Home რუბრიკები პოლიტიკა ჯორჯ სოროსი: ევროკავშირის კრახის ფონზე რუსეთი ზესახელმწიფო გახდება

ჯორჯ სოროსი: ევროკავშირის კრახის ფონზე რუსეთი ზესახელმწიფო გახდება

506

ევროკავშირის ნგრევის ფონზე რუსეთის ფედერაცია შეიძლება მსოფლიოს ზესახელმწიფოდ იქცეს! _ განაცხადა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა მიხეილ ხოდორკოვსკის ორგანიზაციაღია რუსეთისმიერ ლონდონში მოწყობილ ღონისძიებაზე. იუწყება სააგენტოროიტერი”.

სოროსის აზრით, ამჟამინდელი ვითარება ძალიან ჰგავს ევროპის არასახელმწიფოებრივი გაერთიანების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას სსრკ-ის დაშლის წლებში.

ივნისის დასაწყისში სოროსი ამბობდა, რომ მიგრაციული კრიზისის, საბერძნეთის სირთულეების, აგრეთვე, ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შესაძლებლობიდან გამომდინარე, არსებობს ევროკავშირის დაშლის “კარგი შანსი”. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლამ კი, სოროსის აზრით, “შეიძლება სხვა წევრების ანალოგიური ქმედების პროვოცირება გამოიწვიოს და ევროკავშირის დაშლა, პრაქტიკულად, გარდაუვალი იქნება”.

ჯორჯ სოროსმა ცოტა ხნის წინათ ბრიტანულ გაზეთ “გარდიანში” გამოაქვეყნა სტატია. მან ლონდონი გააფრთხილა შესაძლო “შავ პარასკევზე”, რომელიც, მილიარდერის აზრით, დადგება მოსახლეობის მიერ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლისთვის მხარდაჭერიდან მეორე დღეს. სოროსმა დასძინა, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლისადმი მხარდაჭერით ბრიტანელები ხელს შეუწყობენ გირვანქა სტერლინგის კურსის დაცემას ევროს დონემდე და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის უმეტესობა გაღარიბდება.

რეფერენდუმი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის შესაძლო გასვლაზე 23 ივნისს გაიმართება. გაერთიანებული სამეფოს ქვეშევრდომებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას: უნდა დარჩეს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრად თუ დატოვოს ევროკავშირი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here