Home რუბრიკები პოლიტიკა თამაზ მეჭიაური: თინა ხიდაშელი მთავრობაში “შაჰიდის ქამრის” როლს ასრულებს

თამაზ მეჭიაური: თინა ხიდაშელი მთავრობაში “შაჰიდის ქამრის” როლს ასრულებს

539

დეპუტატი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის განცხადებას ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ

 “თინა ხიდაშელი მთავრობაში “შაჰიდის ქამრის” როლს ასრულებს. ვინც მას ამდენ ხანს თანამდებობაზე აჩერებს, პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიღოს, იმიტომ, რომ ეს ქალი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. არ მესმის, რატომ დგას ის პარლამენტის ზემოთ, აუქმებს გაწვევებს და იღებს სხვადასხვა საზიანო გადაწყვეტილებას. მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკა გვეხმარება. მაინტერესებს, რაში გამოიხატება ამერიკის დახმარება(?!) _ ორი ტანკით და სასულე ორკესტრით? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ამით აპირებს? ამ ქალის გადაწყვეტილებებში დამატებით საფრთხეებს ვხედავ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით. რუსეთი რომ ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს, იმედია, ეჭვი არ ეპარება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ქალი არაადეკვატურია, მისი გადაწყვეტილებები _ პოპულისტური, რომლებიც  მკვდარი რესპუბლიკური პარტიის გაცოცხლებას ისახავს მიზნად“, _ განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here