Home რუბრიკები საზოგადოება ერაყში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა

ერაყში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა

493

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 213-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 225-ია. იუწყებაბიბისი.” 

2 ივლისს ბაღდადის ცენტრალურ რაიონშ კარადაში სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომელზეც მიმაგრებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები. მეორე ბომბი კი პირველი აფეთქებიდან რამდენიმე საათში, გვიან ღამით, ერაყის დედაქალაქის ჩრდილოეთით, შიიტებით დასახლებულ რაიონში ამოქმედდა, რამაც კიდევ 5 ადამიანი იმსხვერპლა.

 უმეტესად შიიტებით დასახლებული რაიონი ღამით, წმინდა თვის რამადანის გამო მაღაზიებში საყიდლებზე გასული ხალხით იყო სავსე. ეს აფეთქება ამ წელს ყველაზე მომაკვდინებელი და საზარელი აღმოჩნდა.

 ერთი კვირის წინათ ერაყის უშიშროების ძალებმა “ისლამური სახელმწიფოსგან” ქალაქი ფალუჯა გაათავისუფლეს და კვლავ აღადგინეს მასზე კონტროლი, რამაც ხელისუფლების განცხადებით, “ისლამური სახელმწიფოსაგან” ბაღდადზე თავდასხმები გამოიწვია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here