Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ვუბრუნდებით პომიდვრის პრობლემას. გულდასაწყვეტია, როცა ამ სასოფლოსამეურნეო კულტურის მწარმოებელი ფერმერები მოწმენი ხდებიან, როგორ იყიდება კაპიკებად მათ მიერ მოწეული მოსავალი. უყურებენ ამ უსამართლობას, მაგრამ ძალა არ შესწევთ, შეცვალონ ვითარება: საბაზრო მაფიას ვერ მოერევიან, მხოლოდ შეაფერხებენ, გამონაკლის შემთხვევაში და ისიც დროებით

მაგრამ ბოსტნეულ-ბაღჩეულის პალიტრა პომიდვრით არ ამოიწურება. არსებობს კიდევ კიტრი. და მიდის ბაზარზე კიტრის მომყვანი ფერმერი მოსავლის გასაყიდად. იქ, ბაზარში, კი იგივე მაგარი ბიჭები ქურდებად სხედან. ახალს არაფერს ამბობენ, “პირველ ჩვენებას აწვებიან”. შენი კიტრის ფასი, ეუბნებიან ფერმერს, პომიდვრისას მიებმებაო.

პომიდვრის ფასს კი, როგორც ზემოთ გავარკვიეთ, აკონტროლებს საბაზრო მაფია: აიაფებს და აძვირებს თავისი სურვილისამებრ.

თქვენ, პატივცემულო მკითხველო, პომიდვრის მოყვანით რომ იყოთ დაკავებული, დაეთანხმებოდით იმ “მაგარ ბიჭებს”, თქვენი პროდუქციის გასაყიდი ფასი მიბმული რომ ყოფილიყო რომელიმე სხვა პროდუქტზე, რომელთანაც არაფერი გაკავშირებთ?

დარწმუნებული ვარ, არ დაეთანხმებოდით.

რისთვის, რა მიზნით გამოვიყენეთ ეს სასურსათო ალეგორიები? იმ მიზნით, რათა მარტივად წარმოგვედგინა ჩვენი მკითხველისთვის ის სინამდვილე, რომელიც ენერგორესურსების მსოფლიო ბაზარზეა ჩამოყალიბებული. ნავთობის საბადოების საკონტროლო პაკეტი აშშ-ის ხელშია. მას შეუძლია გააძვიროს ან მინიმუმამდე (როგორც სურს) გააიაფოს “შავი ოქრო”, მით უფრო, რომ, საკონტროლო პაკეტის გარდა, მსოფლიო ფინანსებიც მისი საკუთრებაა.

მაგრამ ბუნებრივი აირის მსოფლიო ბაზარზე ყველაფერი სხვაგვარადაა _ ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგის 56,4 პროცენტი რუსეთში, ირანსა და ყატარშია. ყველაზე დიდი საბადოები რუსეთისაა, შემდეგ მოდის ირანი. თუ ფიქრობთ, რომ აშშ-ს ძალა არ შესწევს, დაწიოს ბუნებრივი აირის ღირებულება, შემცდარხართ და ეგაა.

იმ რეალობაში, როცა შტატები ვერ აკონტროლებს ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგს, იგი დაჟინებით ცდილობს, შეაღწიოს ირანში.

სწორედ თავისი ამ მისწრაფების განსახორციელებლად ცდილობს, დაარტყას ირანს და არა იმიტომ, რომ დაიცვას კაცობრიობის უსაფრთხოება.

ეს ერთი.

მეორე. აშშმა შექმნა იმგვარისაბაზროსისტემა, რომელიც შესაძლებელს ხდის ბუნებრივი აირის ფასის გაკონტროლებას ისე, რომ ახლოს არ მიეკაროს საბადოებს.

ეს როგორ უნდა გავიგოთ?

ოდესმე გსმენიათ ბრიტანული თერმული ერთეულის შესახებ? თუ დარგის სპეციალისტი არ ხართ, სავარაუდოდ, პასუხი უარყოფითი იქნება.

არადა, ძალიან საინტერესო ერთეულია. სწორედ იგი იძლევა ბუნებრივი აირის ფასზე კონტროლის დაწესების საშუალებას ბუნებრივი აირის საბადოებზე “საკონტროლო პაკეტის” არქონის პირობებში…

ვიდრე ამას გავარკვევთ, მცირე ხნით დავუბრუნდეთ ბაზარს, მაგრამ არა მსოფლიო ბაზარს, არამედ საკონტროლოს. თქვენ იქ მიბრძანდით ორიოდე კილოგრამი კიტრისა და პომიდვრის საყიდლად. ჩვეულებრივ ეკითხებით გამყიდველს _ რას აფასებს კილოგრამს? პასუხი უჩვეულოა, მაგრამ საინტერესო.

_ რა ღირს კილოგრამი? _ იმეორებს გამყიდველი, _ არ ვიცი, რა ღირს. უნდა გადავიანგარიშო ფორმულა.

_ რომელი ფორმულა? _ ინტერესდებით თქვენ.

_ კიტრის ფასის შემფასებელი ფორმულა. ჩვენ ბაზარში, _ გიზუსტებთ გამყიდველი, _ საამისოდ ვიყენებთ “საკოლმეურნეო ვიტამინის გრადუსს”.

_ რას იყენებთ? _ გაოცებას ვერ მალავთ, რადგან ვერაფერს იგებთ, _ რომელ “საკოლმეურნეო გრადუსს”?! სიცხის საზომს კი არ ვყიდულობ, კიტრზე გევაჭრებით, რომელიც დახლზე გიწყვიათ!

_ მეც ზუსტად იმას გიპასუხებ, ჩემო კარგო, რაც გაინტერესებს: კილოგრამი კიტრის ფასის გასაგებად ფორმულა უნდა გადავიანგარიშო საკოლმეურნეო ვიტამინის გრადუსის საშუალებით. ეს გრადუსი გვიჩვენებს, თუ რამდენი დარჩება ერთი მილიგრამი ბოსტნეულიდან, თუ მას ერთ მილილიტრ წყალში მოვხარშავთ.

აქ თქვენ გევსებათ მოთმინების ფიალა:

_ გეყოფათ მასხარაობა, მიპასუხეთ, რა ღირს კილოგრამი კიტრი და თავგზას ნუ მიბნევთ თქვენი “ვიტამინის გრადუსებით”.

ახლა გამყიდველის აღშფოთების ჯერი დგება.

_ რატომ გწყინთ, პატივცემულო?! ჩვენთან ყველაფერი სინდის-ნამუსიანად კეთდება, მეცნიერულ საფუძველზე! ამის გარეშე კიტრს არავინ გაყიდის! ფასს ყველა საკოლმეურნეო ვიტამინის გრადუსის გამოანგარიშების საფუძველზე ადებს.

_ კეთილი და პატიოსანი, _ ბოლოს და ბოლოს, ეთანხმებით, _ გამოიანგარიშეთ თქვენი “გრადუსის” მიხედვით და მითხარით, რა ღირს კილოგრამი კიტრი, რადგან ვერაფერი გავიგე თქვენი ახსნა-განმარტებიდან. ნუღარ დააყოვნებთ!

გამყიდველი ამოიღებს კალკულატორს და იწყებს გამოთვლას.

_ ეს მარტივი საქმე არ არის, ჩემო ბატონო. პატიოსნად გეტყვით, როგორ ვანგარიშობთ. რას ვუმატებთ, რას ვამრავლებთ. ვანგარიშობთ შემდეგნაირად: ვიღებთ კრასნოდარ-მოსკოვის (ან თბილისი-ერევნის) მატარებლით სამგზავრო ბილეთის ფასს, ვამრავლებთ 0,79 კოეფიციენტზე, ამას ვუმატებთ უკრაინული გრივნის კურსს ირანის დინარის მიმართ, რომელიც იყო 9 თვის წინათ, და ამ ყველაფერს გავყოფთ პომიდვრის ფასზე, რომელიც იყო ნიუ იორკის ბაზარზე გუშინ საღამოს. ერთი მილიონი საკოლმეურნეო ვიტამინის გრადუსი ეღირება…

თქვენი მოთმინება ამოიწურა და აღარც კიტრის ფასი გაინტერესებთ, კიტრის ყიდვის სურვილიც გაგიქრათ.

მაგრამ მათ, ვინც ბუნებრივი აირით ვაჭრობს, უფლება არ აქვთ, კალკულატორსა და ფურცელზე თქვან უარი. სხვაგვარად ისინი თავიანთი საქონლის ფასს ვერ გამოიანგარიშებენ. საქმე ის არის, რომ ბუნებრივი აირის ფასი ნავთობის ფასთან არის გათანაბრებული. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთს, რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდეს მარაგს ფლობს, არ შეუძლია განსაზღვროს თავისი საქონლის ფასი.

საოცარია: ნავთობის ფასის დადგენა რუსეთს არ შეუძლია იმიტომ, რომ არის ნავთობის ბაზარი, არის ფიუჩერსები ნავთობზე, არის მომწოდებელთა და მომხმარებელთა უზარმაზარი მასა. მაშასადამე, არსებობს ფასის დადგენის ორიენტირები, რომლებზეც, გინდაარ გინდა, უნდა აიღო გეზი. რუსეთი ბუნებრივი აირის ფასსაც იმიტომაც ვერ განსაზღვრავს, რომ მსოფლიო ბაზარი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და, მაშასადამე, არ აქვს ფასების საკუთარი ორიენტირები. შედეგად, რუსეთის ბუნებრივი აირის ფასს ადგენს ნავთობისბაზარი”, რომელსაც ამერიკელები აკონტროლებენ.

აი, ახლა კი ვილაპარაკოთ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე.

რას ნიშნავს იგი?

რადგან ბუნებრივი აირის ფასი ნავთობის ფასზეა მიბმული, ისინი ერთმანეთს უნდა შევუფარდოთ. აქ წარმოიქმნება პრობლემა: ბუნებრივი აირი გაზია, ნავთობი _ სითხე. როგორ შევადაროთ ისინი ერთმანეთს? პირველი, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, ბუნებრივი აირისა და ნავთობის ფასები განზომილების ერთნაირ (შეფარდებულ) ერთეულებში უნდა გადავიყვანოთ. საამისოდ მსოფლიო პრაქტიკაში გამოყენებულია ბრიტანეთის თერმული ერთეული (ბთე). ბრიტანეთის თერმული ერთეული არის სითბოს ის რაოდენობა, რომელიც ერთი ფუნტი წყლის ფარენგეიტის ერთი გრადუსით გასათბობად არის საჭირო. ნავთობის ერთი ბარელი შეიცავს 5,825 ბთე-ს, ბუნებრივი აირის ერთი კუბური მეტრი შეიცავს 36,6785 ბთე-ს.

თქვენ უთუოდ იგრძენით უმაღლესი მათემატიკის ნიავის ქროლვა ამ ელემენტარული საკითხის გარკვევის მცდელობისას. ალბათ, ასეა. თქვენ გსურთ, გაიგოთ თქვენივე ბუნებრივი აირის ღირებულება. ამაზე ადვილი არაფერია. გაათბეთ ერთი ფუნტი წყალი ფარენგეიტის 1 გრადუსით! ეს არც ხუმრობაა და არც შეურაცხყოფა. სწორედ ამაზეა აგებული ბუნებრივი აირის დღევანდელი გაყიდვა. სწორედ ასე ანგარიშობენ და ადგენენ მის ფასს. არასოდეს არაფერი გსმენიათ ბრიტანეთის თერმული ერთეულის შესახებ? პოლიტიკოსები და ეკონომისტები უფრთხილდებიან თქვენს ფსიქიკას და პირდაპირ გეუბნებიან, რა ფასს ადებენ ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ამერიკულ დოლარებში. ზემოთ მოხმობილ ფორმულაზე საუბარი რომ დაეწყოთ, თქვენ, ალბათ, ჭკუიდან გადადგებოდით.

და მაინც _ როგორ ადგენენ ბუნებრივი აირის ფასს? კუბური მეტრის ღირებულება ავადმყოფის ტემპერატურასავით დახტის. თუ ამჩნევთ, რომ ამ ღირებულების ყოველდღიურად ან ყოველ საათში შეცვლა “თითიდან არის გამოწოვილი”, ე.ი. თქვენ ნორმალური ადამიანი ბრძანდებით.

საქმე ის არის, რომ არ არსებობს ერთიანი და საყოველთაოდ მიღებული მეთოდიკა ან ფორმულა, რომლითაც გამოითვლება ბუნებრივი აირის ფასი!

არადა, ასეთი ფორმულა უამრავია.

ბუნებრივი აირის ფასი ბრიტანული თერმული ერთეულებით დგინდება ანგლოამერიკულ ბაზრებზე (ამერიკულ დოლარებში მილიონ ბთე-ზე). უმეტესად გამოიყენებენ “ორ მარტივ ფორმულას” ბუნებრივი აირის ფასის განსასაზღვრავად, ორივე შემთხვევაში _ ბარელი ნავთობის ფასიდან გამომდინარე. რადგან ბარელი ნავთობი შეიცავს 5,825 ბთე-ს, ერთი კვადრატული მეტრი ბუნებრივი აირის მილიონი ბთე-ს ფასის ზედა ზღვრად მიჩნეულია ბარელი ნავთობის ღირებულების ერთი მეექვსედი. ჯერ კიდევ იგებთ, რასაც კითხულობთ? მაშინ დავუმატოთ, რომ მოცემული ფორმულა ამგვარად გაანგარიშებული, როგორც წესი, ამეტებს ბუნებრივი აირის ფასს. ქვედა ზღვრად იყენებენ ერთი ბარელი ნავთობის ფასის ერთ მეათედს. ამრიგად, ბუნებრივი აირის ფასი მერყეობს ერთი ბარელი ნავთობის ფასის ერთ მეათედსა და ერთ მეექვსედს შორის.

მიაქციეთ ყურადღება: ფასი, რომელიც გაანგარიშებულია “მკაცრ მეცნიერულ საფუძველზე”, შეიძლება მერყეობდეს და იცვლებოდეს თითქმის 50 პროცენტის ფარგლებში. სწორედ ასეთი სხვაობაა 1/10-სა და 1/6-ს შორის.

თუ ასე ყიდიან ბუნებრივ აირს, ამგვარადვე რატომ არ უნდა გაყიდონ კიტრი და პომიდორი?! კიდეც უნდა დაამკვიდრონ საკოლმეურნეო ვიტამინის გრადუსი.

თანდათან ხვდები, რომ ტვინი გეყინება. ამ დროს კი გაანგარიშების მხოლოდ ერთ ფორმულას გავეცანით. ბოლო პერიოდში იგი ფრიად პოპულარულია. მას (ამ ფორმულას) “საწვავის პარიტეტადაც” მოიხსენიებენ. მოცემული ფორმულის საფუძველია “საწვავის კონკურენცია” გაზსა და სათბობ მაზუთს შორის. ამ ფორმულის თანახმად, ბუნებრივი აირის ერთი მილიონი ბთე=-0,5+0,1611X ბარელი ნავთობის ფასი.

გაუგებრობაა სრული. რატომ არის ასე და არა სხვანაირად, ანუ გასაგებად? ვისმა ავადმყოფურმა ფანტაზიამ წარმოგვიდგინა ბუნებრივი აირის გაყიდვის ამგვარი სქემა? რატომ არ შეიძლება ამ ბუნებრივი პროდუქტის გაყიდვა ისე, როგორც ნებისმიერი საქონელი იყიდება მსოფლიოში: საქონლის ერთეულის ღირებულებით და არა აბსტრაქტულ ბრიტანულ თერმულ ერთეულთან შეფარდებით?

დაფიქრდით: საბაზრო ფასი ფორმულის მიხედვით _ ეს ისეთივე ნაბოდვარია, როგორც კაზინო მოგების გარანტიით. კაზინოებს იმიტომ ხსნიან, რომ მოთამაშეებმა წააგონ (ან მოიგონ) თავიანთი ფული. ხოლო თავისუფალი ბაზარი, როგორც გვასწავლეს, არსებობს იმისთვის, რათა განსაზღვროს საქონლის ფასი მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსიდან გამომდინარე, მაგრამ არავითარი მოთხოვნა და არავითარი მიწოდება ბუნებრივი აირის ბაზარზე რატომღაც არ მუშაობს. ამ “გამონაკლისს” კი განგვიმარტავენ იმით, რომ “…მსოფლიო პრაქტიკაში ბუნებრივი აირის მიწოდების უმრავლეს კონტრაქტში ფასის ზუსტი ფორმულა კომერციული საიდუმლოებაა”. ეს კი ნიშნავს, რომ თითოეული კონტრაქტისთვის სპეციალურად იწერება ფორმულა! ე.ი. ფასი სხვადასხვა კონტრაქტში სხვადასხვა იქნება. მაშასადამე, არავითარი საბაზრო მექანიზმი ბუნებრივი აირის გასაყიდად არ არსებობს. ყველა ცალკე შემთხვევაში მიმდინარეობს პოლიტიკური ვაჭრობა: პოლიტიკოსები განსაზღვრავენ გაზის ფასს და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწერენ კონტრაქტის დამდებნი შეთანხმებულ ციფრს ლამაზ ფორმულას. ეს იმას ჰგავს, მათემატიკაში თეორემები უკნიდან რომ იწერებოდეს: ჯერ _ შედეგი, შემდეგ _ გამოანგარიშება ამ შედეგის მისაღებად. ჯერ _ “ოთხი”, შემდეგ _ “ორჯერ ორი”. შეიცვალა ფასი, გახდა “სამი”, “ოთხს” რა ემართება? ვცვლით ფორმულას _ ახლა ჩავწერთ “სამჯერ ერთი”…

ეს აბდაუბდა, ისევე, როგორც თერმული ერთეული, ბრიტანელების მოგონილია და დანერგილია ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე.

სხვა ფორმულებს ნუღარ განვიხილავთ, გავუფრთხილდეთ საკუთარ ნერვულ სისტემას, თუმცა კიდევ ერთზე შეჩერება ღირს.

“ბუნებრივ აირზე უფრო ზუსტი ფასის მიღება შეიძლება რეგრესული ანალიზის დახმარებითა და სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით… რეგრესიული ანალიზის თანახმად, რუსეთის ბუნებრივი აირის ფასის ფორმულა შეიძლება გამოისახოს ასე: 1 მლნ ბთე გაზის ფასი = 1,5762 + 0,1009 X ბარელი ნავთობის ფასზე. ამ ფორმულის თანახმად, ბუნებრივი აირის ფასი დამოკიდებულია მხოლოდ ნავთობის ფასზე მიმდინარე მომენტში. მაგრამ ასეთი ფორმულის გამოყენებისას გაზის ფასი ნავთობის ფასის ცვალებადობაზე იქნება მიბმული _ შეიცვლება პირველი, შეიცვლება მეორეც.

აქედან გამომდინარე, არსებობს ბუნებრივი აირის ფასის დადგენის სხვა ფორმულაც, რომელიც მკითხველი საზოგადოებისთვის ისეთივე გაუგებარია, როგორც პირველი. მაგრამ, გული რომ არ დაგწყდეთ, ამ მეორესაც წარმოგიდგენთ: ბუნებრივი აირის 1 მლნ ბთე-ს ფასი =0,714+0,046 X ბარელი ნავთობის ფასზე +0,0975 X ბარელი ნავთობის ფასზე 9 თვის წინათ.

ეს ორი მაგალითი გვარწმუნებს, რომ გაზის ნებისმიერ ფასს შეიძლება მივუსადაგოთ შესაფერისი სიმპათიური და დამარწმუნებელი ფორმულა.

ბუნებრივი აირის ფასის დადგენას რომ გადავყევით, ვიცით კი, რას წარმოადგენს თავისთავად ეს აირი, სად და როგორ იყენებენ მას?

ბუნებრივი აირი მოიპოვება დედამიწის ქერქში, სადაც, გარკვეულ პირობებში, წარმოქმნის დიდ საბადოებს. ბუნებრივი აირის მთავარი შემადგენელია _ მეთანი, ეთანი, პროპანი და ბუტანი. გაზი თავისთავად ნაზავია ნახშირწყალბადების, ესაა “გაზისმაგვარი ნავთობი”! ამიტომაა, რომ ბუნებრივი აირის გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ როგორც იაფი საწვავის, არამედ როგორც ნედლეულის ქიმიური მრეწველობისთვის. ამ ჰიპოსტასში მისი გამოყენება მხოლოდ მეოცე საუკუნეში დაიწყო. ნახშირწყალბადები, რომლებიც ბუნებრივი აირის შემადგენლობაშია, წარმოგვიდგება, როგორც ნედლეული ფორმალდეჰიდის, მეთილის სპირტის, აცეჰალდეჰიდის, აცეტონის, ძმარმჟავასა და სხვა ორგანული შენაერთების მისაღებად. ბუნებრივი აირი ფართოდ გამოიყენება ამიაკის, სპირტებისა და სხვა ორგანული პროდუქტების მისაღებად, ასევე პლასტიკური მასების, სინთეთიკური კაუჩუკის, ხელოვნური ნართისა და ა.შ. და ა.შ. საწარმოებლად. დღეისთვის მრეწველობა ბუნებრივი აირის მოცულობის 44 პროცენტს გამოიყენებს, ენერგეტიკის დარგი _ 31 პროცენტს. დანარჩენი კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და ტრანსპორტის სექტორებს ხმარდება.

ბრიტანული თერმული ერთეული და ბარელი ნავთობის ღირებულების მიბმა გაზის ფასზე დასავლეთის ინტერესების სადარაჯოზე დგას და რუსეთს თავისი ბუნებრივი რესურსების სარფიანად ვაჭრობის გზას უკეტავს. მართალია, ბუნებრივი აირის ექსპორტი დღესაც არ არის წამგებიანი, მაგრამ ის თანხა, რომელიც ამ გზით შეიძლება მიიღოს რუსეთმა და რომელსაც ამჟამად იღებს, დიდად განსხვავებულია.

რის გაკეთება შეიძლება ამ შემთხვევაში?

ბუნებრივი აირის გაყიდვა ნავთობის გაყიდვას უნდა ჩამოვაცილოთ, ბუნებრივი აირის ფასი ნავთობის ფასისგან გამოვაცალკევოთ, რომელსაც (ნავთობის ღირებულებას) აიაფებს ფიუჩერსები და ვარდნა-გაიაფებაში ბუნებრივი აირსაც ითრევს.

მთავარ ღონისძიებად შეიძლება დავასახელოთ “ბუნებრივი აირის ოპეკის” შექმნა. ეს იდეა მკვდარი წერტილიდან დაიძრა 2006-2007 წლებში, როცა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინიმ შესთავაზა რუსეთს “ბუნებრივი აირის ოპეკის” შექმნა”.

მარტივია “საბეჭდი დაზგის” რეაქციის გათვლა, რომელსაც ხელიდან გამოაცლიან ნავთობის ალტერნატიული საწვავის კონტროლს. “აშშ და ევროკავშირი მიიჩნევენ, რომ “ბუნებრივი აირის ოპეკის” შექმნა საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ფასებით მანიპულირების შესაძლებლობას გააჩენს”.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ წინააღმდეგია, ბუნებრივი აირის მწარმოებელთა კარტელის შექმნის მსგავსად, ოპეკის მოდელის”. ეს ითქვა მას შემდეგ, რაც ბუნებრივი აირის უმსხვილესმა მომპოვებლებმა _ რუსეთმა, ირანმა და ყატარმა _ გაავრცელეს ინფორმაცია თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ. “კომისია პრინციპულად წინააღმდეგია პროდუქციით ვაჭრობისთვის კარტელების შექმნის, ნახშირწყალბადები გამონაკლისი არ არის. მიგვაჩნია, ისეთი პროდუქტების, როგორიც ბუნებრივი აირია, გაყიდვის საუკეთესო პირობებს ჰქმნის თავისუფალი და გამჭვირვალე ბაზარი”.

მაგრამ 2008 წელს ბუნებრივი აირის ოპეკი რეალობად იქცა. კრიზისმა, რომელიც ყველაფერს ხელს უშლის, ამ შემთხვევაში ყველას უბიძგა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმისკენ. ირანისა და რუსეთის მოშთობის საშიშროებამ ნავთობის გაიაფების გზით ავტომატურად წარმართა ისინი ბუნებრივი აირის უფრო ძვირად გაყიდვისკენ.

“21 ოქტომბერს ირანის ნავთობის მინისტრმა გოლიამჰოსეინ ნოზარიმ განაცხადა, რომ რუსეთმა, ირანმა და ყატარმა შეიმუშავეს “ბუნებრივი აირის ოპეკის” დაარსების პირობები. “შეხვედრის მსვლელობისას მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. არის მოთხოვნა “ბუნებრივი აირის ოპეკის” შექმნის და ამჟამად მიღწეულია შეთანხმება მის შესაქმნელად”, _ განაცხადა ბატონმა ნოზარიმ სამმხრივი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ ყატარის ნავთობის მინისტრი და რუსეთის “გაზპრომის” ხელმძღვანელი ალექსეი მილერი”.

აშშ ამას უყურადღებოდ ვერ დატოვებდა. დაპირისპირების ვადამ და ლოგიკამ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა ბარაკ ობამას დააკისრა, თუმცა არც ჯორჯ ბუშს დაუკლია მცდელობა.

ჯორჯ ბუში ამერიკის პრეზიდენტი 8 წლის განმავლობაში იყო. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში მიაღწია აშშ-ის სახელმწიფო ვალმა კოსმოსურ სიდიდეს. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლამ ისევე გამოაცალა ძალები შეერთებულ შტატებს, როგორადაც აშშ-ის წინააღმდეგ ბრძოლამ გამოაცარიელა საბჭოთა ქვეყნის ხაზინა. ჯერ კიდევ რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას, 1990 წელს, შტატების ვალმა 700 მილიარდი დოლარიდან 2 ტრილიონ დოლარს მიაღწია (იხ. ა. გრინსპენი, “ძვრების ეპოქა”, 2008 წ., გვ. 110). ეს თვალსაჩინოდ ადასტურებს, რომ ამერიკელებიც იმავე სიძნელეებს განიცდიდნენ, რომელსაც სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო. საბჭოთა ქვეყნის შემთხვევაში ეს გამოწვეული იყო სოციალისტური ეკონომიკის უძალობით, რაც იწვევდა პროდუქტებისა და საქონლის დეფიციტს, ამერიკელები კი სრული სიმძლავრით ამუშავებდნენ თავიანთ “საბეჭდ დაზგას”. ციფრები გვიჩვენებს, რომ კრიზისიდან გამოსვლაში ამერიკას ხელი შეუწყო ორმა რამემ: “საბეჭდმა დაზგამ” და საბჭოთა კავშირის დაშლამ. ამასთანავე, მეორემ გადაფარა პირველი. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ამერიკის ეკონომიკას მეორე სუნთქვა გაეხსნა. ეს ჭეშმარიტება აღიბეჭდა ყველა სტატისტიკურ მონაცემში, ანგარიშსა და მემუარებში. “1993 წლის ბოლოსთვის რეალური მშპ არა მხოლოდ 8,5 პროცენტით გაიზარდა 1991 წლის კრიზისულ წელიწადთან შედარებით, არამედ ზრდის წლიურმა ტემპმა 5,5 პროცენტს გადააჭარბა”.

რეიგანის შემცვლელი მამა-ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში, 1993 წელს, აშშ-ს მთელი მსოფლიოს ვალი _ 3 ტრილიონი დოლარის დააწვა კისერზე.

შვილმაბუშმა თავისი პრეზიდენტობა ამ ვალის 10,5 ტრილიონამდე გაზრდით აღნიშნა. ეს რიცხვისაბეჭდი დაზგისმფლობელებს მხოლოდ სიდიდით არ აფრთხობს. იგი საშიშია შედარების კუთხიდან განხილვით. 1997 წელს აშშის მშპ 10 ტრილიონ დოლარი იყო. ეს კი ნიშნავდა, რომ ამერიკას დანარჩენი მსოფლიოს ვალი ჰქონდა იმდენი, რა მოცულობის პროდუქტსაც აწარმოებდა ეს ქვეყანა.

ჯორჯ ბუში კარგა ხნის წინათ წავიდა. ბევრი ცოდვა აჰკიდეს მას, მაგრამ ერთი უმთავრესია _ 8 წლის განმავლობაში აშშ კი არ გაძლიერდა, არამედ დასუსტდა. და, რუსეთი რომ არ დაიშალა, ეს არა მხოლოდ რფ-ის ხელმძღვანელობის, არამედ ბუშის ადმინისტრაციის “დამსახურებაცაა”.

ჯორჯ ბუში წავიდა, მაგრამ დაგვიტოვა ისეთი მარგალიტები, რომლებიც დაღვრემილ ადამიანებს კარგ განწყობაზე დააყენებს.

თუ არ გჯერათ, წაიკითხეთ!

ლაპარაკობს ჯორჯ ბუში

*გულახდილად გეტყვით, რომ მასწავლებლები ერთადერთი პროფესიაა, რომლის წარმომადგენლები ჩვენს ბავშვებს ასწავლიან (18.09.1995).

* მიმაჩნია, რომ ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელსაც უფრო მეტი თავისუფლებისკენ და დემოკრატიისკენ მივყავართ, რომელსაც ვერ გადავუხვევთ. მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს (22.05.1998).

*დარწმუნებული ვარ, რომ თევზებსა და ადამიანებს შეუძლიათ მშვიდობიანი თანაარსებობა (29.09.2000).

* კარგი იყო, მეკითხა იმისთვის, ვინც შემეკითხა. მე არ მქონდა საშუალება მეკითხა მისთვის, ვინც შემეკითხა. მაგრამ რომელ შეკითხვაზე ვლაპარაკობთ? (ოსტინი, ტეხასი, 08.01.2001).

*მე განზრახული მაქვს, შევინარჩუნო აღმასრულებელი ხელისუფლება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი წინამორბედებისთვისაც (ვაშინგტონი, 29.01.2001).

*ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ორივე მხარესთან, რათა ტერორის დონე შევამციროთ იმ დონემდე, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები (ვაშინგტონი, 02.10.2001).

* ჩემი მოგზაურობა აზიაში იწყება იაპონიიდან ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. იგი აქედან იწყება, რადგან საუკუნე-ნახევარია, ამერიკამ და იაპონიამ შექმნეს უახლესი დროის ყველაზე უფრო მყარი და ყველაზე ხანგრძლივი კავშირი. ამ კავშირმა შვა მშვიდობის ერთა წყნარი ოკეანის რეგიონში (ტოკიო, 19.02.2002).

*თქვენც გყავთ ზანგები? (შეეკითხა ბრაზილიის პრეზიდენტს _ ფერნანდო კარდოზოს. სან პაულოს შტატი, 28.04.2002).

* თქვენ თავისუფალი ხართ! თავისუფლება მშვენიერია, მაგრამ იცით, საჭიროა დრო, რათა აღდგეს ქაოსი და წესრიგი _ წესრიგი ქაოსიდან. გამოცალკევებული, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ! (ვაშინგტონი, 14.04.2003).

*ჩემთვის დიდი პატივია, ხელი ჩამოვართვა ერაყის მამაც ადამიანს, რომელსაც ხელი მოჰკვეთა სადამ ჰუსეინმა (ვაშინგტონი, 25.04.2004).

*მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მეგობარს, სენატორ ბილ ფრისს იმისთვის, რომ დღეს ჩვენთანაა. მან იქორწინა ტეხასელ ქალიშვილზე, თქვენ რომ იცოდეთ. კარინიც აქ არის. იგი ტეხასელი გოგონაა, როგორც მე თვითონ (ნეშვილი, თენესის შტატი, 278.05.2004).

* ჩვენს მტრებს აქვთ ტექნოლოგიები და რესურსები, ჩვენც _ აგრეთვე. ისინი მუდამ იმაზე ფიქრობენ, რომ ავნონ რამე ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხალხს. ჩვენც _ ასევე (ვაშინგტონი, 05.08.2004).

* ამას გარდა, მე და პრეზიდენტმა დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, მტკიცედ ვებრძოლოთ ტერორს, დავნერგოთ ნარკოვაჭრობა და ღირსეულად მივაგოთ პატივი მათ, ვინც აფუჭებს ჩვენს ახალგაზრდობას (ჩილეს პრეზიდენტთან საუბრის შესახებ, სანტიაგო, 21.11.2004).

* მიმაჩნია, რომ საჭიროა, დაუყოვნებლივ მივცეთ უფლება ხბოებს გადმოლახონ ჩვენი საზღვარი (ოტავა, 30.11.2004).

*როცა ჩვენ ვკარგავთ ადამიანთა მსხვერპლს, ეს ყოველთვის არის სევდისა და მწუხარების მომენტი (ვაშინგტონი, 21.12.2004).

* იდეა იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმისთვის ემზადება, სიცილის მომგვრელია. ამას შემიძლია მხოლოდ ერთი რამ დავამატო: ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს (ბრიუსელი, 22.02.2005).

*ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა მუშებს, უწინარეს ყოვლისა, ახალგაზრდა მუშებს დავპირდით მთავრობის შემწეობას _ დაპირება დაპირებული იყო, მაგრამ შემწეობის გაცემა არ შეგვიძლია. ასეა ეს საქმე (ვაშინგტონი, 04.05.2005).

* მე დიდ დროს დავხარჯავ სოცუზრუნველყოფის პროგრამისთვის. ეს საქმე მომწონს. მომწონს ამ საქმის კეთება. ვფიქრობ, რომ ამ დროს ჩემში დედის გრძნობა ლაპარაკობს (ვაშინგტონი, 14.04.2005).

*იცით, ტერაქტებმა არა მარტო შეუწყო ხელი ვარდნის აჩქარებას, არამედ შეგვახსენა, რომ ომს ვაწარმოებთ (ვაშინგტონი, 08.06.2005).

* მინდოდა მეთქვა, რომ ამ ბიჭს პირში თითი არ უნდა ჩაუდო, მაგრამ ეს, ალბათ, თარგმანში შეიძლება კარგად არ აჟღერდეს. ხომ არ გეწყინებათ, თუ ვიტყვი, რომ მე თქვენ პირში თითს არ ჩაგიდებთ? (ასე მიმართა ლუქსემბურგის პრემიერმინისტრ ჟან-კლოდ იუნკერს, ვაშინგტონი, 08.06.2008).

*ასეთი სამუშაო მაქვს _ ჩემ ცხვირზე უფრო შორს ვიფიქრო (ვაშინგტონი, 03.08.2005).

ბარაკ ჰუსეინ ობამას მარგალიტების ასეთი კრიალოსანით არ გავუმხიარულებივართ. განწყობაზე არ იყო, რადგან ბუნებრივი აირისა და ნავთობის პრობლემა იყო მის დროს აშშ-ის პრეზიდენტის ნამდვილი თავის ტკივილი.

თანაც ბუნებრივი აირი უპირველესი იყო…

წიგნის ბოლო თავის თარგმანს “საქართველო და მსოფლიოს” მომდევნო ნომრიდან შემოგთავაზებთ.

გაგრძელება

შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here