მთავარი ბლოგი საგაზეთო წერილი, რომლის დაწერაც პუტინის ბრალია

საგაზეთო წერილი, რომლის დაწერაც პუტინის ბრალია

759
გააზიარეთ

რუსეთის პრეზიდენტის ბრალია, რომ თქვენ ახლა ამ წერილს კითხულობთ, პატივცემულო მკითხველო! აბა, დაუკვირდი, თუ მართალი არ ვარ _ რუსეთი ამხელა ქვეყანა რომ არ იყოს, მსოფლიოზე გავლენა რომ არ ჰქონდეს, 1990-ანი წლების კრიზისიდან არ გამოეყვანა ვლადიმერ პუტინს, მტრულად განწყობილი ზესახელმწიფოების შესაბამისი ძალებისთვის მიეცა ნება, ქვეყანა ნაწილნაწილ დაეშალათ, გაენადგურებინათ მისი ეკონომიკა, გაემათხოვრებინათ, გაეცამტვერებინათ და არარაობად ექციათ, ასეთ შემთხვევაში ხომ ამ ქვეყანასა და მის პრეზიდენტზე წერა უკვე უინტერესო იქნებოდა?!

ჰოდა, სწორედ პუტინის ბრალია, რომ ახლა ამ საგაზეთო წერილს ვწერ და თქვენ კითხულობთ.

საზოგადოდ, ძალიან უნამუსოა ეს პუტინი! საერთოდ არ გაუწია ანგარიშიბრძენამერიკელ პოლიტიკურ ანალიტიკოსებს, რომლებიც აგერ, ამ 30 წლის წინათწინასწარმეტყველებდნენ”, რუსეთის სახელმწიფო 20 წელიწადში დაინგრევა, დაიქცევა და ჩამოიშლებაო.

დღეს კი რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი აცხადებს:

ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადის, არის პუტინის საგარეო პროპაგანდის შედეგი. ეს რუსეთის პრეზიდენტის დიდი გამარჯვებაა, დაუფასეთ მას!”

ეს განცხადება “ბრძენმა” ანალიტიკოსმა და დიპლომატმა მაკფოლმა “ტვიტერში” გამოაქვეყნა და დარწმუნებული ვარ, მის წამკითხველთა უმეტესობას ცრემლიც მოადგა თვალზე.

ვოვა ბიძია! განა შეიძლება ასეთი უნამუსობა? განა არ შეიძლებოდა, ესდიდი პოლიტოლოგებიასე არ გაგებანძებინა და მათი სულელურიპროგნოზისასრულებისთვის შეგეწყო ხელი?

რა იქნებოდა, ჩამოგეშალა ეგ რუსეთი, დაგექუცმაცებინა და დედა გეტირებინა, ხომ გაიხარებდა ეს ამოდენა “ექსპერტა” ხალხი?!

მაგრამ, არა! თურმე იმდენიც კი უქნია ვოვას, რომ რუსულ პროპაგანდას, თანაც ისეთს, ეფექტიანსა და მიზანს რომ ზუსტად ხვდება, არათუ მხოლოდ საქართველოში ან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, არამედ თვით დიდ ბრიტანეთშიც ატარებს და თანაც უაღრესად შედეგიანად.

ძალიან შევყევი ირონიულ ტონს და სიმართლე უნდა ითქვას: მაინც ცოტა მეჩვენება ირონიის ეს “დიდი დოზაც” კი ამ დონის ტუტუცებისთვის… მაგრამ მაინც, მოდი, ცოტა დავსერიოზულდეთ.

სრული სერიოზულობით გეკითხები, მკითხველო: ხვდებით, საიდან მოდიოდა 10-წლიანი იდიოტიზმი და სულელური პროპაგანდაჟანგიანი რუსული ტანკების”, “რუსული ეკონომიკის ჩამოქცევის”, “განადგურებული რუსეთის”, “შეშინებული პუტინის”, “რუსეთის პრეზიდენტის ჩამორჩენილი აზროვნების”, “კრემლის ორ კვირაში სამხედრო გზით აღების შესაძლებლობისდა სხვა ამგვარი გაუგონარი სიდებილის შესახებ?

დიახ! ვისაც ეს “ჭკუიდან შერყეული მიშა სააკაშვილის” ბოდვები გეგონათ, დროა, დარწმუნდეთ, რომ სინამდვილეში ეს ამერიკის შეერთებული შტატების “ექსპერტ-პოლიტოლოგთა” და “ანალიტიკოს-პოლიტიკოსთა” ძალიან დაფასებული და აღიარებული ჯგუფების ტვინის ნაჟურია, რომელსაც ბრმად იმეორებდა ამერიკელი “გურუების” ასპროცენტიან გავლენაში მყოფი “ქართველი ნაცების” ხელისუფლება.

ამას მე ხელისუფლებაში მათი მოსვლისთანავე ვამბობდი და პასუხად ეგზალტირებული ხალხისგან ლამის ჩაქოლვა მივიღე, მაგრამ დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას: ვარდების რევოლუციაცსწორედ იმიტომ მოხდა, რომკორუფციაში ჩაფლულიმაშინდელი ხელისუფლება, ედუარდ შევარდნაძის თამადობით, არ მიჰყვა ასე ბრმად ამერიკელთა ამ სულელურ მოთხოვნებს და რუსეთის, რუსებისა და მათი ხელისუფლების ეს ყოვლად ტუტუცური ლანძღვაგინება არ დაიწყო.

ჭკუადამჯდარმა (ჭკუამხიარულობის გარდა, სხვა ყვველაფერი შეიძლება მას დავაბრალოთ) ედუარდ შევარდნაძემ ისიც შესანიშნავად იცოდა, რომ ანდაზა “შეძახილმა ხე გაახმო” რუსულ ტანკებზე არ იმოქმედებდა და, რაც უნდა ხშირად შეგვეძახებინა რუსული სამხედრო ტექნიკისთვის “ჟანგიანი ხარ, ჟანგიანი ხარო”, ტანკები მაინც არ დაჟანგდებოდა რეალურად და შეძახილები, შესაბამისად, დადებით შედეგს ვერ მოუტანდა ჩვენს სახელმწიფოს, ამიტომაც არ აჰყვნენ ამ შეძახილებში თავცარიელ ამერიკელებს.

აი, სწორედ ამიტომ ისურვეს ამერიკელმადიდმა ძიებმასაქართველოს (და შემდგომ თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის) სათავეში ყოფილიყვნენ სრულიად უვიცი, ტუტუცი, სულელი და პატივმოყვარე ადამიანები, რომლებიც ყველაფერს იკადრებდნენ, ნებისმიერ სისულელეს გაიმეორებდნენ საჯაროდ და ხალხის დარწმუნებასაც შეეცდებოდნენ ყველა აბსურდში, ოღონდ კი ძალაუფლება, ფული, კეთილდღეობა ჰქონოდათ.

აი, სწორედ ასეთი სრულიად რეგვენი “მოღვაწეები” სჭირდებოდათ ამერიკელებს მათ მიერ დამონებულ ტერიტორიებზე და დასვეს კიდეც.

რუსეთის მისამართით ამერიკული ტუტუცური აგრესიულ-ამპარტავნული რიტორიკის შედეგად მოხდა ის, რომ რუსეთმა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ტერიტორიები უკვე დე იურე დაიპყრო, შემოიმტკიცა და “ჟანგიანი ტანკები” აგერ, 40 კილომეტრში დაგვიყენა.

მიუხედავად ამისა, ბრწყინვალეამერიკელმა პოლიტიკოსებმა იხტიბარგაუტეხელი, გამარჯვებული სახეებით გვაყვირეს _ რუსეთს მსოფლიოს თვალში დემოკრატის ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ და დამპყრობლის რეალური სახე გამოვუჩინეთო.

ვერ გეტყვით, როდის და ვის ეგონა მონღოლთა ბატონობის შემდეგ ნახევარ დედამიწას მოდებული რუსული “დერჟავა” კეთილი ფერია, ან როდის ჰქონდა მას აფარებული სახეზე “მილინკი მალჩიკის” ნიღაბი.

გასულ საუკუნეებს თავი რომ დავანებოთ, როდესაც რუსეთი აგრესიულ საგარეო პოლიტიკას სრულიად ღიად აწარმოებდა, აგერ, 2008 წლის დასაწყისშიც კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადა: რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ნატოს გაფართოებას ჩრდილოეთ კავკასიამდე და ჩვენ ყველაფრის ფასად დავიცავთ ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს კავკასიაში”.

მეტიც, როდესაც მას ჟურნალიუსტმა ამ განცხადებაზე ევროსაბჭოსა და ნატოს შესაბამისი რეზოლუციები და მემორანდუმები გაახსენა, ლავროვმა მოურიდებლად უპასუხა: როდესაც საქმე კავკასიას ეხება, აქ ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს, რა განაცხადა ევროსაბჭომ ან კიდევ სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ(!)”.

სხვათა შორის, ლავროვს არც რუსეთის პრეზიდენტი ჩამორჩა და ღია ტექსტით თქვა: კავკასიის საკითხში, თუკი ვინმემ სცადა, რომ არაფრად ჩააგდოს რუსეთის სტრატეგიული სამხედრო, პოლიტიკური ინტერესები, მზად ვართ, ნებისმიერი სცენარისთვის, თვით ომისთვისაც კი! ჩვენ საამისოდ გარკვეული საშინაო ნამზადები (“დამაშნიე ზაგატოვკი”) გვაქვს” .

აბა, ახლა ვინმემ მითხარით: სად ხედავთ აქ ნიღაბს, მოსასხამს ან თავსაფარს?

ყველაფერი აშკარად და ღიად არის ნათქვამი! თანაც სწორედ მაშინ _ 2008 წლის ომამდე სულ რაღაც სამიოდე თვით ადრე, მაგრამ ამერიკელიდიადი ანალიტიკოსებისფანტაზიაკოკოითი ფანდარასტისიქით ვერ წავიდა!

რა თქმა უნდა, ძალიან არ მიხარია, მაგრამ მართლაც უდიდესი სირცხვილი და თავის მოჭრაა, როდესაც 5 წლის განმავლობაში ვიღაცას ყბას უქცევ, დასცინი, მისგან დებილს, ჩლუნგს, ჭკუასუსტს ხატავ, “ფანდარასტ, ფანდარასტ”- ეძახი და ბოლოს თავად გამოგაფანდარასტებენ იქიდან ისე, რომმეგობარი ამერიკისმიერ ნაჩუქარკვადროციკლებსგამოასწრებ.

სიტყვამ მოიტანა და აქვე კატეგორიულად ვეტყვი ზოგიერთ ტვინზომბირებულს:

თავი შეიკავეთ ისეთი ტუტუცური ბრალდებებისგან, როგორიცაარა იყო, გიხარია მტრის გაძლიერება და მტრის გამარჯვება? ქართველი არ ხარ? რამ გადაგაგვარა!” და სხვა მსგავსი ყოვლად რეგვნული ვითომპატრიოტულირეცეპტული ფრაზები.

მე მტრის გაძლიერება კი არ მიხარია, არამედ იმას ვწუხვარ, რომ მტრის არასწორი, უტვინო, ჩლუნგი და ყოვლად იდიოტური შეფასების, უფრო ზუსტად, ვერშეფასების გამო, ამხელა რისკის ქვეშ რომ აყენებთ და ასეთ საფრთხეს რომ უქმნით საკუთარ, ანუ ჩემს სამშობლოს(!).

და, თუ თქვენი შეფასებებიჩამოშლილი რუსეთისშესახებ და კიდევ სხვა ამერიკული ნაბოდვარის გამეორება იდიოტობა არ არის, მაშინ მიპასუხეთ: როგორ ხდება, რომ ესჩამოშლილიდაგანადგურებულირუსეთი აგერ, თურმე ლონდონზეც კი ახდენს გავლენას და ბრიტრანეთს ევროკავშირში დარჩენაარდარჩენას კარნახობს?

ფაქტია, მაკფოლი და სხვა მისთანა ერთუჯრედიანი ვითომანალიტიკოსი ამერიკელები, რომლებმაც, ფაქტობრივად, უკვე დაღუპეს საქართველო თავიანთი “ბრძნული” რჩევებით, იმ დონის ტუტუცები არიან, რომ ვერც იმას ხვდებიან, რომ ასეთი უგუნური განცხადებებით, თითქოს პუტინი განაპირობებდეს ბრიტანელების არჩევანს, კიდევ უფრო დიდ რეკლამას უკეთებენ რუსეთის პრეზიდენტს და მისგან მსოფლიო მნიშვნელობის დიდ პოლიოტიკოსს თვითონ ხატავენ.

ასე რომ, პუტინს საერთოდ აღარ სჭირდება არავითარი მილიონიანი პროპაგანდის ჩატარება. მისი ყველაზე ეფექტიანი პროპაგანდა მის მიერ ნაკეთები რეალური საქმეები და გამოტვინებული ამერიკელი პოლიტიკოსების დამარცხების გამო გამწარებით ნათქვამი განცხადებებია.

მაგრამ მაკფოლსა და სხვა ყველას იმდენიც უქნიათ, სულაც პუტინის პირადი “პიარშიკები” გამხდარან. ჩვენ ჩვენი ვიდარდოთ და დავსვათ კითხვები: როდემდე ასეთი ბრმა ნდობა ამერიკელი რეგვენი “პოლიტოლოგების” რჩევებზე? როდემდე ასეთი სრულიად წამგებიანი და ქვეყნის დამაქუცმაცებელგამანადგურებელი საგარეო პოლიტიკა? როდემდე ასეთი გამოთაყვანება?

არ ვიცი, რატომ, მაგრამ უნებურად ილიას სიტყვები მახსენდება და მისი პერიფრაზი მომდის თავში:

ეხ! როდემდე, როდემდე? ჩემო მშობლიურო მიწაწყალო, მომეც ამაზე პასუხი!

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. რეფერენდუმმა ინგლისში, ერთპოლუსიანი მსოფლიო შეცვალა, დაწყო ამერიკელების
    ჩაჩოჩება.

  2. არც მე ვთვლი თავს ,,პრორუსად\\\’\\\’, /ეს ტერმინი როდის შემოვიდა მოდაში?/ მაგრამ მტრის შეუფასებლობა ყველაზე დიდი სიბრიყვე მგონია. ნუთუ ყველაზე დიდ ტვინგადაბრუნებულსაც არაფერს ეუბნება ნატოს წევრი ,დიდი, მდიდარი და ძლიერი თურქეთის ბოდიში და თავზე ნაცრისწაყრა რუსეთისადმი? ერდიღანს იქნებ ეს პუტინის დიდი სიყვარულით, უთავმოყვარეობით ან ნაკლებპატრიოტობით მოუვიდა? რატომ არ წიკვინებენ თურქების მხარეზე საბრძოლველად გამზადებული ურაპატრიოტები? ხომ არ გაიფიქრეს ტვინის იმ ერთადერთ უჯრედში მაინც, რომ ერდოღანმა თავმოყვარეობას მიაფურთხა და ისე მოიქცა, როგორც ამერიკა კიარა, მისი ქვეყნის ინტერესი მოითხოვდა? თუმცა, ამერიკა მ თურქს რუსის გაღიზიანება აუკრძალა, რადგან თვითონაც მოუწევდა ნატოს წევრი ქვეყნის მხარეზე ბრძოლა

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზურა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here