Home რუბრიკები პოლიტიკა ობამას იმპერიალიზმი – 800 სამხედრო ბაზა მსოფლიოში

ობამას იმპერიალიზმი – 800 სამხედრო ბაზა მსოფლიოში

1002

ამჟამად აშშ უცხოეთში ყველაზე მეტი სამხედრო ბაზა აქვს, ვიდრე ნებისმიერ ხალხს, ქვეყანასა თუ იმპერიას ოდესმე ჰქონია კაცობრიობის ისტორიაში. 800 ამერიკული სამხედრო ბაზა მიმოფანტულია მსოფლიოში… 2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმები განლაგებული იყო 135 ქვეყნის ტერიტორიაზე, ანუ მსოფლიოს სახელმწიფოების 70%-ში. ამჟამად აშშ პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაჩაღებულ 74 კონფლიქტში.

ამერიკულმა გამოცემა Alternet-მა აშშ-ს ხელისუფლება უამრავი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო გააკრიტიკა.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეიძლება გახდეს ისტორიაში პირველი ლიდერი, რომლის ხელისუფლებას სათავეში ყოფნის ორი ვადის განმავლობაში აშშ გამუდმებით იყო ჩართული სამხედრო კონფლიქტებში, რაც ხელს სულაც არ უშლის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის იტრაბახოს ვაშინგტონის “ჩართულობით” უფრო მეტი ქვეყნის საშინაო საქმეებში, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.

28 ივნისს The Aspen Ideas festival -ზე სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი შეეცადა, ჩაეცხრო დამსწრე საზოგადოების შეშფოთება მსოფლიოში არეულობების სულ უფრო მზარდი რაოდენობის გამო და საკმაოდ უცნაური რამ განაცხადა:

“სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები თითოეულ თქვენგანს: აშშ უფრო აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის საქმეებში და ამას უფრო მეტი ძალისხმევით აკეთებს, ვიდრე ეს ხდებოდა ოდესმე ამერიკის ისტორიაში”.

კერიმ მიანიშნა, რომ, როცა ლაპარაკობდა “მონაწილეობაზე”, უნდა ეგულისხმათ მხოლოდ ერთი რამ: ომი.

ამჟამად აშშ უცხოეთში ყველაზე მეტი სამხედრო ბაზა აქვს, ვიდრე ნებისმიერ ხალხს, ქვეყანასა თუ იმპერიას ოდესმე ჰქონია კაცობრიობის ისტორიაში. 800 ამერიკული სამხედრო ბაზა მიმოფანტულია მსოფლიოში, ამერიკის მიწაზე კი არც ერთი უცხოური სამხედრო ბაზა არ არის. ამასთანავე, სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის პრესმდივანმა კენ მაგროუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმები განლაგებული იყო 135 ქვეყნის ტერიტორიაზე, ანუ მსოფლიოს სახელმწიფოების 70%-ში.

ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციის პერიოდში კი ამერიკული სპეცრაზმები დაახლოებით 60 ქვეყანაში იყვნენ დისლოცირებული. აშშ-ის კონტროლის პალატამ დაასკვნა, რომ სპეცოპერაციის ძალების დაფინანსება 2001 წელს 3 მილიარდი დოლარიდან 10 მილიარდამდე გაიზარდა 2014 წელს.

დღეს აშშ-ის არმია განლაგებულია 5 კონტინენტის ათეულობით ქვეყანაში. პენტაგონი მსოფლიოში უდიდესი არენდატორია და მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზები აქვს ბაჰრეინში, ჯიბუტიში, თურქეთში, ყატარში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ყირგიზეთში, ამას უნდა დავუმატოთ მისი ძველი ბაზები გერმანიაში, სამხრეთ კორეაში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში. მათგან ზოგიერთი უზარმაზარია, მაგალითად, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა ელ-უდეიდში (ყატარი), რომელიც ახლახან უფრო გაფართოვდა _ ახლა იქ 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 120 თვითმფრინავია. ამჟამად აშშ პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაჩაღებულ 74 კონფლიქტში.

კერი, რა თქმა უნდა, მართალია, როცა ამბობს, რომ დღეს ამერიკის ვალდებულებები გაცილებით ფართოა, ვიდრე უწინ იყო. მაგრამ, რადგან სამხედრო ინტერვენცია ხელს უწყობს კრიზისების გამწვავებას და მათ გადაზრდას ფართომასშტაბიან კონფლიქტებში, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომში, კერის ნართაული ნათქვამის გამო მშვიდად ვერავინ იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here