Home რუბრიკები პოლიტიკა “ბრექსიტი”, ერდოღანის ბოდიში და დრო საქართველოს გონზე მოსვლისა

“ბრექსიტი”, ერდოღანის ბოდიში და დრო საქართველოს გონზე მოსვლისა

630

შედეგებმა დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს გამართული რეფერენდუმისა ამ ქვეყნის ევროკავშირში ყოფნაარყოფნის შესახებ დაადასტურა, რომ მსოფლიოში დიდი ცვლილებების ერა დაიწყო. ბრიტანელთა 52%-მა უარი თქვა ქვეყნის ევროკავშირში დარჩენაზე და ამით დასაბამი დაუდო ევროკავშირის დაშლის პროცესს.

გაერთიანებული სამეფოს ქვეშევრდომებმა მხარი დაუჭირეს თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტს, ეროვნულ ფასეულობებს, ტრადიციებს და უარი განუცხადეს გლობალიზაციას, უსაზღვრებო და დაუცველ ქვეყანას სხვა სახელმწიფოების პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენისგან, აგრეთვე, პროპაგანდისტული ზემოქმედებისგან ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ლგბტ-პირებისთვის შვილის აყვანის უფლება, იუვენალური იუსტიცია და ა.შ.

ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ ევროსკეპტიკოსების ბანაკი მნიშვნელოვნად გაფართოვდა _ ანალოგიური რეფერენდუმის ჩატარებასა და ევროგაერთიანების დატოვებაზე სხვა ქვეყნებშიც ალაპარაკდნენ. საფრანგეთში “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა მარინ ლე პენმა ფრანგებს ევროკავშირის დატოვებისკენ მოუწოდა, ანალოგიური განცხადებით გამოვიდნენ ნიდერლანდების თავისუფლების პარტიის ლიდერი გერტ ვილდერსი და დანიის ხალხის პარტიის თავმჯდომარე კრისტიან ტულესენ დალი. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუმობირ ზაორალეკმა და სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრე დანკომ კი მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირის ხელმძღვანელები და მათ თანამდებობებთან შეუფერებელი უწოდეს.

ამას მოჰყვა სკანდალი, რომელიც აგორდა გერმანიისა და საფრანგეთის ულტიმატუმის გამო ე.წ. ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებისადმი (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი): პოლონურ ტელეარხ TVP.info ხელში ჩაუვარდა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი საბაჟო გაერთიანებიდან ერთიან ევროპულ სახელმწიფოდ უნდა გარდაიქმნას. შედეგად, ამ ახალი ევროკავშირის წევრები დაკარგავენ უფლებას, ჰყავდეთ საკუთარი არმია და სპეცსამსახურები, ჰქონდეთ ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობა, საგადასახადო სისტემა, ცენტრალური ბანკი და ეროვნული ვალუტა. მოკლედ, დაკარგავენ ყველაფერს, რითაც შეიძლება სუვერენული სახელმწიფოს ინტერესების დაცვა, ამასთანავე, ვეღარ გააკონტროლებენ თავიანთ საზღვრებს და არც თავიანთ ტერიტორიაზე ლტოლვილების მიღებისა თუ მათი ნაკადის შესაზღუდავი ბერკეტები ექნებათ. დოკუმენტში, აგრეთვე, ლაპარაკია ევროპის კონტინენტზე ნატოს როლის შეზღუდვაზე.

დაინახა რა, ევროკავშირის დაშლისა და ამით არა მხოლოდ შუა აღმოსავლეთისა და ამიერკავკასიის რეგიონებზე, არამედ მსოფლიოზე რუსეთის გავლენის გაძლიერების ნიშნები, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა და ბოდიში მოუხადა სირიაში ჩამოგდებული “სუ-24”-ის პილოტის ოლეგ პეშკოვის დაღუპვის გამო.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იზიარებს პილოტ ოლეგ პეშკოვის ოჯახის ტკივილს, მას თურქეთის ტკივილად აღიქვამს და მზად არის, ნებისმიერი ინიციატივის განსახორციელებლად, რომელიც დაღუპული პილოტის ოჯახს ტკივილს შეუმსუბუქებს”. მან, აგრეთვე, განაცხადა, რომ თურქეთს არ სურდა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება (ჩანს, ანკესზე წამოაგეს და პროვოკაცია მოაწყობინეს სხვა ძალებმა. რომელმა ძალებმა, ადვილი მისახვედრია _ რედ.) და რუსეთის პრეზიდენტს თურქეთისა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა შეახსენა.

როგორც ჩანს, ერდოღანმა თურქი სულთნებისთვის დამახასიათებელ ეშმაკობას მიმართა _ ყველაფერი აწონდაწონა და ფირფიტა გადააბრუნა: თუ მანამდე იმუქრებოდა, საჭიროების შემთხვევაში რუსულ თვითმფრინავებს კიდევ ჩამოვაგდებო, და კატეგორიულ უარს ამბობდა არათუ ბოდიშის მოხდაზე, არამედ რუსი პილოტის დაღუპვის გამო მისამძიმრებაზე, ახლა, როცა მის ქვეყანას დასჭირდა, ფეხზე დაიკიდა აშშის ინტერესები და ფეხქვეშ გაეგო რუსეთის პრეზიდენტს.

ამ ფონზე განსაცვიფრებელია, უფრო ზუსტად, მოღალატეობრივი და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული ქართველი ე.წ. მედასავლეთეებისა და პროამერიკელების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს შესვლას წინ ვერაფერი დაუდგება.

ნეტარ არიან მორწმუნენი!

მაგრამ საქართველოს მოსახლეობა გონს უნდა მოეგოს და ერთხელ და სამუდამოდ გააცნობიეროს, რომ, არათუ იმ ნატოსა და ევროკავშირში, რომლებსაც თავისი გასჭირვებიათ, არამედ დალხენილ ევროკავშირსა და ნატოშიც არავინ მიგვიღებდა და არც მომავალში მიგვიღებს, რადგან რუსეთის გაძლიერებით ისედაც ატკივებულ თავს კიდევ უფრო მეტად არავინ აიტკივებს. დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს, საქართველო მხოლოდ რუსეთის გასაღიზიანებლად და ამ უზარმაზარ ქვეყანასთან პროვოკაციების მოსაწყობად სჭირდება _ ჩვენი ხელით სურთ ნარის გლეჯა.

გიორგი გაჩეჩილაძე

P.S. ისე, საინტერესოა, ახლა რას იტყვიან ის პროამერიკელები, რომლებიც, ოღონდაც თავიანთი პატრონების ინტერესი დაეცვათ, ქართველებს ლამის თურქების მხარდამხარ რუსეთთან წინააღმდეგ ომისკენ რომ მოუწოდებდნენ, იმ თურქების, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სტამბოლის ბაზარზე ქართველების მონებად გაყიდვითა და ქართველთათვის ტერიტორიების წაგლეჯით იყვნენ და არიან დაკავებულნი.

ახლა ვის მხარეს უნდა დადგნენ ქართველები, როცა თურქეთი დაჩოქილი სთხოვს პატიებას რუსეთს და ვის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ _ რუსეთის, რომლის გაძლიერებამაც ევროკავშირის დაშლა და ერთპოლუსიანი მსოფლიოს აღსასრული გამოიწვია, თუ ჰომოსექსუალიზმის ჭირის გამავრცელებელი ამერიკის, რომელმაც, სადაც კი ფეხი დადგა, ყველგან სისხლის გუბეები დააყენა?!

1 COMMENT

  1. სანამ ყველა მოღალატე და ფულზე გაყიდული ქართველის გაუვნებელყოფა არ მოხ-
    დება, მანამ არაფერი არ გვეშველება.

  2. ყოველი სიტყვის აზრი და არსი სრული ჭეშმარიტებაა, ვერაფერს დავამატებ.

  3. არც რუსეთი და არც თურქეთი,ვიყოთდამოუკიდებელი ყველასაგან,ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნისათვის ყველაფერს მივაღწევთ!!!!!!!!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here