მთავარი ბლოგი „დაპირისპირება რუსეთთან, პროვოცირებული აშშ-ის მიერ, მომაკვდინებელია გერმანიისათვის“- გერმანელი დრამატურგი

„დაპირისპირება რუსეთთან, პროვოცირებული აშშ-ის მიერ, მომაკვდინებელია გერმანიისათვის“- გერმანელი დრამატურგი

556
გააზიარეთ

 „ამერიკის შეერთებული შტატები, ბერლინისგან და ნატო-სგან რუსეთის მიმართ მტრული პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ეს ყველაფერი გერმანიისთვის „მომაკვდინებელი“ გახდება“,- განაცხადა სააგენტო HNA-თან ინტერვიუში ცნობილმა გერმანელმა დრამატურგმა როლფ ხოხუტმა.

„მოსკოვი არ ემუქრება დასავლეთ ევროპას, არამედ თავად განიცდის „უკრაინასთან სამოქალაქო ომის“ მუქარას, რომელიც ვაშინგტონიდანაა პროვოცირებული“,- ხაზს უსვამს ხოხუტი.

„ გერმანიის მთავრობა ძალიან სუსტია იმისათვის, რომ საკუთარ ქვეყანაში  არ დაუშვას 40 ამერიკული რაკეტის განთავსება რომლებიც მიმართული იქნებიან რუსეთისკენ“,- განაცხადა გერმანელმა დრამატურგმა, Hessische Niedersächsische Allgemeine-სთან ინტერვიუში.

ხოხუტის თქმით, ამერიკა- „ყველაზე საშიში ქვეყანაა“, იმიტომ რომ მას და მოწინააღმდეგეებს შორის მუდმივად ატლანტიკის ანაც წყნარი ოკეანეა: რეალურად, ვაშინგტონს  მტრები არ ჰყავს, მაგრამ ამის მიუხედავად  ის- ბიუჯეტის 52%-ს სამხედრო ხარჯებისთვის გამოყოფს და მტრებს ოკეანეებს გაღმა  ეძებს – მაგალითად კორეასა თუ ვიეტნამში.

 ამჟამად, ამერიკელები „ყირიმის და უკრაინის გათავისუფლების სულელური საბაბით“ ეძებენ მტერს რუსეთის სახით.

გერმანიის ექს-კანცლერმა ჰელმუტ შმიდტმა, სიკვდილამდე სამი კვირით ადრე  თქვა შემდეგი: „ შეეშვით ამ ბოდვით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ- ყირიმი და უკრაინა არასდროს ყოფილან დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია უკვე საუკუნის მეოთხედია, რაც აღარ არსებობს, მიუხედავად ამისა, ნატო ჩერნოგორიაშიც კი ათავსებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ უახლეს შეიარაღებას, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ურსულა ფონ ლაინენი კი, სულ ახლახანს ჩამოვიდა ავსტრიიდან, სადაც ცდილობდა  „ნატოში შესვლაზე ავსტრიელების დაყოლიებას, ცხადია მას არაფერი გამოუვიდა“.

„რუსეთთან დაპირისპირება გერმანიისთვის მომაკვდინებელი გახდება. არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ანგელა მერკელი არ არის დაინტერესებული რუსეთთან კონფლიქტით, თუმცა ამერიკელები მას ამას აიძულებენ“, – აღნიშნავს  ხოხუტი. მისი აზრით, ნატოც ვალდებულია დაჯდეს რუსებთან მოლაპარაკების მაგიდასთან და შეწყვიტოს ამერიკელების წაქეზებით მათი პროვოცირება. თუ ვის ეკუთვნის ყირიმი- მოსკოვსა თუ კიევს, ეს გერმანელების საქმე და მათი გასარჩევი არ არის.

რა თქმა უნდა ამერიკასთან მჭიდრო ეკონომიკურ-კულტურული კავშირები უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ არა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისა და კონფრონტაციის ხარჯზე.

„რუსეთი აბსოლუტურად არ უქმნის საფრთხეს დასავლეთ ევროპას,   ის თავად  განიცდის „უკრაინასთან სამოქალაქო ომის“ მუქარას, რომელიც ვაშინგტონიდანაა პროვოცირებული“,- აკეთებს რეზიუმეს  გერმანელი დრამატურგი.

 

                                           მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here