Home რუბრიკები პოლიტიკა ერთხელ ოდესაში, ანუ “ლიკვიდაცია 2”

ერთხელ ოდესაში, ანუ “ლიკვიდაცია 2”

712

მიხეილ სააკაშვილის ხელში ოდესა კრიმინალურ ჯოჯოხეთად გადაიქცა. უკრაინის გენერალური პროკურორის _ იური ლუცენკოს თქმით, დანაშაულის რაოდენობის ასეთი მატება უკრაინის არც ერთ ოლქში არ აღინიშნება. საინტერესოა, რას უკავშირდება კრიმინალის ეს ამოფრქვევა, რომელმაც შეიძლება პოპულარული ტელესერიალილიკვიდაციაგაგვახსენოს და რას გეგმავს ქართველი სამართალდამცავების მიერ ძებნილად გამოცხადებული სააკაშვილი.

ოდესის ოლქის პროკურატურის მონაცემებით, 2016 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში რეგისტრირებულია 16 603 დანაშაული (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში _ 11 303). განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევები 353-დან 717-მდე გაიზარდა, მძიმე დანაშაულის კი _ 4379-დან 6295-მდე. ამ პერიოდში ოდესის ოლქში მოხდა 254 განზრახ მკვლელობა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში _ მხოლოდ 144. აღირიცხა 262 ყაჩაღური თავდასხმა, ძარცვის _ 1171 და ქურდობის _ 8082 ფაქტი (წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებია 85, 596 და 5385 შესაბამისად). პარალელურად შემცირდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი _ 3314-დან 1535-მდე.

სააკაშვილის გარემოცვის წარმომადგენლები უკრაინაში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ პროკურატურის ხელმძღვანელობა მათ მიზანმიმართულად ებრძვის, მაგრამ ამ შემთხვევაში სტატისტიკური მონაცემების უარყოფა ვერ გაბედეს. უკრაინის ეროვნული პოლიციის შეფი ხატია დეკანოიძე იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ პროკურატურის ინფორმაცია რეალობას შეესაბამება. მან უკრაინულ “მეხუთე არხთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ დანაშაულის ზრდას სამი ძირითადი მიზეზი განაპირობებს, ესენია: მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; იარაღის უკანონო ბრუნვა (ომიდან გამომდინარე) და ის, რომ მოქალაქეები უფრო ხშირად მიმართავენ პოლიციას და ამის გამო რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა იზრდება. ამ არგუმენტს ადრე საქართველოშიც იყენებდენ, მაგრამ იმედია, დეკანოიძე იმის მტკიცებას არ დაიწყებს, რომ ოდესის ოლქში მკვლელობების მატება 144-დან 254-მდე განპირობებულია იმით, რომ ადრე მკვლელობის ათეულობით ფაქტი არ რეგისტრირდებოდა; ეს ფრიად აბსურდული იქნება.

როდესაც დეკანოიძეს ჰკითხეს, როგორ შეაფასებს ის გიორგი ლორთქიფანიძის მუშაობას (ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი, საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე), მან უპასუხა: “მთავარია, რომ ლორთქიფანიძე პატიოსანი ადამიანია”. ალბათ, იგულისხმებოდა, რომ ტელემაყურებელი ხატია დეკანოიძეს სიტყვაზე უნდა ენდოს, მაგრამ რიგით ოდესელებს, სავარაუდოდ, ის კი არ აინტერესებს, როგორი ადამიანია პოლიციის უფროსი ან გუბერნატორი, არამედ ის, რატომ არის მათ ქალაქში უმძიმესი კრიმინალური მდგომარეობა, რომელიც იქ უფრო სწრაფად უარესდება, ვიდრე სხვაგან. ისე, საინტერესო კია, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს პატიოსან ადამიანად ის, ვინც დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს, მაგრამ თანამდებობას მაინც არ ტოვებს.

ეს შესავალი, ალბათ, აუცილებელი იყო იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ, რა მოხდა უკრაინიდან დავით გერლიანის ე.წ. დეპორტაციის გამო და რატომ მოუწია შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ამ თემაზე ბრიფინგის გამართვა. სააკაშვილი და ლორთქიფანიძე, სავარაუდოდ, ეძებდნენ გამოსავალს და ცდილობდნენ, როგორმე სხვა რამეზე გადაეტანათ უკრაინელი საზოგადოების ყურადღება იმ კოშმარული სტატისტიკისგან, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა. პარალელურად, როგორც შემდგომი მოვლენებიდან ჩანს, ისინი შეეცადნენ, ივანიშვილის ხელისუფლებისთვის დაერტყათ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” დავით გერლიანის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა, “დავით გერლიანი 2006 წელს’ქურდული სამყაროს’’ წევრობის ბრალდებით დააკავეს, 2013 წელს გათავისუფლდა პატიმრობიდან, რის შემდეგაც საქართველო დატოვა და საცხოვრებლად უკრაინაში გაემგზავრა. მას აქვს უკრაინის მოქალაქეობა. როგორც გერლიანი აცხადებს, უკრაინაში ერთ-ერთ რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც პოლიცია შევარდა და ყველა დააკავა. ამ დაკავების ოპერაციას ქართველი მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით, გერლიანის გარდა, ყველანი გაათავისუფლეს, ის დააკავეს და უთხრეს, რომ ყალბი პასპორტი ჰქონდა. ჩასვეს თვითმფრინავში და გამოუშვეს საქართველოში. როდესაც თბილისის აეროპორტში ჩამოვიდა, იქ “რუსთავი 2”- ის გადამღები ჯგუფი დახვდა”.

ადვოკატის განმარტებით, მისი დასაცავი დეპორტირებულიც არ არის, რადგან დეპორტაციისთვის საჭირო პროცედურები არ ჩატარებულა. ადვოკატის თქმით, გერლიანი აცხადებს, რომ სცენარი დადგა მიხეილ სააკაშვილმა დანაციონალურმა მოძრაობამ”  “რუსთავი 2”-ის დახმარებით, თითქოს საქართველოში კანონიერი ქურდები ბრუნდენიან (“ინტერპრესნიუსი”).

უკრაინის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დეპორტაციას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მას შემდეგ, რაც ლორთქიფანიძემ “ფეისბუქში” გერლიანის “დეპორტაცია” ახსენა, უკრაინულმა მედიამ მას კანონმდებლობის უცოდინარობის გამო დასცინა. “ეტყობა პირადი სისხლის სამართლოს კოდექსი აჩუქეს”, _ წერდა ინტერნეტგამოცემა “ხრაბრო”. ციტატა “ხრაბროს” სხვა პუბლიკაციიდან იმაზე, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც ცხადი შეიქნა, რომ ტერმინი “დეპორტაცია” უადგილოა, ლორთქიფანიძისპიარშიკებმამყისვე შეცვალეს პოზიცია და იმის მტკიცება დაიწყეს, რომ კანონიერი ქურდი უკრაინიდანგააძევესან ქცევის წესების, ან ქვეყანაში შესვლის წესების დარღვევის გამო. ესეც სიცრუეა. გაძევება მხოლოდ უკრაინის უშიშროების სამსახურს შეუძლია და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მაშინ მათ თქვეს, რომ პოლიციამ ქურდი სასაზღვრო ზონაში მიიყვანა, საიდანაც ის კანონიერად გააძევეს მესაზღვრეებმა, მაგრამ პოლიცია არ შეიძლება იმყოფებოდეს სასაზღვრო კონტროლის ზონაში, ხოლო გაძევების პროცედურა მხოლოდ უკრაინაში შემოსვლის ეტაპზე გამოიყენებადა ..

შემდეგ იყო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის კომენტარი: “გაჩნდა კითხვა: რატომ ვერ მოხერხდა “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობა _ შეთანხმების საფუძველზე, ქართული მხარისთვის წინასწარ ინფორმაციის მიწოდება აღნიშნული პიროვნებისა და მისი უკრაინიდან, კერძოდ, ქალაქ ოდესიდან შესაძლო დეპორტაციის შესახებ; მით უფრო, თუკი უკრაინულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირი, შესაძლოა, ყოფილიყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა? გამოძიების ფარგლებში, ჩვენ უკვე ოფიციალური წერილით მივმართეთ უკრაინელ კოლეგებს და ვთხოვეთ განმარტება. კერძოდ, იყო თუ არა აღნიშნული პირის უკრაინული პასპორტი ავთენტური და, თუ არა, რატომ არ მოხდა მისთვის აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა?”

ძნელი სათქმელია, რა შეფასება უნდა მიეცეს მომხდარს, გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა და ლორთქიფანიძემ მძიმე მდგომარეობიდან თავის დაძვრენის მიზნით (სავარაუდოდ, უკრაინული კანონების დარღვევით) დაგეგმეს და განახორციელეს სახელმწიფოთაშორისი მასშტაბის დივერსია. ნორმალურ სამართლებრივ სახელმწიფოში ამისთვის, დიდი ალბათობით, არა მხოლოდ თანამდებობას დაატოვებინებდნენ, არამედ ციხესაც ახეხინებდნენ, თუმცა თანამედროვე უკრაინას ამ მხრივ, სავარაუდოდ, სერიოზული პრობლემები აქვს.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები, გვაქვს კი იმის გარანტია, რომ მალე ოდესიდან საქართველოშიბოევიკებისგადმოსროლა არ დაიწყება? 29 ივნისიდან ოდესიდან ბათუმში დამატებითი რეისი იფრენს. რაც უფრო ბევრია მგზავრი, მით მეტია შანსი, რომ ბოევიკები უპრობლემოდ შეაღწევენ ქალაქში, რომელიც, ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს იმ დასახლებული პუნქტების სიაში, რომლებშიც სააკაშვილი არეულობის მოწყობას შეეცდება. ვინ შეიძლება იყვნენ ეს “ბოევიკები”, სააკაშვილის ახლოს მყოფი დაბალი რანგის ქართველი ძალოვანების გარდა?

ყურადღება, უპირველესად, ალბათ, ე.წ. მოხალისეთა ბატალიონების წევრებს უნდა მივაქციოთ, რომლებიც 17 ივნისს კიდევ ერთ ხმაურიან პროვოკაციაში, სავარაუდოდ, სწორედ სააკაშვილმა გამოიყენაა. იმ დღეს ოდესის საოლქო საბჭოს უნდა მოესმინა გუბერნატორის ანგარიში ოლქის განვითარების პროგრამის შესრულების თაობაზე და სამომავლო ღონისძიებების გეგმა დაემტკიცებინა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ დეპუტატები სააკაშვილის ანგარიშს არ დაამტკიცებდნენ, რადგან მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გუბერნატორს, პიარის გარდა, არაფერი აინტერესებს და მისი მმართველობის პერიოდში სიტუაცია გაუარესდა. ამის შემდეგ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, დეპუტატების დაშინება გადაწყვიტა. სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ ადამიანები, რომლებიც თავს მოხალისეთა ბატალიონების წარმომადგენლებს უწოდებდნენ და მოითხოვდნენ, მათთვის ომის ვეტერანების სტატუსი მიენიჭებინათ. სამართალდამცავებმა მათ ხელი ვერ (ან არ) შეუშალეს. სააკაშვილმა კი ტრიბუნიდან მათ მოთხოვნებს მხარი დაუჭირა. აგრესიული ფორმიანებით გარშემორტყმული დეპუტატები იძულებულნი შეიქნენ, მათთვის სასურველი გადაწყვეტილება მიეღოთ. უკრაინელი კომენტატორების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პროვოკაცია სააკაშვილმა დაგეგმა და, ალბათ, ამის გამო მოგვიანებით მანვე გადაწყვიტა, საჯაროდ მოეწოდებინა ლორთქიფანიძისთვის, მომხდარი გამოეძიებინა. რაც მთავარია, მას შემდეგ, რაც დეპუტატები გონს მოეგნენ, მათ სააკაშვილის ანგარიში (და არც გეგმა) მაინც არ დაამტკიცეს.

დღეს უკრაინა, მათ შორის, ოდესა, სავსეა დეკლასირებული ელემენტებით, რომლებმაც, სროლისა და არეულობის მოწყობის გარდა, არაფერი იციან და “ერთი მუჭა დოლარებისთვის”, ალბათ, მზად იქნებიან, არათუ საქართველოში, არამედ სომალიშიც გაემგზავრონ. რა მორალური ბარიერი შეუშლის ხელს სააკაშვილსა და მის ჯგუფს, ეს რესურსი არ გამოიყენოს? ან კიდევ გამოიყვანონ მომხრეები რუსთაველზე, შემდეგ კი (ძველი ტექნოლოგიაა) ე.წ. ,უცნობ სნაიპერებს დაახვრეტინონ ან სხვა დანაშაულებრივ ხერხს მიმართონ.

ბოლო პერიოდში გაჩნდა იმის ნიშნები, რომ ფონდიოდესის საკეთილდღეოდსაქმიანობის გამოძიება შეიძლება სააკაშვილისთვის ფრიად არასასურველი შედეგით დასრულდეს და ის კორუფციაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა დაატკატებისსისტემის დანერგვაში დაადანაშაულონ. არც ის არის გამორიცხული, რომ ამის გამო უკრაინიდან გაქცევა ისეთივე სისწრაფით მოუხდეს, როგორც 2013-ში _ საქართველოდან. შესაძლოა, მძიმე ეჭვებიდან და მოლოდინებიდან გამომდინარე, მის წარმოსახვაში გაჩნდა საქართველოში გადატრიალების მოწყობისა და თბილისში დაბრუნების გეგმა. მართალია, რეალობასთან ამ გეგმას, სავარაუდოდ, ისეთივე კავშირი აქვს, როგორ ადოლფ ჰიტლერის 1945 წლის ილუზიებს, მაგრამ ყველაზე მანიაკურმა იდეამაც კი შეიძლება ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. აქედან გამომდინარე, თითოეულ ჩვენგანს ახლო მომავალში, ალბათ, მაქსიმალური სიფხიზლის გამოვლენა დასჭირდება, სანამ ხსენებული საფრთხე ლიკვიდირებული არ იქნება.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here