Home რუბრიკები პოლიტიკა ნატო ტყემალზე და “ქერის უბნის” გარჩევები

ნატო ტყემალზე და “ქერის უბნის” გარჩევები

537

ნამდვილად ვიცი, ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ საჭირბოროტო თემის ასე ძალიან გაბიაბრუებასა და გაარასერიოზულებაში დამდებს მავანი ბრალს. როგორ შეიძლება ასე არასერიოზული თვალით შევხედოთ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის საქართველოსთან ურთიერთობას, როდესაც ეს ალიანსი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთადერთი იმედი და ხსნის გზა არისო? _ იკითხავსძაანპატროტთასექტა და დაიწყებს ჩემთვის და ჩემნაირებისთვის მორიგი ვირტუალური ეშაფოტისა თუ გილიოტინის მზადებას, რათა მოსპოს, გაანადგუროს, თავი გააგდებინოს ყველა ჩემნაირმოღალატესადასამშობლოს გამყიდველს”.

თუმცა, რაღა ვირტუალური, საშუალება და ძალაუფლება რომ ჰქონდეთ, რეალურ სასაკლაოსაც სიამოვნებით მოაწყობდნენ დღევანდელი ქართველი “დემოკრატიის ქურუმები”, რომელთა დევიზია _ ოღონდ ნატოსა და ამერიკას ვასიამოვნოთ და ჯანდაბას ჩვენი თავი და ჩვენი ქვეყანა, მთავარია, მეგობარი გყავდეს კმაყოფილი!”

სწორედ ასეთი განწყობილება სუფევს საქართველოში ბოლო 30 წელიწადი და ყოველივე ეს კიდევ უფრო მკვეთრად და მძაფრად შევიგრძენით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის _ ჯონ ქერის ვიზიტის ამსახველი სატელევიზიო სიუჟეტების ცქერისას.

“ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბატონმა ქერიმ სრულიად მკაფიო გზავნილები ჩამოგვიტანა”, _ ძალიან სერიოზული და “პატრიოტი” სახეებით აცხადებდნენ ჩვენი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და თვალწინ მედგა ის “ძალიან ჭკვიანი” გოგო-ბიჭები, რომლებიც ზუსტად იმავეს ტიტინებდნენ 30 წლის წინათ, როდესაც ჯერ კიდევ დამწყები “პატრიოტები” იყვნენ და “ერთ გუნდად” მოიხსენიებოდნენ ხოლმე.

გიგა ბოკერია, თინათინ ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძესხვანი და სხვანი, რომლებიც სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააფრთიანა, გახადაწარმატებული”, შეუქმნაინტელექტუალებისადა საქართველოსპატრიოტებისიმიჯი, ჩვენ თვალწინ დაზარდა ყურმოჭრილ მონებად და სალაფავზე მიშვებულ ღრუტუნა ღორებად, რომლებსაც გოჭობიდან მოყოლებული აღრუტუნებს და აღრუტუნებს იმას, რაც აშშის წისქვილზე ასხამს წყალს. ესენიც ღრუტუნებენ და ღრუტუნებენ, ოღონდ კი ამერიკული სალაფავი მიიღონ დაწარმატებულიკარიერა ჰქონდეთ და სულაც იმ სალაფავში ჩაყოფილ ჩლიქებზე ჰკიდიათ სამშობლოცა და დედულმამულიც!

რაო? ისევ ირონიული და არასერიოზული ტონი მაქვს?

გაფიცებთ, მიპასუხეთ, როგორ უნდა მქონდეს სერიოზული ტონი, როდესაც 30 წელიწადი ისეთი არგუმენტები მესმის ნატოში საქართველოს ვერშესვლის ასახსნელად და გასამართლებლად, მგონია, რომ პოლიტიკოსები ან პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანები კი არ საუბრობენ მართლაც საჭირბოროტო საკითხზე, არამედ სოფლის ბირჟაზე ენაკვიმატი მეზობლები უკვე კაი ხნის მოძველებულ ანეკდოტებს ახალი ინტერპრეტაციით მიყვებიან.

ანეკდოტის გარდა რა ვუწოდო სწორედ ქერის ვიზიტის მიმდინარეობისას ერთ-ერთ ტელეკომპანიაში დებატებისას გაგონილ ასეთ ფარაზას _ ჩვენ დღეს ნატოში სწორედ იმიტომ არ ვართ, რომ მთელი 4 წელიწადი დავკარგეთ! საქართველო უკვე შედიოდა ნატოში, როდესაც ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, არ გვინდა ნატოში შესვლაო და ამიტომ შეფერხდა პროცესი. ნატოსა და ამერიკის წარმომადგენლები ტყემალაძის ასეთი განცხადების გამო არკვევდნენ, საქართველოს მართლაც სურს ნატოში შესვლა თუ არა. ამაში დაიკარგა 4 წელიწადი!”

ამ ფრაზის მთქმელის ვინაობას, მაპატიეთ და, ვერ დაგისახელებთ, რადგან ეს ფრაზა გვერდითა ოთახში ჩართული ტელევიზორიდან შემომესმა და სიმართლე გითხრათ, შემრცხვა, რომ გავსულიყავი და დამენახა, კერძოდ, რომელი “ბრძენი” ბრძანებდა ამ იდიოტობას. აი, დაახლოებით ისე, ვიღაც უზრდელი რომ უადგილო ადგილას შარდავს და იმის მაგივრად, თვითონ შერცხვეს გამვლელებისა, პირიქით, დარცხვენილი გამვლელები არიდებენ თვალს. რაღაც მსგავსი პარადოქსი დამემართა. ნამდვილად არ მინდა, ვიცოდე, კერძოდ, რომელი სრული ჩლუნგი აღვჭურვეთ ჩვენ, ამომრჩევლებმა, იმ უფლებით, რომ იჯდეს სატელევიზიო ეთერში და ამ დონის სიდებილეს გველაპარაკებოდეს.

ანუ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ნატო ტყემალზეა!

ამხელა ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსისა და ზესახელმწიფოს _ ამერიკის შეერთებული შტატების მმართველებს თურმე ისე ვერ გაურკვევიათ, რომელი ქვეყანა რა საგარეო კურსს ატარებს და პარლამენტარ ზურაბ ტყემალაძის განცხადებების მიხედვით საზღვრავენ, ვინ შეიყვანონ ნატოში და ვინ _ არა! თანაც ტყემალაძის განცხადებების “გაშიფვრას” მთელ 4 წელიწადს ანდომებენ.

ვერაფერს იტყვი, მშვენიერი გასართობია: ჩატარდეს სამიტები, მომზადდეს პროცესი, მომწიფდეს სიტუაცია და ჰა, როცა ისისაა უნდა შევიდეთ ნატოში, უცებ გამოვიდეს ტყემალაძე, რაღაც დაიბჟუტუროს და მორჩა _ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები 4 წელიწადს შეალევენ იმის კვლევას, რეალურად სურს თუ არა საქართველოს ნატოში.

მოკლედ, ზურაბ ტყემალაძეს შეუძლია არასოდეს შეგვიშვას ნატოში, თუკი მოინდომა!

ისე, საკითხავია, მხოლოდ ზურაბ ტყემალაძეზე აქვთ ნატოს წარმომადგენელბს გაფაქიზებული “სენსორები” თუ ნებისმიერი ტყემალაძის დონისა და რანგის “მოღვაწის” განცხადებებზე რეაგირებენ ასე სასტიკად?

თუ სხვებზეც, მაშინ მთლად წასულია საქმე! კარგი, ჯანდაბას, ტყელამაძე ბიზნესმენი კაცია, მატერიალურად არ უჭირს და გაუძლებს ცდუნებას, მაგრამ ვლადიმერ პუტინს ხომ შეუძლია დაიქირავოს რომელიმე იმავე დონისა და რანგის დეპუტატი იაფად და, როგორც კი შეამჩნევს, რომ საქართველოს ნატოში შესვლა გარდაუვალია, იმწამს გააკეთებინოს რამე განცხადება, რომელიც ისევ აურევს თავგზას ნატოს მესვეურებს და ისინი 4 წლის განმავლობაში იმის კვლევას გადაყვებიან, რეალურად სურს თუ არა საქართველოს ნატოში შესვლა?

აბა, მითხარით, რისთვისღა სჭირდება პუტინს მილიონების ხარჯვა ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდის გასატარებლად? განა ერთ-ორ ღარიბ ქართველ დეპუტატს რამდენიმე ათასად ვერ მოისყიდის?

სხვათა შორის, როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი მართლა მოიკოჭლებს სხარტ აზროვნებაში და იმიტომაც არ იქცევა ისე, როგორც მე ვურჩევ, თორემ, აგერ, ბატონო, მე უკვე წარმოვადგინე საქართველოს ნატოში მუდმივი არშეშვების ბრწყინვალე რეცეპტი.

როგორც ჩანს, პუტინის ასეთი ჭკუასუსტობა მხოლოდ მე არ შემიმჩნევია. აბა, თუკი ადამიანის ჭკუასუსტობაში არ ხარ 100 პროცენტით დარწმუნებული, ნუთუ შეიძლება მას ისეთი რამ შესთავაზო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ, დავით უსუფაშვილმა, შესთავაზა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს?!

“რუსეთთან საუბარს დავიწყებთ, ოღონდ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკან წაიღებს სოხუმისა და ცხინვალის აღიარებას, გაიყვანს თავის სახმედრო ძალებს ამ რეგიონებიდან, შეწყვეტს ხელის შეშლას ჩვენი ნატოში ინტეგრირების პროცესში, სრულად დაიცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას! გააკეთოს რუსეთმა ეს ყველაფერი და მხოლოდ ამის მერე ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ კრემლთან დიალოგსა და მოლაპარაკებებს!” _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იცით, მეჩვენება, რომ ეს ძალიან ცოტაა! ვფიქრობ, ამას უნდა დაემატოს მოთხოვნები _ რუსეთმა თავისი ძალებითა და თავისი ჯარისკაცების სისხლით უნდა დაგვიბრუნოს ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი და კიდევ ოსმალ-თურქების მიერ მითვისებული სხვა ქართული მიწა-წყალი; გარდა ამისა, პუტინმა კომპენსაციის სახით უნდა მოგვიერთოს კრასნოდარის მხარე, ასევე, დაგვითმოს მოსკოვის ნაწილი, მერე მობოდიშების ნიშნად ერთი-ორი რუსული ჩასტუშკაც გვიმღეროს, წაიცეკვოს, კუდი გაგვიქიცინოს, მოგველაქუცოს და ამის შემდეგ შეიძლება მხოლოდ უკვე რუსეთთან დალაპარაკება! თუ ამ ყველაფვერს რუსეთი არ შეასრულებს, კრინტსაც არ დავძრავთ ჩვენივე დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებელ მოლაპარაკებებზე და ეგდოს რუსეთი სოხუმ-ცხინვალში თავისი ჯარით და გველოდოს, როდის დაველაპარაკებით. მასე მოუხდება მაგათ! აი ეგრე!

ისევ გავაარასერიოზულე ტონი? აბა, რა ვქნა?! ქვეყნის პარლამენტის თავმჯომარე რომ ამხელა სისულელეებს იტყვის, მე, უბრალო, უცნობ და უსახელო ჟურნალისტს, რაღა მომეთხოვება?!

არა! თუმცა ვიცი, რაც მომეთხოვება, მხოლოდ მე კი არა, თითოეულ ჩვენთაგანს. თითოეულ ქართველს მოგვეთხოვება ერთადერთი რამ _ ჩვენი ამერიკელი მეგობრების რეკომენდაციების შესრულება!

დიახ, დიახ! რეკომენდაციების და არა ბრძანებების, როგორც ეს მაშინ იყო, რუსი დამპყრობლების პირობებში, კრემლიდან რომ ბრძანებები მოდიოდა და, თუ არ შესრულდებოდა, ცეკას მდივანი თანამდებობას დაკარგავდა.

ახლა ჩვენ მბრძანებლები აღარ გვყავს! ახლა გვყავს ამერიკელი მეგობრები, რომლებიც გვაძლევენ არა ბრძანებებს, არამედ რეკომენდაციებს, რომლებსაც გვინდა შევასრულებთ, გვინდა _ არა.

და თუ არ შევასრულეთ, ამერიკელები არავისაც არ მოხსნიან თანამდებობიდან. სულაც არა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, მთელ ქვეყანაში ატყდება შფოთი, უბედურება, რევოლუცია, სროლა, ომი, ქაოსი, კაცისკვლა და ჩვენი მეგობრების კეთილი რეკომენდაციების არშემსრულებელს თვითონ ხალხი გაისტუმრებს თანამდებობიდან, ხოლო ქვეყნის სათავეში აღმოჩნდება ისეთი გუნდი, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებს ჩვენი ამერიკელი მეგობრების რეკომენდაციებს.

ასე არ ჯობია? აბა, ისე, რუსულად, პრიმიტიულად, ერთი კაცის პირდაპირ მოხსნა რა საინტერესოა? განა რევოლუცია, შფოთი, მღელვარება და თავპირისმტვრევა და ქვეყნის დაქცევა უფრო აზარტული არ არის?!

ჰოდა, ამ წინასაარჩევნოდაც “ქერის უბანში”, როგორც სატელევიზო კადრებიდანაც ჩანდა, საინტერესო რეკომენდაციები მიიღეს ბიჭებმა და გოგოებმა ოპოზიციან-მთავრობიანად. როგორი აღფრთოვანებული სახეებით ხვდებოდნენ ამერიკის სახელმწიფო მდივანს გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ირაკლი ალასანია და სხვები, ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბატონიმეგობრებიუფროშერიგებისპოლიტიკას გვაძლევენ რეკომენდაციად და, ალბათ, კონკრეტული საპარლამენტო პროცენტებიც უკვე დათვლილდალაგებულია

როგორც ჩანს, კიდევ მთელი 4 წელი მოგვიწევს, ვატაროთ თავსმოხვეული ამერიკული “ბენდენა” _ კოაბიტაცია!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here