Home რუბრიკები პოლიტიკა ნაიჯელ ფარაჯი: ვიმედოვნებ, ჩვენ არ ვიქნებით უკანასკნელნი, ვინც მომაკვდავ ევროკავშირს დატოვებს

ნაიჯელ ფარაჯი: ვიმედოვნებ, ჩვენ არ ვიქნებით უკანასკნელნი, ვინც მომაკვდავ ევროკავშირს დატოვებს

522

“ევროკავშირი წარუმატებლობას განიცდის, ევროკავშირი კვდება. ჩვენ პირველი აგური ამოვიღეთ კედლიდან და არც უკანასკნელნი ვიქნებით, ვინც დატოვებს დასაღუპავად განწირულ ევროკავშირს”

გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის ხელმძღვანელმა ნაიჯელ ფარაჯმა გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა პირველი ნაბიჯია სუვერენული ეროვნული სახელმწიფოებისგან შექმნილი ევროპისკენ. “ბრექსიტი”, ნაიჯელ ფარაჯის თქმით, რიგითი ადამიანების გამარჯვებაა დიდ პოლიტიკოსებსა და მსხვილ კორპორაციებზე.

“პოლიტიკაში 25 წლის წინათ ჩავერთე, როგორც ევროსკეპტიკოსი, და პირველივე არჩევნებზე, რომელშიც ვმონაწილეობდი, აწ უკვე გარდაცვლილი დიდი ლორდი სატჩი (ბრიტანელი როკ-მუსიკოსი, ექსცენტრიკოსი, დამფუძნებელი “ოფიციალური საშინელ-ბოდვითი ნახევრადშეშლილი პარტიისა _ რედ.) დავამარცხე 164 ხმით, ანუ ბოლო არ ვყოფილვარ. ამჟამად კი 17 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა მხარი “ბრიქსიტს”.

ეს არის უბრალო ადამიანების გამარჯვება, გამარჯვება პატიოსანი ადამიანებისა დიდ პოლიტიკასა და მსხვილ კომერციულ ბანკებსა და კომპანიებზე.

ვამაყობ იმ ადამიანების გამო, რომლებსაც ეყოთ ვაჟკაცობა და, მიუხედავად მუქარისა, მოიქცნენ სწორად, ისე, როგორც ჩვენ ვეუბნებოდით. აღფრთოვანებული ვარ, რომ ეს გავაკეთეთ! ამის შედეგებს მალე ვნახავთ ევროპაში. ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ევროსკეპტიკოსთა პარტიებს ხმამაღლა არასოდეს უსაუბრიათ ევროკავშირიდან გასვლაზე, ახლა კი ალაპარაკდნენ. ნიდერლანდებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმრავლესობას სურს ევროკავშირიდან გამოსვლა. ასე რომ, ახლოსაა “ნექსიტიც” დანიელთა უმრავლესობაც ანალოგიურად ფიქრობს. ასე რომ, ახლოვდება “დექსიტიც”, მაგრამ იგივე შეიძლება მოხდეს შვედეთში, ავსტრიასა და იტალიაშიც.

ევროკავშირი წარუმატებლობას განიცდის, ევროკავშირი კვდება. ჩვენ პირველი აგური ამოვიღეთ კედლიდან და არ ვიქნებით უკანასკნელნი, ვინც დატოვებს დასაღუპავად განწირულ ევროკავშირს”, _ განაცხადა ნაიჯელ ფარჯმა ტელეარხ CNBC -ის ეთერში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here