Home რუბრიკები პოლიტიკა ნოდარ ჯავახიშვილი: ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს

ნოდარ ჯავახიშვილი: ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს

506

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მთავარი პროკურატურის მიერ ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა

 “როგორ გგონიათ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იმით უნდა იყოს დაკავებული, ვინმე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება თუ არა? როგორც მინისტრი, ისე არ გეტყვით, მაგრამ ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ციხეში. ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არა, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ვანო მერაბიშვილი გარეთ რომ იყო, მაშინ იყო ყველას უფლებები დარღვეული. მის გვერდით უნდა იჯდეს არაერთი მისი ძმა და მეგობარი“, _ განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here