Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

1315

ორი ბიჭისქორწილი”, როგორც სწავლების ნაწილი

ბელგიის ქალაქ გენტის დაწყებით სკოლაში, ტოლერანტობასა და ლგბტკულტურასთან მოსწავლეების ზიარების მიზნით, ორი ბიჭის იმპროვიზებულიქორწინებაგაიმართა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ მასწავლებლები, ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მშობლები.

ერთ-ერთი ბავშვის, ოტოს, დედისთვის ეს “საინტერესო გამოცდილება” იყო. მისი თქმით, “ამ ამბავს ბავშვები გაიხსენებენ, როცა გაიზრდებიან, და გადაწყვეტენ დაქორწინებას, როგორც მამაკაცი ან ქალი”. ბავშვების მასწავლებელმა კი განაცხადა, რომ “ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ფიქტიურ კავშირს საერთო არაფერი აქვს ჰომოსექსუალიზმთან. ბიჭები, უბრალოდ, სწავლობენ საზოგადოების სოციალურ წყობას”.

ოთხი ქალაქი: სოდომი, გომორა, ადმა და სევოიმი ციდან წამოსული ცეცხლით განადგურდა. ბიბლიის მიხედვით, ღმერთის მრისხანება ამ ქალაქების მცხოვრებთა საზიზღარმა უზნეობამ გამოიწვია.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/britanetis-80-skolashi.jpg

ბრიტანეთის 80 სკოლაში ბიჭებს კაბის ჩაცმის უფლება მისცეს

ბრიტანეთის დაახლოებით 80 სკოლაში (მათ შორის 40 დაწყებითში) მოსწავლეებს ნება დართეს, თუკი ამის სურვილი ექნებათ, ატარონ .. გენდერულად ნეიტრალური ფორმა: ბიჭებმა _ ქვედა კაბა, გოგონებმა _ შარვალი, _ იუწყება გამოცემა Sundey Times.

ეს სიახლე არის ნაწილი მთავრობის მიერ დაფინანსებული კამპანიისა, რომელიც არ ხმაურდება და რომლის მიზანიც არის იმ ბავშვებისადმი ყურადღების მიპყრობა, რომლებიც დარწმუნებულნი არ არიან, რომელ გენდერულ ჯგუფს მიეკუთვნებიან.

გაზეთში გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ბირმინჰემის სკოლა ალენს კროფტი პირველი დაწყებითი სკოლაა, რომელმაც განაცხადა გენდერულად ნეიტრალური ფორმის ტარების დაწესების შესახებ. ახალი წესის მიხედვით, ბიჭებს შეუძლიათ ჩაიცვან ნაცრისფერი ან შავი ქვედა კაბა ან სარაფანი, გოგონებს კი ასეთივე ფერების შარვალი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/1-milioni-dolari.jpg

მილიონი დოლარი პირდაპირ ეთერში სექსისთვის

აშშში დაიწყო ახალი სატელევიზიო პროექტი, რომლის მონაწილეებსაც შეასწავლიან, როგორ უნდა შეასრულონ როლები პორნოფილმებში. შოუს პირობების მიხედვით, გამარჯვებული პირდაპირ ეთერში სექსისთვის მიიღებს 1 მლნ დოლარს. ამ პრიზზე პრეტენზიას აცხადებს 8 ახალგაზრდა მამაკაცი და 8 ქალი, მათგან აქამდე არც ერთი არ მონაწილეობდა პორნოფილმის გადაღემაში. ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შოუს მონაწილეებს პორნოფილმში როლის შესრულების ოსტატობას პროფესიონალი მეურვეები შეასწავლიან.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/satan-1.jpg

ამერიკელი მოსწავლეები სატანიზმის საფუძვლებს გაეცნობიან

ფლორიდის შტატის ორინჯის ოლქის სასწავლო დაწესებულებებში ნება დართეს, გაავრცელონ ყველანაირი რელიგიური მასალა _ ბიბლიით დაწყებული, ათეისტური ლიტერატურით დასრულებული.

სატანის ტაძრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, რადგან სხვა ეკლესიებს სასწავლო დაწესებულებებში პროპაგანდისტული მასალების შეტანის ნება დართეს, თვითონაც ანალოგიურად მოიქცევიან და სკოლებში სატანისტურ ბროშურებს დაარიგებენ.

ბავშვებისთვის განკუთვნილი გასაფერადებელი წიგნის მთავარი პერსონაჟები არიან ანაბელი და დემიანი, რომლებიც მკითხველს სატანური სექტის რიტუალებზე უყვებიან. ასეთი ბროშურის სკოლებში შეტანა შესაძლებელი შეიქნა 2016 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ფლორიდის შტატის მოსამართლემ ყველა რელიგიის მიმდევრებსა და ათეისტებს სასკოლო დაწესებულებებში ლიტერატურის გავრცელების ნება დართო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here