Home რუბრიკები ბლოგი რეფერენდუმი რომელიც შეცვლის ევროპას

რეფერენდუმი რომელიც შეცვლის ევროპას

640

ამ დღეებში, დიდ ბრიტანეთში გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც დაისვა კითხვა ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა არყოფნის შესახებ. უმეტესობა, მათ შორის მეც დარწმუნებული იყო იმაში რომ ეს რეფერენდუმი იგივე სცენარით გაიმართებოდა რომელი სცენარიც 2014 წლის რეფერენდუმის ( შოტლანდიის დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის ), მიმდინარეობამ და მისმა შედეგებმა აჩვენეს. მაშინდელი შედეგებისგან განსხვავებით დიდი ბრიტანეთის ერთიანობის მომხრეებმა რამდენიმე პროცენტით აჯობეს ბრიტანეთიდან გამოყოფის მსურველებს. ჩემდა გასაკვირად ამჟამინდელი შედეგები პირდაირ საწინააღმდეგო იყო, სადაც ევროკავშირიდან გამოყოფის მომხრეები რამოდენიმე პროცენტით (3,8%) აღემატებიან მასში დაჩენის მსურველებს.

 

მიიღებენ  თუ არა რეფერენდუმის შედეგებს მხედველობაში ?

ეს კითხვა მიტრიალებს სულ  თავში. მგონია რომ მიიღებენ  რადგან რეფერენდუმი  ეს ხალხის ნების ყველაზე დემოკრატიული და სამართლიანი გამოვლინებაა  და  დემოკრატიის  ისეთი მპოზირებელი ქვეყნისთვის როგორიც დიდი ბრითანეთია რეფერენდუმის იგნორირება შეუძლებელი იქნება.

საინტერესო არის მხოლოდ სხვა რამ : ამ რეფერენდუმის  სულისჩამდგმენლები და მომწყობები, ხელისუფალნი იმავ ქვეყნისა,  გაკვირვებული არიან რეფერენდუმის შედეგებით. მხოლოდ უჭკუო თუ დაიჯერებს რომ ქვეყანა რომელის მმართველებს  ასეული წლების გამოცდილება აქვთ ხალხის აზრის მანიპულირების, ასე თვითდინებას მიანდო ასეთი მნიშვნელობის რეფერენდუმი. არამც და არამც , დარწმუნებული ვარ ბრიტანეთის ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა რას აკეთებდა,  რა რეფერენდუმზე მიდიოდა და რა შედეგებს დადებდა . ეხლა კი რა თქმა უნდა გაიკეთებენ  სახეზე ნიღბებს, ზოგი გადადგება, ზოგი გადმოდგება , დედოფალი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს , ზოგიც მოსკოვისკენ გაიშვერს ხელს და მის სარგებლებზე ილაპარაკებს მაგრამ საბოლოოდ მიიღეს ის რაც ჩაიფიქრეს და დაგეგმეს.

ექნება თუ არა რეფერენდუმის შედეგებს რაიმე გავლენა?

რა თქმა უნდა ექნება .  პირველ რიგში ეკონომიური რადგან დიდ ბრიტანეთს – ევროკავშირში ერთ ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ეკონომიკა აქვს , ამ მონაცემებით ის მეორე ადგილს იყოფს საფრანგეთთან ერთად (გერმანის პირველია), ხოლო თავისი 65 მილიონი მცხოვრრებით მესამე ადგილზე იმყოფება ევროპში საფრანგეთის და გერმანიის შემდეგ . სამივე ეს ქვეყანა წარმოადგენენ ევროკავშირის ძირითად დონორს  აქედან გამომდინარე საფრანგეთს და გერმანიას, ბრიტანეთის გასვლის შემდეგ მოუწევთ თავიანთი ნაციონალური შემოსავლის კიდევ უფრო დიდი ნაწილი გაიღონ ევროკავშირის სხვა მაჩანჩალა ქვეყნების მხარდასაჭერად. ამასთან ერთად რა თქმა უნდა მოუწევთ ქამრების მოჭერაც, მაგრამ მაინც არ მგონია რომ  გინდაც გერმანიამ და გინდაც  ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა შეძლონ იმის კომპენსირება რასაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში ასრულებს. მართალია დიდი ბრიტანეთი ერთიანი ევროვალუტის ზონის  წევრი არასდროს ყოფილა , მისი გასვლა საგრძნობლად იმომედებს ევროს კურსზეც.

ევროკავშირიდან გამოსვლით , გამიჯნული რა ლა მანშის სრუტით კონტინენტიდან, დიდი ბრითანეთი გარკვეულწილად გადაწყვიტავს საიმიგრაციო საკითხს. ამის შემდეგ ,ახლო და შუა აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან  მოზღვავებული ემიგრანტების მიღების  ძირითადი კვოტების გადანაწილება ისევ და ისევ ევროკავშირის ძლიერ ქვეყნებს მოუწევთ. ასევე ბრიტნეთს უკვე ფორმალურადაც   აღარ მოუწევს (რასაც აქამდეც აკეთებდა) თავისი საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია ევროკაშირის ყველა  ქვეყანასთან. ევროკავშირიდან გასვლით გამოვა ყველა იმ ხელშეკრულებიდან ,რომელშიც  ევროკავშირში ყოფნი დროს  მონაწილეობდა . მაგალითად: თავისთავად გამოდის მინსკის შეთანხმებიდან, არავითარი კავშირი აღარ ექნება ევროკავშირის სანქციებთან და  შეეძლება , ისე როგორც ამას აშშ  აკეთებს რუსეთთან აღადგინოს საქონელბრუნვა.

ამ პატარა ანალიზის შემდეგ ბუნებრივია იბადება კითხვა : დაიწყება თუ არა ევროკავშირის ქვეყნებში ანალოგიური პროცესები?  რა თქმა უნდა დაიწყებენ. BBC-ს ეკსპერტთა ვერიით ასეთი ქვეყნების მინიმალური ოდენობა ექვსს უტოლდება: საბერძნეთი, საფრანგეთი, შვედეთი დანია,უნგრეთი და ჰოლანდია. ყველა ამ  ქვეყანას  ნამდვილდ  აქვს  მიზეზი  რომ ევროკავშირი დატოვოს,

ყველაზე თვალსაჩინო კანდიდატი ამ ქვეყნებს  შორის რა თქმა უნდა საბერძნეთია. ეკონომიური კრიზისი რომელიც მოიცვა საბერძნეთი რამდენიმე  წელია  მძვინვარებს რაც  მნიშვნელოვნად აისახა ბერძნული საზოგდოების ყოფასა და განწყობაზე. საზოგადოების ფართო მასები ჯერკიდევ კრიზისის დასაწყისში ყველა თავის უბედურებაში ევროკავშირში შესვლას ასახელებდნენ და ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ იყვნენ მზად კავშირდან გამოსასვლელად. ის უდიდსი ფინანსური  დახმარება სესხის სახით რომელიც ევროკავშირმა გამოუყო  ძნელად თუ აისახა   ქვეყნის მოქალაქეების ყოფაზე . ამას ემატება მოზღვავებულ ემიგრანტთა ტალღა ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ სირიიდან ,  სადაც მიმდინარებს სამქალაქო ომი.  ამიტომ თუ ევროკავშირი საჩქაროდ  არ გადაწყვიტავს საბერძნეთის ურთიერთობას კრედიტორებთან  და   არ მოაგვარაბს თურქეთიდან ემიგრანტები შემოდინების პრობლემას უახლოვეს ორ  წელიწადში საბერძნეთში აუცილებლად    დადგება      დიდი       ბრიტანეთის     მაგვარი რეფერენდუმის   გამართვის  აუცილებლობა    სადაც ჩემი ვარაუდით ევროკავშირიდან გასვლის საკითხი  დიდი უპირატესობით დადებითად გადაწყდება

რბილად რომ ვთქვათ  ის საემიგრაცი ბარდაგი რომელიც სუფევს  დღეს ევროპაში არ შეიძლება მოსწონდეს ისეთ ქვეყნებს რგორიც არიან შვედეთი და დანია. საკმარისია გავიხსენოთ  თუ როგორი ანტიემიგრნტული კანონები მიიღო დანიამ  და შვედეთმა  რომლის დროსაც პოლიციას უფლება მისცა ამოიღოს ემიგრანტთაგან ძვირფასეულობა და ფასიანი საქონელი მიხვდები, რომ  ეს ქვეყნები იმდენად არიან შეწუხებულები ემიგრანტთა   პრობლემებით   გასაკვირი არ არის თუ რატომ კარგავენ რწმენას  ევროკავშირის მომავალზე.

ანალოგიური სიტუაციაა უნგრეთში  სადაც  კონცენტრირდება   საბერძნეთის და თურქეთის გავლით მომავალი ლტოლვილთა მასა, რომლებიც ცდილობენ  გადავიდნენ  უფრო მეტად მდიდარ ევროკავშირის ქვეყნებისკენ. ისე შეაწუხა ეს პროცესები უნგრულ საზოგადოებას , რომ  ჯერ კიდევ შარშან უნგრეთის პრემიერი   ორბანი იძულებული გახდა  დაეყენებინა   მოთხოვნა  ევროკავშირიდან  გამოყოფის რეფერენდუმის გამართვაზე . მართალია რეფერენდუმის გამართვა შარშან გადაიდო მაგრამ ბრიტანეთის რეფერენდუმის ფონზე ამ საკითხის ხელახლა წამოწევა დიდი ალბათობით უახლოვეს მომავალში სავარაუდოა.

ჰოლანდიაში უმეტესი პოლიტიური პარტიები და საზოგადოება   საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილები ევროკავშირის ქმედებებით , რასაც ადასტურებს უკრაინის ევროკავშირში შესაძლო გაერთიანების წინააღმდეგ  გამოთქმული მათი პროტესტი . ასევე  ორი  გამოკითხვა რომელიც გაიმართა ჰოლანდიაში , სადაც მოსახლეობის თითქმის 2/3-მა გამოხატა სურვილი ევროკავშირის დატოვების .

რაც მთავარია ევროკავშირის ერთ ერთი მთავარი მოთამაშე  საფრანგეთიც მზად არის ანალოგიური რეფერენდუმი გამართოს. მართალია პრეზიდენტი ორლანდი  კბილებით იცავს ევროკავშირის ერთიანობას , მაგამ ფრანული საზოგადოება უკვე საკმაოდ მომწიფდა იმისთვის რომ აიძულოს ორლანდი ანალოგიური რეფერენდუმი ჩაატაროს. ამას დასტურებს საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ძალების ლიდერის მარი ლეპენის მზარდი პოპულარობა რომელიც ანალოგიური რეფერენდუმის გამართავას და ევროკავშირის საჩქარო დატოვებას მოითხოვს.

ეს ყველაფერი მაფიქრებინებს რომ ის მიღებული  გადაწყვეტილებები (გინდაც საემიგრაციო , გინდაც ეკონომიური) და პოლიტიკა  რომელიც ევროკავშირმა აირჩია  არის არასწორი და  აქედან გამომდინარე  ამ ბალაგანში ევროკავშირიდან გამომსვლელების რიცხვი რომ გაიზარდოს სრულიად ლოგიკური იქნება .

ვიქტორ ცაავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here