაკურმა მმართველობამ, რომლებიც არ იყვნენ ყოფილი დიდი თანამდებობის პირები და ამიტომ მათი ბედით საზოგადოება დიდად არც კი დიანტერესებულა.

დიახ, სწორედ მაგდა პაპიძის დამცველანგელოზთაკისერზეა იმ ადამიანების ცოდვაც, რომლებიც მანიაკთა პარპაშს შეეწირა. ფაქტია, რომგაანგელოზებულიმკვლელის ასეთი თავგამოდებით დამცველები ის ხალხია, რომელმაც 2003 წელს სრულიადარაანგელოზურად”, ძალიან მარტივად და უპრობლემოდ დაიჯერა მანიაკ სააკაშვილის მიერ ბრალდებული ადამიანებისმექრთამეობა”, “კორუფცია”, “სახელმწიფო ბიუჯეტისგაფლანგვა და ასე შემდეგ.

ახლა კი, ასევე უპირობოდ, რატომღაც, უბრალოდ, “არ სჯერათ” ათასი მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტი მაგდა პაპიძის მიერ ქმრისა და შვილის მკვლელობისა.

აი, ამ “ანგელოზთა ბანდას” მაშინ ისეთივე თავგამოდებით რომ დაეცვა ეკონომიკურ დანაშაულში სრულიად უფაქტოდ ბრალდებული ადამიანები, როგორც ახლა, ფაქტობრივად, დადასტურებულ და დადგენილ საკუთარი ქმარ-შვილის მკვლელს იცავს, შესაძლოა, ამხელა ტრაგედიები აღარც დატრიალებულიყო.

მაგრამ საქმე ის არის, რომ იმხანად ადამიანთა დადანაშულება, გაწირვა, ციხეებში ჩაყრა, კოლექტიური ბრალდებები “მოდაში” იყო და ეგ ითვლებოდა “კარგ ტონად”. ახლა კი პირიქით _ “მოფარფატე ანგელოზის” პოზაა მოდური.

და ეს “ფარფატი” იქამდეც კი მიდის, რომ ტელეკომპანიაიმედისსიუჟეტში ერთმა .. უფლებადამცველმა ანგელოზმა საკუთარი ქმარშვილის მკვლელი და ოჯახის მოღალატე ქალი გიორგი ლეონიძის უკვდავი ნაწარმოებისა და თენგიზ აბულაძის გენიალური კინოშედევრის გმირ უსპეტაკეს გოგონასაც კი შეადარა(!).

საზოგადოდ, ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან შესამჩნევი გახდა თამაში პირობითი სახელწოდებებით _ “მარიტობანა” და “ციციკორეობანა”.

უზნეო ადამიანები ცდილობენ, სხვა მისნაირივე უზნეო ადამიანების საქციელის რამენაირად “გაპრავებას” და საამისო საუკეთესო მეთოდად რატომღაც სწორედ მარიტასა და ციციკორეს ტიპაჟების სრულიად არაადეკვატური და ალოგიკური მოშველიება დაამკვიდრეს.

გამოჩნდება სადმე ვინმე კახპა, უზნეო, ამორალური, ამზარზენი ქალი და, თუკი მას მისი საქციელისთვის აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი დაუდგა და ვინმემ საკადრისი ეპითეტებით შეამკო, ესანგელოზთა სექტაიმწამსვე გამოხტება და ამ კახპასმარიტასადარებს.

“ყველამ აიღო თითო მუჭი ტალახი და ესროლა ამ საცოდავ გოგოს. უეცრად მარიტა გამახსენდა.” _ ეს ფრაზა ერთ-ერთმა ექსპერტად წოდებულმა ტუტუცმა მაგდა პაპიძის შესახებ თქვა ტელესიუჟეტში.

რთული სათქმელია, თუკი ადამიანი ტვინით ჩლუნგი არ არის, როგორ შეიძლება ქმარშვილის მკვლელმანატვრის ხისცნობილი მარიტა გაახსენოს?!

კარგი, თუნდაც თეორიულად მოვუხსნათ მაგდა პაპიძეს ქმარ-შვილის მკვლელობის ბრალდება. ის ხომ 100 პროცენტით არის დამტკიცებული, რომ ამ ქმარშვილიან ქალს სადღაცბენზინკალონკაზესექსპარტნიორი ჰყავდა და ღამით მასთან დადიოდა? განა ოდნავ მაინც შეიძლება ასეთმა ქალმა ვინმეს მარიტას პერსონაჟი გაახსენოს?!

თუ ასეა, იქნებ გედიაც გაგვახსენდეს მაგდა პაპიძის საყვარლის ჩვენების მოსმენისას, როდესაც მან სასამართლოს ღიად განუცხადა: ასეთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, როგორიც მაგდა პაპიძეა, მე ცოლად არასოდეს მოვიყვანდი!”. რას იტყვით? ხომ ძალიან ჰგავს ყოველივე ეს გედიასა და მარიტას უფაქიზეს, უდიდეს და საოცარ სიყვარულს?

თუმცა, რაღა შეიძლება თქვა ადამიანმა, როდესაც ქმარშვილიან ქალს საქვეყნოდ, არათუ მხოლოდახლობლებში და მეზობლებში”, არამედ მთელ საქართველოშიგაუბაზრდასაკუთარი უზნეო საქციელი და მას კი ოდნავი სირცხვილის გრძნობაც კი არ დამჩნევია. მეტიც, სრულიად მშვიდად, “მერე რა მოხდა”- ტონით განაცხადა სასამართლოზე _ მხოლოდ ორჯერ მქონდა სექსი ოთარ ბერძენიშვილთან, მეტჯერ არაო! “მერე რა მოხდა”-, ანუ!

ასევე უტიფრად იქცევიან მისი ოჯახის წევრებიც. მაგალითად, მაგდა პაპიძის დედა, იმის ნაცვლად, რომ სირცხვილით მიწაში ჩაძვრეს, ერთ-ერთ ტელეშოუში ისეთი ინდეფერენტული სახით მოიხსენიებდა ოთარ ბერძენიშვილს თავისი შვილის “მეგობარ მამაკაცად”, გეგონებათ, ქმარშვილიანი ქალის “მეგობარი მამაკაცი” საუკუნეებით განმტკიცებული ტრადიციაა და ამაში არაფერია სამარცხვინო…

როგორც ჩანს, გიორგი ლეონიძესაც უწერია სადმე მარიტას საყვარლებისა და ღამღამობით მისიგაძრომებისშესახებ და მე გამომრჩა რამე, ხო?

საზოგადოდ, ძალიან გავრცელებულია ეს სენი უკვე ჩვენს საზოგადოებაში და უკვე ისეთი ამაზრზენია ყველა კახპის მარიტასთან შედარება, რომ ამით თვითონ ნაწარმოებიც უფასურდება და ყოველივე ეს მისი ავტორის სასტიკი შეურაცხყოფაცაა!

სინამდვილეში ხომ მარიტა ერთი უცოდველი, ლამაზი სულის პატრონი გოგონაა, რომელიც მოატყუეს, სიცრუის ხარჯზე გაათხოვეს და, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გულმა ვერაფრით დაივიწყა პირველი უანგარო სიყვარული, მოულოდნელად გამოჩენილ გედიას უკვე ქმრის ოჯახში მყოფი მარიტა ასე მიმართავს:

“ცოცხალი ხარ გედია? წადი, გედია, წადი!”

და არა _ მოდი, გედია, ჯანდაბას, ორჯერ გვქონდეს სექსი, მერე რა მოხდაო!

თუმცა, რა აზრი აქვს ახლა ლიტერატურულ თუ ზნეობრივ გარჩევებს? მე შენ გეტყვი, გაუჭირდებათ და ვერ მოგაწებებენ ციციკორეს იარლიყს. ამანგელოზებსრომ ჰკითხო, ყველა კახპა მარიტაა და ყველა, ვინც ოდნავ მაინც ცდილობს საზოგადოებრივი ელემენტარული ზნეობის მხარეს დადგომას, ციციკორეა!

სინამდვილეში, ასეთი “ანგელოზების სექტას” ვერც ამ უკვდავი ნაწარმოებიდან გამოაქვს რაიმე სწორი დასკვნა და ვერც ფილმის ყურებით ხვდებიან, რის თქმას ცდილობს იქ რეჟისორი.

ამათ ვერც ის გაუგიათ, სინამდვილეში რატომ არის მარიტა დადებითი პერსონაჟი, ხოლო ციციკორე _ უარყოფითი. ამათ მარიტა კახპა ჰგონიათ, ხოლო ციციკორე _ მართლაც ზნეობის სადარაჯოზე მდგარი მოღვაწე.

ეს ხომ ის ხალხია, რომელსაცმიტევება”, “პატიება”, “შენდობამხოლოდ სხვისი ტრაგედიების დროს ახსენდება, ხოლო, თუ ვინმე პირადად მათ ახლობელს შეეხო, აუცილებლად თვალებს ამოჩიჩქნიან დასამოთხის საგზურსსულ ფეხებზე დაიკიდებენ.

ელემენტარულია, რომ მკვლელისა და მოძალადისთვის მიტევების უფლება აქვს მხოლოდ ღმერთს და მსხვერპლის ოჯახის წევრებს! სხვას არავის!

მაგრამ, საზოგადოდ ხომ იოლია, სხვისი უბედურების ხარჯზე იყო “იესო ქრისტე”… და ეწევა კიდეც წარმატებით ამ საქმიანობას არაერთი.

თუმცა, ამ ფონზეც კი, განსაკუთრებული ფენომენია მაგდა პაპიძის დამცველი მამაკაცები, რომლებიც საოცრად “ფარფატა”პოზიციებს გამოხატავენ საჯაროდ და რეალურად, ალბათ, საკუთარი ოჯახის წევრ ქალებს ფანჯრიდან გადახედვასაც უკრძალავენ _ ემანდ სიმპათიურ მეზობლის კაცს არ მოჰკრას თვალიო!

არ არის ასე? არ არის ყოველივე ეს, უბრალოდ, მომგებიანი პოზა ვიღაცისთვის თავის მოსაწონებლად და რეალურად მოგწონთ და გეცოდებათ მაგდა პაპიძე? რეალურად მიგაჩნიათ ის მარიტად? კარგი, დაგიჯერებთ, ოღონდ ამ წერილსაც თქვენდამი მომართული ასეთი კეთილი სურვილით დავასრულებ:

ყველა იმ ადამიანს და განსაკუთრებით მამაკაცებს, რომლებიც ჰუმანურობისკენ გულაჩუყებულნი მოგვიწოდებთ, ღმერთმა ნუ გამოგილიოთ საკუთარ ოჯახებში მაგდა პაპიძისნაირი მარიტები და თქვენს სანათესაოში არ მოგკლებოდეთბენზინკალონკებზეან თუნდაც სხვა ადგილებზე უცხო მუტრუკებთან ერთიორჯერმოჟიმავექმარშვილიანი ქალები

უკაცრავად, ხომ არაფერი გეწყინათ?

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ღმერთმა ნუ გამოგილიოთ საკუთარ ოჯახებში მაგდა პაპიძისნაირი მარიტები და თქვენს სანათესაოში არ მოგკლებოდეთ “ბენზინკალონკებზე” ან თუნდაც სხვა ადგილებზე უცხო მუტრუკებთან ერთი-ორჯერ “მოჟიმავე” ქმარშვილიანი ქალები…
    მაგარი იყო, ძაან

    უკაცრავად, ხომ არაფერი გეწყინათ?

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here