Home რუბრიკები საზოგადოება მალე ბაზარზე “ბიძოს მაცივრები” გამოჩნდება

მალე ბაზარზე “ბიძოს მაცივრები” გამოჩნდება

700

ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე სიახლეა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავისი ბრძნული აზრები უფრქვია ჟურნალისტებს და ტელევიზორებთან მიმსხდარ სრულიად საქართველოს, შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაწყვიტეს, ამხელა მილიარდერ კაცს სირცხვილი არ აჭამონ და მისი სიტყვები, რადაც უნდა დაუჯდეთ, გაამართლონ.

კერძოდ, საუბარია ბიძინა ივანიშვილის იმ სიტყვებზე, რომლებითაც მან საქართველოს მოსახლეობა სწორი ანალიზის უნარის არქონაში დაადანაშაულა.

ყველაფერი ძალიან კარგად არის ქვეყანაში. ჩვენ გვყავს ეფექტიანი მთავრობა და ჩვენი ეკონომიკა წინ მიდის. ხალხს, უბრალოდ, არ აქვს სწორი ანალიზის უნარი. ისინი უყურებენრუსთავი 2”-, რომელიც გადმოსცემს მხოლოდ ნეგატივს და ამიტომ მოსახლეობას ჰგონია, რომ ყველაფერი ცუდად არის. სინამდვილეში ყველაფერი კარგად არის. ნუ უყურებთ, ხალხო, “რუსთავი 2”- და გააკეთეთ სწორი ანალიზი!” _ მოუწოდა მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილმა.

მისი ასეთი განცხადების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ გამოაღო მაცივარი, ტელევიზორების პროგრამებიდან საერთოდ ამოაგდო “რუსთავი 2” და ცარიელი მაცივრები მიუშვირა სხვა არხზე გადართულ ტელევიზორებს.

ასეთი ოპერატიული ღონისძიების მიუხედავად, ჰოი, საოცრებავ, მაცივრები მაინც არ შეივსო და კვლავ ცარიელი დარჩა.

ის-ის იყო, ბიძინ-ბრძენი უკვე ხალხის თვალში უნდა გაბანძებულიყო, რომ სწორედ სულზე მოუსწრო ახალმა პროექტმა. როგორც ჩვენი ღრმად ჩახედული წყარო გვატყობინებს, ბიძინას სულელური გამონათქვამების გაპრავების სამსახურისდაკვეთით, უკვე დამზადებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც აითვისებს ტელევიზორიდან წამოსულ სპეციალურ პოზიტიურ სიგნალებს. თავის მხრივ, ეს პოზიტიური უხილავი სიგნალები გავრცელდება ტელეკომპანიაჯიდიეს”-ის ეთერიდან.

ამასთანავე, ყოველ ასეთ მაცივარს მოჰყვება თითო წარმოსახვითი ბიძინა, ანუ, როდესაც გაჭირვებული მოქალაქის სახლში დადგამენ ასეთ მაცივარს, იქიდან გადმოვა წარმოსახვითი ბიძინა და გამოუმუშავებს მოქალაქეს სწორი ანალიზის უნარს; შემდეგ გამოუღებს მაცივარს, წაართმევს ტელევიზორის პულტს, გადაურთავსჯიდიეს”-ზე და დაანახვებს, რა სავსეა მისი მაცივარი.

როგორც უკვე გითხარით, შემუშავებულია სპეციალური რადიოსიგნალები, რომლებიც უშუალოდ მაცივარზე მოქმედებს და ავსებს მას ხაჭო-მაწვნით, სოსის-ძეხვით, კვერცხ-ქათმით, ხორცით, ხილითა და სხვა პროდუქტებით. ასეთი უხილავი სიგნალების გავრცელებაზე ექსკლუზიური უფლება ტელეკომპანია “ჯი-დი-ეს”-ს მიენიჭა.

ხსენებული მაცივრების წარმოება მალე დაიწყება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მას ორმაგი დატვირთვა ექნება. კერძოდ, გარდა ძირითადი ფუნქციისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი მაცივრები სავსედ მოაჩვენოს, დააწყნაროს და კმაყოფილი სახეებით აკვრევინოს ბიძინასთვის ტაში, ასევე, ამ პროექტით იქნებ ტელეკომპანიაჯიდიეს”-საც ეშველოს რამე.

მოგეხსენებათ, ეს ტელევიზია, უკვე 5 წელიწადია, ფუნქციობს და საქართველოში ყველაზე მაღალი, თითქმის უკიდეგანო დაფინანსება აქვს. ჯიდიეს”-ში რამდენიმე ათეული მილიონია ჩაყრილი, მაგრამ მის რეიტინგს მაინც არაფერი ეშველა. ივანიშვილების ჯიბეს შესეულმა მუქთახორატელევიზიონშიკებმაეს ამბავი ყველაფერს დააბრალეს, საკუთარი უნიჭობის გარდა. აქაოდა, “რეიტინგების მთვლელიკომპანია იტყუებაო, ისიც კი შეცვალეს, მაგრამ შედეგი მაინც არ ჩანს.

ჰოდა, აი, ამ მაცივრების მოსახლეობისთვის უფასოდ დარიგების შემდეგ, სავარაუდოდ, მთელი საქართველო თავის ტელევიზორებს სწორედ “ჯი-დი-ეს”-ზე გადართავს…

თუმცა, ვეჭვობთ, ადამიანებს “ჯი-დი-ეს”-ის უნიჭო გადაცემების ყურებას ისევ თავისი ცარიელი მაცივრები ურჩევნიათო, _ აცხადებენ ექსპერტები.

მასე აბარავა

1 COMMENT

  1. გინდა ჯდს ჩართე, გინდა ბბს, გინდა ევრონიუსი, ცარიელ მაცივარს არაფერი ეშველება.
    ამაზეა ნათქვამი მაძღარი მშიერს ვერასოდეს გაუგებსო, ამიტომ ბრძნული ბიძოსეული
    აზრები სულ ფუჭია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here