Home რუბრიკები საზოგადოება გამოკითხული გერმანელების 29% ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა

გამოკითხული გერმანელების 29% ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა

531

თითქმის ყოველი მესამე გერმანელის სურვილია, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მოთხოვნით რეფერენდუმი გაიმართოს. კვლევითი ინსტიტუტის _ Emnidის მონაცემებზე დაყრდნობით ამის თაობაზე  გამოცემა Bild am Sonntag იუწყება.

ამასთანავე, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია ევროკავშირის რეფორმირება. მხოლოდ 21% ფიქრობს, რომ ევროკავშირი ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც დღესაა.

გერმანიის პრეზიდენტს თავს ნეონაცისტები დაესხნენ

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ იოაჰიმ გაუკს ქვეყნის  ჩრდილო-დასავლეთით, საქსონიაში ვიზიტისას ცივი იარაღით შეიარაღებული ნეონაცისტები დაესხნენ თავს.

გერმანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როდესაც  პრეზიდენტი  ქალაქ ზებნიცში ჩავიდა, მას აგრესიულად განწყობილი მემარჯვენე რადიკალების ჯგუფი დახვდა. დაახლოებით 200 ადამიანმა  პრეზიდენტს „ერის მოღალატე“ უწოდა და სიტყვიერად შეურაცხყო.  სამართადამცავებმა მასობრივი არეულობის თავიდან აცილება მხოლოდ ცრემლმდენი აირის გამოყენებით შეძლეს.

პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი მათგანი 30 წლის მამაკაცია, რომელსაც ჯიბეში დანა და სვასტიკა უპოვეს. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აღიძრა, მათ შორის იარაღისა და აკრძალული სიმბოლოების უკანონო შენახვა-ტარების მუხლით. მეორე დაკავებულს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here