Home რუბრიკები პოლიტიკა ევროკავშირი იშლება, თურქეთმა ბოდიში მოუხადა რუსეთს, რა გზას დაადგება საქართველოს ხელისუფლება?

ევროკავშირი იშლება, თურქეთმა ბოდიში მოუხადა რუსეთს, რა გზას დაადგება საქართველოს ხელისუფლება?

2752

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა-დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება ჯერ კიდევ 2015 წელს დაიგეგმა და, აი, 2016 წლის 23 ივნისს ნისლიანი ალბიონის მოსახლეობამ ევროკავშირის რიგებიდან გამოსვლა გადაწყვიტა. ამის შემდეგ მსოფლიო ალაპარაკდა, რომ ევროკავშირი “დომინოს” პრინციპით დაიშლება.

არადა, 2012-13 წლებში გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუებში პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ ევროკავშირში საქართველოს შესვლის უპერსპექტივობაზე ვრცლად და დასაბუთებულად ისაუბრა, მეტიც _ მან ამ სტრუქტურის დაშლის სავარაუდო თარიღიც კი დაასახელა: ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა ეფემერული არ არის, იგი, უბრალოდ, არ არსებობს. ჯერ ერთი, ევროკავშირმა დაასრულა გაფართოების პროცესი და ახალ წევრებს აღარ მიიღებს; მეორე _ წამყვანი ევროპული ქვეყნები არ მიიჩნევენ საქართველოს ევროპის ნაწილად; მესამე _ ევროკავშირი რომც ფართოვდებოდეს, მასში სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს გაწევრიანება მხოლოდ თურქეთის გაწევრიანების შემდეგ იქნება შესაძლებელი. თურქეთი, მოგეხსენებათ, უკვე წლებია, დაჟინებით ითხოვს ევროკავშირში მიღებას და, რამდენჯერაც უნდა მოითხოვოს, მას იქ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ; და მეოთხე _ ევროკავშირი თავად არის დაშლის ზღვარზე და უახლოესი 5-7 წლის მანძილზე ჩვენ მისი დაშლის უშუალო მოწმეები გავხდებით”.

ქართული ანდაზაა ასეთი: “ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო”. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა დაშლა დაიწყო და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთ ევროპულ პოლიტიკურ თოქშოუში განაცხადა, რომ ნატო ქედს უხრის რუსეთს და უარს ამბობს საქართველოს მიღებაზე, სანამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. არადა, ამ ვითარებაზე ჩვენს გაზეთთან საუბარში ალექსანდრე ჭაჭიამ ჯერ კიდევ 2012 წელს გაამახვილა ყურადღება: საქართველოს თეორიულად შეუძლია ნატოში შესვლა, მაგრამ მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ამ ტერიტორიებზე ყველანაირ პრეტენზიაზე უარის თქმის შემდეგ. ქვეყნის ხელმძღვანელობას ეს მშვენივრად ესმის, დასავლეთთან კულუარულ საუბრებში ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების მზადყოფნას გამოთქვამენ, მაგრამ არ იციან, როგორ მიაწოდონ ეს ქართველ ხალხს. აღიარების იდეა, როგორც ცნობილია, უკვე შემოგდებულია ქართველ საზოგადოებაში”.

დასამალი არ არის ისიც, რომ ნატოში გაწევრიანება, დიდი ხანია, იქცა ფარსად, კომედიის ელემენტებით, უფრო მეტიც, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა აბუჩად იგდებდა საქართველოს, აქეზებდა მას რუსეთის წინააღმდეგ, ამუნათებდა _ აქაოდა ნატოს კარი ღიააო, მაგრამ ესღია კარიდღესაც ცხრაკლიტულით არის დაგმანული, ხოლო ილუზიებსა და ფარსს უკვე შეეწირა საქართველოს ტერიტორიები და ჩვენ თვალწინ ეწირება საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვეწირებით ქართველები, როგორც ერი. სწორედ ამიტომ აღნიშნა ალექსანდრე ჭაჭიამ 2013 წელს ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში რომპოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლას გვპირდება, ან ბრიყვია, ან უნამუსოდ გვატყუებს

ისე, რომ დავაკვირდეთ, ნატოს ხელმძღვანელობა კონსპირაციით თავს არ იკლავდა და არც არასოდეს ცდილობდა, დაემალა, რომ საქართველოს გამო გამონაკლისს არ დაუშვებდა _ არ დაარღვევდა თავისი წესდების მე-5 პარაგრაფს, სანამ საქართველო თავის ტერიტორიულ პრობლემებს არ გადაწყვეტდა, ანუ არ აღიარებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რადგან სხვანაირად _ რუსეთთან ომით _ მათი დაბრუნება არ შეუძლია. მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საწინააღმდეგოს წლების განმავლობაში ჯიუტად გვიმტკიცებდა ქართული პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი, რომელიც, ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას თუ დავესესხებით, ან ბრიყვია, ან უნამუსო მატყუარა, რადგანაც იმის უტიფრად მტკიცება, რომ ჩვენ ნატოში შევალთ დაიბერია გაბრწყინდება”, შეუძლია მხოლოდ ბრიყვს ან ადამიანს, რომელსაც უკვე აღებული აქვს 30 ვერცხლი და ჯამაგირი ავალდებულებს, სიცრუე და ბლეფი სიმართლედ და რეალობად გაასაღოს.

ფაქტია: ჩვენ თვალწინ იქმნება ახალი პოლიტიკური წესრიგი. ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომელშიც ჩვენი კურატორი ამერიკა ერთპიროვნულად წყვეტდა ერებისა და სახელმწიფოების ბედს, აღარ არსებობს. ამის დასტურია თუნდაც ჩვენს რეგიონში აშშ-ის უახლოესი პარტნიორის, ნატოს წევრი თურქეთის, პრეზიდენტის მიერ რუსეთისთვის ბოდიშის მოხდა ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო. როგორც ცნობილია, აქამდე ერდოღანი ბოდიშის მოხდაზე კატეგორიულ უარს ამბობდა, მაგრამ, როგორც კი ევროკავშირის დაშლის პროცესი დაიწყო, მეორე დღესვე მოსკოვს თურქეთის პრეზიდენტის საბოდიშო წერილი აახლეს. თურქეთის ხელმძღვანელობა ითვალისწინებს ახალ პოლიტიკურ რეალიებს. საინტერესოა, რა გზას დაადგება საქართველოს ხელისუფლება _ კვლავ განაგრძობს ბრიყვივით “ნატო-ევროკავშირის” ლუღლუღს თუ გამოფხიზლდება და ახალი რეალიების შესაბამისად დაიწყებს მოქმედებას.

 ამ საკითხებზე ქართველი პოლიტოლოგები გვესაუბრებიან.

 

დღეს ევროკავშირში გაერთიანებაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება, რადგან მისი ბედი გაურკვეველია

თამარ კიკნაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი:

_ ქალბატონო თამარ, ევროკავშირის დაშლის ალბათობა ძალიან დიდი იყო, ამაზე ჯერ კიდევ 2012 წელს პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა. კარგა ხანია, ყველამოაზროვნეპოლიტოლოგიც ამაზე ლაპარაკობსრა სჭირს საქართველოს ხელისუფლებას?

_ ალექსანდრე ჭაჭიას პროგნოზები ხშირად მართლდება. კვალიფიციურმა, პატიოსანმა პოლიტოლოგებმა, რომლებიც სწავლობენ ევროპაში მიმდინარე პროცესებს, იცოდნენ, რომ ევროპაში საქმე ცუდად იყო, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ამ ყველაფერს არასწორად აწვდიდა მოსახლეობას. ხელისუფლების შიგნით რა ხდება? მართლა სჯეროდათ, რასაც ამბობდნენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში არსებული თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალება არასწორ ინფორმაციას აწვდის ხალხს, რადგან საინფორმაციო საშუალებები ჩვენი პოლიტიკოსების თვალსაზრისს გამოხატავენ. ხელისუფლება მასმედიით მანიპულირებს. ეს ცუდი პროცესია, რადგან ხელისუფლება რეალობას აცდენილია. თუ ხელისუფლება თვალსაზრისს არ შეიცვლის და ხალხის ნება-სურვილს არ გაითვალისწინებს, მისი ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ დადგება.

_ ევროკავშირის დაშლის დაწყებამ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ძალიან დააბნია. ანალოგიური რამის თქმა შეიძლება ქართველ პოლიტიკოსებზეც. ადეკვატურია შეფასებები, რომლებიც ახლა ყველა ქვეყნიდან ისმის? დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება შეფასდა, როგორცდიდი საფრთხე”.

_ ევროკავშირი რეალური საფრთხის წინაშეა, ეს პროცესი არ შეჩერდება, დომინოს პრინციპით წავა. ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ბრიტანეთის ანალოგიური გადაწყვეტილების მისაღებად. ევროკავშირი გადაიქცა დიდ ბიუროკრატიულ მექანიზმად, რომელშიც გადაწყვეტილებების მიღება ევროპარლამენტის დეპუტატებს აღარ შეუძლიათ. მათ აძლევენ დირექტივებს, რომლებიც უნდა შესრულდეს.

ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ მაინც უნდა შევიდნენ ევროკავშირში და რომ, შესაძლოა, პროცესები დაჩქარდეს, არასერიოზულნი არიან. დღეს ევროკავშირში გაერთიანებაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება, რადგან მისი ბედი გაურკვეველია. არ მესმის ქართველი პოლიტიკოსების. ვფიქრობ, ასეთ დროს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იაზროვნოს ერმაც და ბერმაც, განსაკუთრებით კი _ პოლიტიკაში მყოფმა ადამიანებმა. რეალობას მოკლებული განცხადებების მოსმენით ხალხი დაიღალა. საქართველოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, არ შეიძლება მიაკვდე ერთ ვექტორს, სხვა მხარესაც უნდა გაიხედო.

_ თურქეთის პრემიერმა რუსეთს თვითმფრინავის ჩამოგდების გამო მოუბოდიშა. როგორ ახსნით ამ ფაქტს?

_ თურქეთი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ბევრი რამ დაკარგა, რადგან რუსეთი მისი მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო.

თურქეთს რუსული თვითმფინავი, არ მგონია, პირადი მოსაზრებით ჩამოეგდო, მის ზურგს უკან ვიღაც იდგა, თურქები შეაცდინეს. დღეს თურქეთი მართლაც მძიმე ვითარებაშია, რადგან ურთიერთობა გართულებული აქვს ბევრ ქვეყანასთან. მის გარშემო რთული პროცესები მიმდინარეობს _ დიდი სახელმწიფოები იშლება, ახალი სახელმწიფოები იქმნება, შესაძლოა, თურქეთის ტერიტორიაზე ქურთების სახელმწიფო შეიქმნას, ამიტომ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება ერდოღანის დიდი შეცდომა იყო. ჩანს, ეს გააანალიზა.

_ მსგავს ვითარებაში, როდესაც ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც თურქეთია, ბოდიშს უხდის რუსეთს, სწორია საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ?

_ ქართული პოლიტიკა თავიდან ბოლომდე შეცდომაა. ვალდებულება, რომელიც საქართველომ დაიკისრა, შეცდომა იყო, ვგულისხმობ, რუსეთის გაღიზიანების პოლიტიკას. საქართველოს კონსტრუქციული როლი უნდა ეთამაშა, თუმცა ამ შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

 

არც ევროკავშირში მიგვიღებენ და არც ნატოში, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მიღების თემა უნდა დაიხუროს

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:

_ რატომ ვერ მიხვდნენ ქართველი პოლიტიკოსები, რომ ევროკავშირი დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა?

_ ქართველი პოლიტიკოსები როდესმე რამეს მიმხვდარან? რამის პრევენცია მოუხდენიათ? ომის საშიშროების წინაშე რომ ვიდექით 2008 წელს, გაიგეს? ან დღეს რაიმე საფრთხეს გრძნობენ? ვერ ვხვდები, რატომ გიკვირთ ჩვენი პოლიტიკოსების დაბნეულობა?!

_ რატომ ხდება ასე, ინფორმაციულ ვაკუუმში არიან?

_ არა, ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მაგრამ დღევანდელი დღით ცხოვრობენ. მოუსმინეთ პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებებს, უფრო ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანი მსოფლიოში არ მოიძებნება. ეს კი იმან გამოიწვია, რომ ჩვენი მთავრობის წევრები რეალობას მოწყვეტილნი არიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათ ასე მოქცევას თანამდებობა ავალდებულებს. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ისინი სიმართლეს თვალებში ჩახედავენ და ხალხს ყველაფერს ეტყვიან. თუ ხალხმა ყველაფერი შეიტყო, სახელისუფლო პარტიას ხმას ვინ მისცემს?!

_ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იმედგაცრუებულია, _ 2008 წლის შემდეგ ნათლად ითქვა, საქართველო ნატოში გაწევრდებოდა, მაგრამ ნატო რუსეთს ქედს უხრისო და

_ ვინ უთხრა 2008-ში ხიდაშელს, რომ ნატოში შევიდოდით? არავის უთქვამს. ხელისუფლება ტყუოდა მაშინაც და ტყუის დღესაც. ყველა ხელისუფლების პრინციპია _ დღეს ვიტყვი ტყუილს და ხვალ სხვა ხელისუფლებამ, რაც უნდა, ის ქნას. სულელი არავინ არის, მათ ყველაფერი მშვენივრად იციან, მაგრამ საქმეს ასე სჭირდება.

არც ევროკავშირში მიგვიღებენ და არც _ ნატოში, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მიღების თემა უნდა დაიხუროს. ყველას რაღაც ეშველება, ჩვენ კი, არ ვიცი, რა ბედი გველის. ევროპაც გადარჩება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბედი აქამდე გაურკვეველია. მსოფლიოში დიდი ცვლილებებია…

თურქეთის პრემიერმა რუსეთს ბოდიში მოუხადა თვითმფრინავის ჩამოდგებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გასათვალისწინებელი ძალაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპაში ამხელა რყევებია. ყველაფერთან ერთად თურქეთი უკმაყოფილოცაა, რადგან, რასაც დაჰპირდნენ, არაფერი გაუკეთეს. იქ ეკონომიკური კრიზისიც დაიწყო…

_ როდესაც თურქეთი ამხელა მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთს, რა უნდა ქნას საქართველომ?

_ თუ თურქეთი რუსეთის ფაქტორს ითვალისწინებს, საქართველომ ეს ორმაგად უნდა გააკეთოს. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთშია მიწვეული, ის აუცილებლად უნდა წავიდეს იქ. მესმის, რომ გადაწყვეტილებას სხვები იღებენ, მაგრამ ახლა კუდაბზიკობის დრო არ არის. საქართველოს ხელისუფლებამ ამ ზაფხულს იმას მაინც უნდა მიაღწიოს, რომ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აღადგინოს. შემოდგომა წინაა, მოსავალი გასატანია, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა ქართულ ეკონომიკას სულზე მოუსწრებს.

_ უნდა შეცვალოს თუ არა ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური ვექტორი?

_ ვექტორის შეცვლას ძლიერი მთავრობა სჭირდება, ძლიერი პოლიტიკური ნებითა და ნებისყოფით, ჩვენ კი სუსტი მთავრობა გვყავს.

ჩვენ ვერ ვიქეცით ევროპელებად. ხომ ხედავთ, თვითონვე ამბობენ, საარჩევნო კანონმდებლობა გერმანულ მოდელზე იმიტომ ვერ გადაგვყავს, მზად არ ვართო. მაშ, რა პრეტენზია გვაქვს ევროპელობაზე, როგორ გავხდებით ევროპის შემადგენელი ნაწილი?!

 

იძულებულნი ვართ, გავითვალისწინოთ რეალური პოლიტიკური ტენდენციები, რომლებსაც თვით ევროპის ძლიერი სახელმწიფოები უწევენ ანგარიშს

სიმონ კილაძე, ანალიტიკოსი:

_ ევროკავშირის დაშლას თითქმის ყველა, ასე ვთქვათ, მოაზროვნე პოლიტოლოგი პროგნოზირებდა. საქართველოს ხელისუფალთ კი ჯიუტად არ სურთ ამ გზიდან გადახვევა. როგორ ფიქრობთ, ეს ინფორმაციის არქონის გამო ხდება?

_ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოქმნასა და მათ დაშლაში გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია. დაშლა-გაქრობის პრობლემები მსოფლიოს უპირველეს უნივერსალურ ორგანიზაციებსაც აქვთ ხოლმე და, ამ მხრივ, გამონკლისი არც ევროკავშირია.

სხვა საქმეა, რამდენად მტკიცეა ინტეგრაციის დონე, რომლის საფუძველზეც ამა თუ იმ ორგანიზაციას კრიზისის გადატანა შეუძლია. “ნისლიანი ალბიონი” თავიდანვე დისტანცირებდა ევროპის კონტინენტური ნაწილისგან _ ბრიტანეთი არ შედის შენგენის ზონაში, არ შედის არც საერთო სავალუტო არეალში, ანუ ევროზონაში. დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში ასეთი ე. წ. ცენტრიდანული სეპარატიზმი თანდათან ძლიერდებოდა (გავიხსენოთ ლონდონის მწვავე კრიტიკა ბრიუსელის ზოგიერთი ნაბიჯისადმი, წინააღმდეგობა ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ) და მან პიკს 23 ივნისს მიაღწია, როცა რეფერენდუმი ჩატარდა ევროკავშირიდან გასვლა-არგასვლის თაობაზე.

თუმცა დიდი ბრიტანეთის გასვლა არ ნიშნავს ევროკავშირის დასასრულის დასაწყისს. როგორც ვთქვი, ორგანიზაციის კონტინენტური წევრები მაინცდამაინც არ ჩქარობენ, ოფიციალურად მიბაძონ “ნისლიან ალბიონს”.

პარიზი, ბერლინი, მადრიდი, რომი, ალბათ, გარკვეულ დასკვნას გააკეთებენ მომხდარიდან.

_ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთს თვითმფრინავის ჩემოგდებისთვის ბოდიში მოუხადა. ნიშნავს თუ არა ეს ფაქტი იმას, რომ რუსეთი მსოფლიოში გასათვალისწინებელ ძალად იქცა და რომ მსოფლიო ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე დგას?

_ ერდოღანს უკან დახევა და დათმობა საერთოდ არ სჩვევია. ექსპერტთა აზრით, ერდოღანმა იმიტომ დათმო, რომ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან მრავალ პარტნიორთან და მეზობელთან გაიფუჭა ურთიერთობა. მათგან ერთ-ერთია გერმანია, რომელმაც სომხების გენოციდი აღიარა. გერმანია, ასევე, წინააღმდეგი იყო თურქეთთან უვიზო მიმოსვლისა. ასე რომ, თურქეთს გამოსავალი არ დარჩა, მას ეკონომიკურადაც გაუჭირდა და საჭიროდ ჩათვალა, რუსეთისთვის ბოდიში მოეხადა. მართალია, რუსეთი გასათვალისწინებელი ძალაა.

_ და, თუ თურქეთისთვის არის რუსეთი გასათვალისწინებელი ძალა, როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება?

_ ქართულ დიპლომატიას მეტი ყურადღება და შორსმჭვრეტელობა მართებს. თურქეთის მობოდიშებას მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, მზერა რუსეთისკენ უნდა მივაპყროთ. ბარიერები არსებობს, მაგრამ ყველაფერზე უარის თქმა არ შეიძლება. ახლა იმაზე საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები, რომ საქართველოს საგარეო მინისტრი სოჭში არ უნდა წავიდეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზეო. არადა, რუსეთმა ქართველი მინისტრი ოფიციალურად მიიწვია. ვფიქრობ, ასეთი შანსი ხელიდან გასაშვები არ არის, თუ გვსურს, მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის აღდგენა, მაშინ ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს”

ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუ გაზეთსაქართველო და მსოფლიოს”. მაისი, 2012 წელი

ევროკავშირს, მხოლოდძველ ევროპასრომ მოიცავდესშეეძლო საკმაოდ დიდხანს _ კიდევ 20 წელი ეარსება და ეკონომიკურად განვითარებულიყო, მაგრამ ამერიკელებმა დაჟინებით მოითხოვეს ევროკავშირის შემადგენლობაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შეყვანა, რათა ისინი რუსეთისთვის მოეწყვიტათ და ამავე დროს, ევროკავშირი დაესუსტებინათ, ამან კი საერთო ვითარება ძირეულად შეცვალადღეს კავშირის წამყვან წევრებს _ გერმანიას, საფრანგეთს, ინგლისს ამ ქვეყნების სუსტი ეკონომიკის მხარდაჭერა საკუთარი რესურსების ხარჯზე უწევთ. ის სახსრები, რომლებიც ტრადიციული, მაგრამ შედარებით ღარიბი ევროპული ქვეყნების (ესენია იტალია, საბერძნეთი ესპანეთი და სხვ.) ეკონომიკის მხარდასაჭერად იხარჯებოდა, ახლა კავშირის ათეულობით ახალ წევრ ქვეყანაზე იფანტება. რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? გერმანელებს მობეზრდათ ევროპელი მუქთახორებისთვის მეწველი ძროხის როლში ყოფნა. ეკონომიკის არათანაბარი განვითარება შეუძლებელს ხდის ამ ქვეყნების თანაარსებობას საერთო სამართლებრივი სივრცის ჩარჩოებში. საბერძნეთის გაკოტრება მხოლოდ დასაწყისია. პორტუგალია, ირლანდია, ესპანეთი რიგში დგანან, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს იტალიას. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო ვალიც ყველა დასაშვებ ზღვარს აღემატება. საერთოდ, დროა, ვაღიაროთ, რომ ლიბერალური კაპიტალიზმის მოდელმა, რომლის მიხედვითაც დასავლეთი ბოლო 50 წლის განმავლობაში ვითარდება, საკუთარი თავი ამოწურა, ევროპის ქვეყნები ჩიხში შეიყვანა. ადრე თუ გვიან ევროპელებსა და ამერიკელებს მოუწევთ იმის აღიარება, რომ ვალებში ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, საჭიროა მოხმარების მკვეთრი შემცირება, მეტი მუშაობა და რეალურად გამომუშავებული ფულის შესაბამისად ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველასბერძნული ვარიანტიელის. და მაშინ ევროპის ეროვნული ეკონომიკებისა და ევროკავშირის კრახი მოხდება

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უპერსპექტივოს ხდის ევროკავშირის არსებობას, ხალხთა ეროვნული თვითშეგნებაა. მიუხედავად ამერიკელების წარმოდგენისა, რომლებიც თვლიდნენ, რომ საერთო ეკონომიკური სივრცე თანდათან წაშლიდა ეროვნულ განსხვავებებს და ერები გადაიქცეოდნენ ერთიან უეროვნებო მასად, ევროპის ხალხების დიდ ნაწილს ეროვნული თვითშეგნება ეზრდება, ეროვნული თვითგადარჩენის ინსტინქტი იღვიძებს. ერთიანი ევროპის კონსტიტუცია, მიუხედავად კოლოსალური აგიტაციურპროპაგანდისტული მუშაობისა, მაინც ვერ მიიღეს. ევროკავშირი თანამედროვე მსოფლიოში ვერ გახდა და უკვე ვეღარ გახდება ერთიანი გეოპოლიტიკური სუბიექტი. რას წარმოადგენენ ევროკავშირის ოფიციალური ხელმძღვანელები, ვინ უწევს მათ მსოფლიოში ანგარიშს? ვინ მიიჩნევს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად ბაროზუს, ვინ აღიქვამს ეშტონს ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრად? ეს სასაცილო, კარიკატურული ფიგურებია, რომლებიც იმას ასრულებენ, რაზეც გერმანიისა და საფრანგეთის ხელმძღვანელები (ჯერჯერობით ისევ) აშშის თანამონაწილეობით მოილაპარაკებენ.

ევროპის ერები ეროვნულ სახელმწიფოებრიობაზე უარის სათქმელად მზად არ აღმოჩნდნენ, მეტიც, აშშისა და ზოგადევროპული სტრუქტურების მხრიდან განხორციელებულმა ზეწოლამ უკურეაქცია _ ნაციონალიზმის ზრდა გამოიწვია. დღეს სულ უფრო მეტი გერმანელი, ფრანგი, ინგლისელი, იტალიელი ითხოვს მიგრაციის შეზღუდვას, და არამხოლოდ აფროაზიური, არამედ აღმოსავლეთ ევროპულისაც. მოითხოვენ ეროვნული ვალუტის დაბრუნებას, ევროპის შიგნით საბაჟოების აღდგენას, ეროვნული ბაზრების დაცვას, ეროვნული საქონლისა და ადგილობრივი მუშახელის მიმართ სახელმწიფო პროტექციონიზმს. მეტიც _ ევროპული ქვეყნების შიგნითაც ძლიერდება სეპარატისტული ტენდენციებიიტალია ჩრდილოეთად და სამხრეთად გახლეჩის ზღვარზე დგას, ესპანეთსა და ინგლისში რამდენიმე სახელმწიფოდ დაყოფის საშიშროებაა. პატარა ბელგიაც კი _ თავის დროზე ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფოსიცოცხლისუნარიანი არ აღმოჩნდა და ყოველ წუთს დაშლა ემუქრება, ბრიუსელი კი ამ დროს ევროკავშირის დედაქალაქია.

თუ ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობა, პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა არ მიაქცევენ სათანადო ყურადღებას საკუთარი ერების მზარდ უკმაყოფილებას, არ დააბრუნებენ თავიანთი ქვეყნების განვითარებას ეროვნულ კალაპოტში, მაშინ შედეგი უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე, უბრალოდ, ევროკავშირის დაშლაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა ფაშიზმის სამშობლოა. ფაშისტური და ნახევრადფაშისტური რეჟიმები გასული საუკუნის 30-იან წლებში თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში იყო, სრულიად ევროპა დაავადდა ფაშიზმით. და დღეს დაუკმაყოფილებელი ეროვნული მოთხოვნები შეიძლება რეალურ ფაშისტურ განწყობილებებში გადაიზარდოს…”

9 COMMENTS

  1. საქართველოში გგონიათ პოლიტიკოსები არიან? ხელისუფლება შედგება დასავლეთის
    ნასუფრალით გამოკვებილი ცუციკებისაგან და არასამთავრობო დოლარზე დახამებული
    ღორებისაგან. აი, ეს არის სინამდვილე.

  2. ჩვენ მოწმენი ვართ, უტვინო, ახლომხედველი, სახელმწიფო პოლიტიკისა რომელსაც ბაზრის ქალების დონის, ბრიყვი და სკოლის მე 5 კლასის ჭკუის პოლიტიკოსი თინა ხელმძღვანელობს, მთელი მსოფლიო ყვირის, ევროკავშირი დაიშალა, ინგლისმა რეფერენდუმით გაასწრო ამ ბედოვლათ კავშირს და ხიდაშელი \\\”ნატოსა და მაპზე\\\” საუბრობს. სანამ ცხვირი არ მოაყოლეს ხიდაშელებს ევროკავშირის გამოჯახებულ კარში, ეს დემოკრატები ვერაფერს მიხვდნენ. ასეთი \\\”ჯიბეგამოწვდილი\\\” ამერიკის ლაქიობით, საქართველო წინ ვერ წავა.

  3. ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირის დაშლას ქადაგებენ ჩვენები კი აქტიურად და ქვეყნის სტაბილურობით ევროკავშირის წევრობას ქადაგებს ხალხს , თან არა ერთი და ორი პარტია არამედ ყველა.

  4. საქართველო ინგლისის ადგილს დაიკავებს ევროკავშირში, თუა არა ნახეთ აგერ! ჯერ სადა ხართ! ცოტაცააა და….

  5. evrokavshiris bedi evropelebs ar acuxebt da saqartvelos mtavrobam droa tavisi xalxisa da qveknis bedze izrunos da ara imaze rusetis ukanalshi shedzvres tu evropis. saidanac met darmavoi fuls miigeben mat mxares daicheren da taviant skamebs gaimagreben,xalxi ki daivickes

  6. მიკვირს იმათი, ვინც ამათ, 25 წლის განმავლობაში პოლიტიკაში მოტივტივე გვამებს, პოლიტიკოსებად აღიქვამენ. მათ ხმამაღლა უნდა უთხრათ- არა!, არ გავეკაროთ და არც გავიკაროთ, სამშობლოც არ დავანებოთ. მეოთხედი საუკუნეა ვფიქრობთ, ვბჭობთ. მათ არ რცხვენიათ, ჩვენ მაინც შეგვრცხვეს. მოქმედების დროა.

  7. evrokavshiri nato da ruseti samkvdro-sacicocxlod daejaxnen ertmanets.arcerti ar apirebs gavlenis speroebis datmobas.molaparakebebit da shexvedrebit problemes ver ykveten, gamodis, rom amzadeben me-3-e sashinel msoflio oms.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here