Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

დღეს ვასრულებთ ნიკოლაი სტარიკოვის წიგნის თარგმანის გამოქვეყნებას. ბოლო თავში ლაპარაკია მილსადენების მშენებლობის პრობლემებზე, რომლებიც ამჯამად აქტუალური აღარ არის, რადგან დღის წესრიგიდანაა ამოღებული. მაგრამ, ამასთანავე, აქ განხილულია ისეთი საკითხებიც, რომელთა შესახებ საქართველოში მყარი საზოგადოებრივი აზრია ჩამოყალიბებული. ფაქტები ჭკუისსასწავლებელია, ანალიტიკა _ საინტერესო, და ამიტომაც ვთავაზობთ ჩვენს მკითხველებს.

დღევანდელი დასავლეთი, _ აღნიშნავს წიგნის ავტორი, _ სულაც არ არის სრულუფლებიანი სახელმწიფოების გაერთიანება. არიან პატრონები, არიან კლიენტები. ჰყავთ თავიანთი ხელისბიჭები (“შესტიორკები”). გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ არცთუ იშვიათად ჩავფიქრებულვართ, ეგებ, ჩვენ სადღაც ისეთები არ ვართ, როგორიც სხვა დანარჩენები არიან?

გავარჩიოთ ეს საკითხი და ამთავითვე ვთქვათ, რომ ნუ მიაქცევთ ყურადღებას ფაქტების სიჭრელესა და პიჯაკების ნაირფერობას. არ დაიბნეთ! სერიოზული სახის ადამიანები დამოუკიდებელი პოლიტიკოსები კი არ არიან, არამედ დაქირავებული მენეჯერები.

მიხეილ სააკაშვილი, მაგალითად, დაიქირავეს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე სამუშაოდ, ვიქტორ იუშჩენკო _ უკრაინის პრეზიდენტის ვაკანტურ ადგილზე, ხოლო პან კაჩინსკი (ამჟამად გარდაცვლილი) პოლონეთის პრეზიდენტად მიიწვიეს.

შეიძლება კი, რომ მათ განსხვავებული აზრი ჰქონდეთ მსოფლიო პოლიტიკაზე, თუ ხელფასს ერთსა და იმავე ადგილზე იღებენ? რა თქმა უნდა, არა! ერთი გუნდია, ერთი დასი, ერთი და იმავე პოლიტიკური თეატრის. ხოლო საერთო აზრი ოციოდ ქვეყნის ერთიანი პოზიცია კი არ არის, არამედ _ აზრი და პოზიცია ერთი სახელმწიფოსი, რომელმაც დანარჩენები საკუთარ გავლენას დაუმორჩილა და თავისი პოლიტიკის ყურმოჭრილ განმხორციელებლად აქცია. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც უარს იტყვის “საბეჭდი დაზგის” ყმობაზე, ავტომატურად მიუღებელი ხდება აშშ-სა და სრულად დასავლეთისთვის.

ხოლო მათ შესახებ, რომლებიც ამ ფეხაწყობილი რიგის ავანგარდში დგანან, ღირს რამდენიმე სკანდალური ფაქტის გახსენება.

სკანდალური, ამ შემთხვევაში, დანაშაულებრივს ნიშნავს.

2008 წლის 20 აგვისტოს ახლა უკვე ცნობილი გემიფაინაუკრაინის პორტ ოქტრიაბრსკიდან გავიდა. სკანდალი, რომელიც ამ ხომალდის, უფრო ზუსტად, იმ ტვირთის გამო ატყდა, რომელიც მას გადაჰქონდა, თანდათან გაძლიერდა და გამდიდრდა დეტალებით. ჯერ გაირკვა, რომ გემი 33 (თუ უფრო მეტი) -72 ტანკით იყო დატვირთული. შემდეგ დაზუსტდა, რომ მისი ტრიუმები სავსე იყო საზენიტო ტყვიამფრქვევებითა და ნაღმსატყორცნებით, დიდი რაოდენობის საბრძოლო ჭურვებით. კიდევ ერთი კვირის შემდეგ ეს ჩამონათვალი შეივსო ცეცლსასროლი სისტემებითა და რაკეტებით. მალე ისიც გაირკვა, რომ ეს სისტემები სხვა არაფერია, თუ არაგრადი”, სიკვდილის მთესველი სისტემები.

2008 წლის 25 სექტემბერს “ფაინა” ხელთ იგდეს სომალელმა მეკობრეებმა. უკრაინის ოფიციალურ ხელისუფლებას ხმა არ ამოუღია იმაზე, თუ ვისი იყო გემი, რომელიც მეკობრეებმა დააკავეს, ან ვისთვის გადაჰქონდა ეს იარაღი.

ისე ჩანდა, რომ ხელისუფლების ერთმა ნაწილმა მართლაც არაფერი იცოდა, ხოლო მცირე ნაწილი დაზაფრული იყო მოსალოდნელი სკანდალის მოლოდინში. მხოლოდ შუადღისთვის, როცა “მცოდნე” ნაწილმა სრულად აღიქვა, რომ არაფერი დაიმალებოდა, გავრცელდა განცხადება: “უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იფარგლება ინფორმაციით, რომ საქმე განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი და მიმდინარეობს შემოწმება. პრეზიდენტმა დაავალა ყველა კომპეტენტურ ორგანოს, განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებანი მეზღვაურების გასათავისუფლებლად”.

ოფიციალური ვერსია, რომელიც თავდაპირველი დუმილის შემდეგ იშვა, ზღაპარს ჰგავდა: ბოროტმა მეკობრეებმა ხელთ იგდეს მშვიდობიანი გემი, რომელიც შემთხვევით ტანკებით დატვირთული აღმოჩნდა.

კიევში ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ ამ ტანკებმა “ამაყად” გაიარეს კრეშჩატიკზე, უკანასკნელ აღლუმზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართა. მაყურებლებს აჩვენეს უკრაინის ჯარის ძლიერება და განაგრძეს გზა მატარებლის პლატფორმებზე დასატვირთად.

ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იყო: უკრაინის დამოუკიდებლობის დღე 24 აგვისტოა. “ფაინა” კი ზღვაში 20 აგვისტოს გავიდა. სამაგიეროდ ყველა სხვა ინსინუაცია კიევის ხელისუფლების მისამართით სიმართლეს ჰგავს. ძალიან.

იგივე ავი ენები ირწმუნებოდნენ, რომ საზენიტო კომპლექსები და ჭურვები, რომლებიც აფრიკაში გაზიდეს, “დაიწვა” 2008 წლის 27 აგვისტოს უკრაინის სახმელეთო ჯარების საბრძოლო მასალების 61-ე არსენალში გაჩენილი ხანძრის დროს. ეს ვერსია უკრაინაში დაუყოვნებლივ გაავრცელეს:

“უკრაინის ქალაქ ლოზოვაიაში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობებში გაჩენილი ხანძარი შეიძლება გამოეწვიათ გამიზნულად, რათა დაეფარათ ჭურვების დანაკლისი”. იუწყებოდა NEWSru, რომელიც იმოწმებდა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ყოფილ ვიცეპოლკოვნიკს გენადი ლობოდას. “ვფიქრობ, რომ ტექნოგენური კატასტროფა სამხედროების უყურადღებობით მოხდა. ეს ერთი. საწყობისთვის ცეცხლი სპეციალურად შეიძლება წაეკიდებინათ, რათა ჭურვების დანაკლისი დაეფარათ. როცა ჭურვები “იკარგება”, ბრალდების თავიდან ასაცილებელი საუკეთესო საშუალებაა აფეთქების მოწყობა და დანაკლისის ამ მოტივით ჩამოწერა”.

არსენალში, რომლის ფართობი 494 ჰექტარია, 100 ტონამდე საომარი მასალა ინახებოდა. ერთი ხანძრის მოწყობით არა მხოლოდ “ფაინას” დატვირთვას შეძლებდნენ, არამედ მთელი ქარავნის. ეს ცხადზე უცხადესია ყველასთვის, მათ შორის, უკრაინელი პარლამენტარებისთვისაც. ამიტომ, ხანძარი ჯერ კიდევ ჩამქრალი არ იყო, რომ 2 სექტემბერს უკრაინის რადამ შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის თავმჯდომარის ვალერი კონოვალიუკის განცხადებით, საწყობებს სპეციალურად წაუკიდეს ცეცხლი, დანაკლისი რომ დაეფარათ.

კომისიამ, რომელიც ნახანძრალს ათვალიერებდა, ჯერ კიდევ არ იცოდა მთავარი, ანუ იარაღითა და ტყვია-წამლით დატვირთული “ფაინას” მოგზაურობის ამბავი.

ამ დანაშაულებრივი ფაქტის გამოძიებას შემდეგ შეუდგებიან, დეპუტატები განსაკუთრებით დაინტერესდებიან საომარი აღჭურვილობის მიწოდებით სააკაშვილის რეჟიმისთვის, რომელმაც ერთი თვით ადრე განახორციელა სამხედრო ოპერაცია ცხინვალზე.

შეისწავლეს და გაარკვიეს გასაოცარი უაზრობა. კერძოდ:

* უკრაინული დანაყოფების უმრავლესობა დაკომპლექტებული იყო -64 ტანკებით. ახალი -72-ები კი მიჰყიდეს სააკაშვილს;

* საქართველოს მიაწოდეს უახლესი საარტილერიო სისტემები, თვითონ კი ძველი დაიტოვეს;

* ძმურად გაიყვეს საზენიტო კომპლექსებიკოლჩუგა” _ საქართველოში გაგზავნეს ოთხი ერთეული, მშობლიურ უკრაინასაც ამდენივე დაუტოვეს;

* საზენიტო კომპლექსების _”ბუკ-11”-ის სააკაშვილისთვის მისაყიდად საჭირო გახდა საბრძოლო მორიგეობიდან მათი მოხსნა. შედეგად, 15 “ბუკიდან”, რომლებითაც უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალები იყო აღჭურვილი ადგილზე დარჩა 8, დანარჩენი შვიდი საქართველომ შეიძინა. ოთხი წლის წინათ ეხვეწებოდა პაკისტანი უკრაინას ამ საზენიტო კომპლექსების ერთი დივიზიონი 150 მილიონ დოლარად მიეყიდა, მაგრამ უარით გაისტუმრეს. საქართველოს კი ორი დივიზიონი 28 მილიონ დოლარად დაუთმეს.

მიაქციეთ ყურადღება: უკრაინა აიარაღებდა სხვა ქვეყანას საკუთარი თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ. განიარაღდებოდა თვითონ, აიარაღებდა საქართველოს.

თავისთავად ჩნდება კითხვები _ რა იყო ამის მიზეზი? ნუთუ კიევი ასე თავდავიწყებით იყო შეყვარებული თბილისზე?!

ვალერი კონოვალიუკის (საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის) მონაცემებით, 40 ტანკი ტ-72, რომლებითაც დაიტვირთა გემი “ფაინა”, საქართველოს მიჰყიდეს 9 მილიონ დოლარად, ანუ თითოეული _ 225 ათას დოლარად. კიდევ 15 ტანკი _ სულ რაღაც, 135 ათას დოლარად. არადა, ერთი ტ-72-ის საბაზრო ფასი ერთ მილიონამდე დოლარია. ეს ტანკები უახლესი მოდელი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ არც ჯართია _ ყველამ გაიარა მოდერნიზაცია, აღჭურვილი იყო უახლესი ელექტრონული მოწყობილობებით, აქტიური ჯავშნითა და დამიზნების სისტემებით.

და მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავის ფასზე ხუთჯერ უფრო იაფად გაიყიდა.

საიდან ასეთი გულმოწყალება?

რამ ან, უფრო ზუსტად, ვინ აიძულა უკრაინის პრეზიდენტი ასე იაფად გაეყიდა საომარი ტექნიკა, მოეხსნა იგი საბრძოლო მორიგეობიდან და დაესუსტებინა თავისი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ვიღაც სხვის გაძლიერების მიზნით?

არცერთი ქვეყანა არ განაიარაღდება, რათა შეაიარაღოს სხვა ქვეყანა, რაგინდძმადნაფიცობააკავშირებდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ იგი ნამდვილად არის დამოუკიდებელი. მაგრამ, თუ მას სათავეში უდგას ამერიკის მარიონეტი, მაშინ ნებისმერი ფოკუსი დასაშვებია. იგივე განაცხადა თავის დროზე დეპუტატმა ვალერი კონოვალიუკმა: “იუშჩენკოს პრეზიდენტად დასმით უკრაინამ თავისი სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. სახელმწიფოს მეთაური მარიონეტულ პოლიტიკას განახორციელებს და ოკეანისგაღმელი პარტნიორების სტრატეგიული გეგმების რეალიზაციას ემსახურება”.

ესეც დავიხსომოთ: როცა ქვეყნის მეთაური იქცევა როგორც წვრილმანი თაღლითი, ქმნის ილუზიას, თითქოს ითვისებს სახელმწიფო სახსრებს, ასე საკუთარი სურვილით არ მოქმედებს.

 ასეთი “ორიგინალობა” რუსეთის ისტორიაში უკვე იყო, როცა ლენინი და ტროცკი ყიდულობდნენ “ოქროს ორთქმავლებს”. მსოფლიოში ყველაზე უფრო დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეულმა “ნარინჯისფერმა” პრეზიდენტმა, ათეული წლების შემდეგ იგივე გაიმეორა…

რა გამოვიდა? არც _ თავისთვის, არც _ ქვეყნისთვის. მაშ, ვისთვის?

მგონია, რომ ამ კითხვას ამომწურავად ვუპასუხეთ.

გაურკვევლობა იმ მიზნებში, რომლებისთვისაც იბრძვიან მსოფლიო კატაკლიზმების ორგანიზატორები, იქნება ეს მსოფლიო ომი თუ ეკონომიკური კრიზისი, პრობლემების გადაჭრის გზებისა და საშუალებების არასწორი დაგეგმვის მიზეზი ხდება. საბჭოთა კავშირის მეთაური სტალინი ნაციზმის შესაჩერებლად ვალდებული იყო, “დამეგობრებოდა” დასავლეთის დემოკრატიას, რომელიც მის თვალწინ საბჭოთა ქვეყნის დაპყრობის იდეით დაავადებულ ჰიტლერს ზრდიდა და აძლიერებდა. დღეს კი დასავლეთის ლოგიკას რომ მივყვეთ, სისულელეებს თავი უნდა დავანებოთ და ყველაფერი ვაკეთოთ ისე, როგორც აკეთებენ იქ, ვაშინგტონში. უნდა ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები, შევქმნათ ახალი პარლამენტი. უარი ვთქვათ დასავლეთთან კონფრონტაციაზე. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ქედი მოვუხაროთ ფედერალური სარეზერვო სისტემის ბატონ-პატრონ ფინანსისტებს. მაგრამ “მსოფლიო მოწყობის თავისებურებაში” გაურკვეველი ობივატელისთვის ეს განმარტება გაუგებარია…

სიტუაცია მყარი არ არის, სასწორის ხან ერთი პინაა მაღლა, ხან _ მეორე…

აშშ სჭირდება რუსეთის ბუნებრივი ნედლეული თავისთვის, და კიდევ იმიტომ, რომ ჩინეთი არ დაეპატრონოს.

სჭირდება რუსეთის უკიდეგანო ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება რადიაქტიური ნარჩენების დამარხვა. აბა, პატარა ევროპაში ხომ არ შექმნიან ქიმიურ ყორღანებსა და სამარხებს?

მათ სჭირდებათ სუფთა, მტკნარი წყალი. სჭირდებათ ყველაფერი, რაც კი ჩვენს ქვეყანაში მოიპოვება.

არ ვჭირდებით ჩვენ, არავინ, “ოქროს მილიარდისგარდა არავინ.

ამ ბრძოლაში ჩაურთველობა არ შეიძლება. ან შენი ქვეყნის მხარეს უნდა დადგე, ან _ სხვა ქვეყნის მხარეს.

მესამე მხარე არ არსებობს.

თავიანთ მოქალაქეებს დიდი ხანია, ტვინები გადაუბრუნეს. ახლა ჩვენკენ დაიძრნენ.

მაშ, რა უნდა გავაკეთოთ?

უნდა გავიგოთ, უნდა გავერკვეთ. ფართოდ გავაღოთ თვალები და დავძაბოთ გონება _ მათი ქმედება არც ისე რთული და ძნელად გასაგებია. არ უნდა შეგვაშინოს იმან, რომ ჩვენს გარშემო არსებული რეალობა ისეთი არ არის, როგორც გვქონდა წარმოდგენილი.

წარმატება ჩვენ, ყველას!

1 COMMENT

  1. სიხარბე დაღუპავს ყველას. არამი ლუკმა ყველას ყელზე დაადგება ადრე თუ გვიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here