Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: ივანიშვილს არ აქვს უნარი, არც გამოცდილება, არც კავშირები, არც შესაძლებლობა,...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ივანიშვილს არ აქვს უნარი, არც გამოცდილება, არც კავშირები, არც შესაძლებლობა, არც განათლება, რომ რუსეთთან ესოდენ დაძაბული ურთიერთობა დაალაგოს

760

თვე-ნახევარია, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კვლავ გამოჩნდა. მან ჯერ წერილობით, შემდეგ შეხვედრების სერიებით გააცნო ამომრჩეველს თავისი თვალსაზრისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე. ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა, როგორც მას ოპონენტები უწოდებენ, როგორც ყოველთვის, სახე არ დაკარგა და ბევრი “საინტერესო” რამ განაცხადა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რამაც ჩვენი ყურადღება მიიპყო, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას შეეხება. საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა: “რას გადაწყვეტს პუტინი და როგორ მოიქცევა, არ ვიცით. ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს”. როცა ბიძინა ივანიშვილი იყო ქვეყნის პირველი პირი, რუსეთთან მოლაპარაკება არ გაუმართავს, არც მომდევნო პრემიერებს გამოუჩენიათ ინიციატივა. მაშ, ვისი ან რისი იმედი აქვს მომავალ ოთხ წელიწადში ყოფილ პრემიერს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.

_ ბატონო ჰამლეტ, დარწმუნებული ვარ, თვალყურს ადევნებდით ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას ბეჭდური მედიის წარმომადგენლებთან. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

_ არა მხოლოდ ამ შეხვედრას, ბოლო თვე-ნახევარში მის ყველა გამოსვლასა და მიმართვას მივადევნე თვალი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მოსახლეობა და განსაკუთრებით ინტელიგენცია, ისე არის ტვინგამორეცხილი და დეგრადირებული, ვერ ხვდება, რასთან გვაქვს საქმე.

საქართველო პატარა ქვეყანაა. მსოფლიოში ასეთი პატარა ქვეყანა ბევრია, მაგრამ იმ ქვეყნების მოსახლეობას აქვს განცდა, რომ რაღაცას წარმოადგენს, რომ სახელმწიფო აქვს, ამას ჩვენზე ნამდვილად ვერ ვიტყვი.

ივანიშვილის გამოსვლებს როდესაც ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველ საზოგადოებას საკუთარი თავის პატივისცემა არ აქვს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ვუსმენთ, გვჯერა, ვეთაყვანებით ივანიშვილს, რომელსაც არავითარი სახელმწიფოებრივი მოვალეობა, ფუნქცია და პასუხისმგებლობა არ აკისრია, ასეთი ადამიანის ბრმად მიყოლა და დაჯერება დანაშაულია.

თუ ჩვენ ივანიშვილს ვუყურებთ, როგორც მმართველს, ერთხელ ხომ მაინც უნდა დავფიქრდეთ, რა ჰქვია მმართველობას, რომელიც საქართველოში ოთხი წლის განმავლობაში არსებობს? ჩვენ კლანური, ოლიგარქული მმართველობის მომსწრენი ვართ. ბიძინას ჰყავს ვითომ პრემიერი, ვითომ პარლამენტი, ვითომ პრეზიდენტი და ესვითომჩვენთვის ნამდვილია, რეალური, თუმცა ყველამ ვიცით, რომ არც ერთ მათგანს რეალურად არათუ გადაწყვეტილების მიღების, არამედ სიტყვის თქმის უფლებაც არ აქვს, თუკი ესიატაკქვეშა მმართველთანარ არის შეთანხმებული. ივანიშვილი, თავისიხოშიდანგამომდინარე, ამ ქვეყნისნაჩალნიკია”. მთელი ქვეყანაკოჭსუგორებს ამ ერთ კაცს. ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავს.

მიკვირს ჟურნალისტების. ნუთუ არ ფიქრობენ, რა უნდათ ამ კაცთან? რისთვის მიდიან? რატომ უკეთებენ პიარს? რატომ აძლევენ საშუალებას, ნაცარი შეგვაყაროს თვალში?

_ ივანიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს, რომ მან არ იცის, რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ ურთიერთობა დასალაგებელია. როგორ ფიქრობთ, ვისი იმედი აქვს და ვინ დაალაგებს ამ ურთიერთობას? თავის დროზე, როდესაც ივანიშვილი ქვეყნის პრემიერი იყო, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა არც უხსენებია

_ ივანიშვილი პოლიტიკაში ამერიკელებმა მოიყვანეს. ტყუილია ის ამბავი, რომ ბიძინა რუსეთის კაცია. ამაზე ლაპარაკი ხელს აძლევთ ნაცებს, რადგან მტრის ხატის შექმნა, როდესაც უნდათ, აუცილებლად რუსეთს უნდა დაუკავშირონ. “რუსი საზიზღარია” და ის “საზიზღრობა” ივანიშვილზე გადმოდის, რადგან ფული რუსეთში იშოვა.

ივანიშვილმა და მისნაირებმა თავის დროზე რუსეთში მართლაც დიდძალი ფული იშოვეს და, როდესაც ამბობენ, რუსებს წაჰგლიჯა ფულიო, ის ფული რუსების არ იყო, ის მთელი საბჭოთა კავშირის ფული იყო _ თითოეული ჩვენგანის მიერ შექმნილი დოვლათის ნაწილი. ასე რომ, ივანიშვილმა ჩვენ წაგვღლიტა ფული.

რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს ურთიერთობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილთან. ვლადიმერ პუტინთან ივანიშვილი ვერასოდეს მივა. აქედან გამომდინარე, იმედი იმისა, რომ ივანიშვილს რუსეთთან რაიმე ურთიერთობა აქვს, არ არსებობს. რასაც დღეს ფაფხურობენ, თვალში ნაცრის შეყრაა. საქართველოს მდგომარეობა იმაზე ცუდია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩვენ არ ვიცით, ვინ დებს ფულს საქართველოს ეკონომიკაში ან რის საფუძველზე, ვის მიუწვდება ხელი ბიუჯეტზე.

საზოგადოება ითხოვს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, რადგან დაინახეს, რომ დასავლეთს არ ვჭირდებით. 25 წელიწადია, ჩვენი პოლიტიკური ელიტა დაეჩვია, ვინმემ რაღაც მისცეს, ნასუფრალი გადმოუგდოს. ახლა ნახეს, რომ ევროპა და ამერიკა არაფერს იმეტებენ და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა სურთ. სწორედ ამიტომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სატყუარა გადაუგდოს ხალხს და უთხრას, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას ვცდილობთო.

რუსეთის თემას ივანიშვილი ხალხისთვის თვალის ასახვევად “აგორებს”, რადგან მას უთხრეს, რომ მოსახლეობას სურს მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობა და ამიტომაც ლაპარაკობს ასე.

ივანიშვილს არ აქვს უნარი, არც გამოცდილება, არც კავშირები, არც შესაძლებლობა, არც განათლება, რუსეთთან ესოდენ დაძაბული ურთიერთობა რომ დაალაგოს. რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღსადგენად ისეთი ნაბიჯებია გადასადგმელი, ისეთი საქმეებია გასაკეთებელი, დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ ამ საქმეზე რომ გადაეგოს, მაინც ვერ მოახერხებს. ამიტომ ვამბობ, რომ ბიძინა ხალხს სატყუარას უგდებს.

ჩვენი ქვეყნის მმართველი ამერიკის მიერ არის შექმნილი, მას ფული იქ აქვს, ბიძინა ყურებით ჰყავთ დაჭერილი.

რამდენიმე კვირის წინათ გამოქვეყნდა ივანიშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც ერთი დიდი პუნქტი ეძღვნებოდა ამერიკას. წერილში გარკვევით არის ნათქვამი, რომ აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომ ის არის ქვეყანა, რომელმაც განსაცდელის ჟამს ხელი მოგვიმართა როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკურად, ისე მორალურად, და, რომ საქართველოს სურვილია, მუდამ ვიყოთ ამერიკასთან, ევროპასთან და ა.შ. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ამ დოკუმენტში მხოლოდ ერთი წინადადებაა _ “რუსეთთან ურთიერთობა უნდა გავაუმჯობესოთ”. ეს უკვე ნიშნავს, რომ ივანიშვილს არ აქვს სურვილი, რეალურად გადადგას ნაბიჯები რუსეთის მიმართულებით.

_ ხელისუფლებამ მომავალ არჩევნებში, ასე ვთქვათ, ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს. ამერიკელების სურვილია, რომელიც კვლევებით დაადასტურეს, რომ არჩევნების შედეგებში ნაცებსა დაოცნებასშორის მცირე პროცენტული სხვაობა უნდა იყოს. ხალხი ასეთი შედეგის წინააღმდეგია. რას იზამს ხელისუფლება? გაართმევს თავს ასეთ დავალებას? ივანიშვილი ირწმუნება, რომ ნაციონალები მომავალ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწევენ.

_ ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავს, ეს იმაზეც მეტყველებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი ამ დროისთვის უკვე 28 პარტიამ გამოთქვა და დარეგისტრირდა. მომდევნო ოთხ თვეში მათი რაოდენობა, ალბათ, უფრო მოიმატებს. ყველა ეს პარტია სისულელეებს ლაპარაკობს. ვერავისგან მოისმენ ჭკვინურ სიტყვას ან დაპირებას, რომელიც რეალობასთან ახლოს იქნება. “საინტერესო” მოსაზრებებით პარლამენტარ მეჭიაურის ახალშექმნილი პარტიის წევრ ლალი მოროშკინას გამოვარჩევ, რომელმაც ასეთი რამ თქვა: “დასავლეთი არ გვიღებს ნატოში, ვიზალიბერალიზაციაც არ მოგვცა. დროა, რუსეთს დაველაპარაკოთ”. ლალი მოროშკინას ეს განცხადება უკვე ნიშნავს იმას, რომ მომავალ პარტნიორს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომამდე შენს მიმართ ნეგატიურად განაწყობ. რადგან ევროპამ არ მიგიღო, ამიტომ უნდა დაელაპარაკო რუსეთს? გამოსავალი აღარ გაქვს? არ შეიძლება ასეთი ვიწრო აზროვნებისა იყოს პოლიტიკოსი, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ყველა პოლიტიკოსი ასეთია.

დიდი ზედახორა იქნება საპარლამენტო არჩევნებისას. მოსალოდნელია ქაოსი, რომელიც, შესაძლოა, არეულობაშიც გადაიზარდოს. 28 პარტია რომ იტყვის, არჩევნები გაყალბდაო, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? ხელისუფლება ხომ ადმინისტრაციულ რესურსს აუცილებლად გამოიყენებს. ხალხი შიშობს, ამერიკის დაკვეთა შესრულდებაო, მაგრამ ხომ გსმენიათ, ჯერ თავო და თავოო… ოცნებათავის გადარჩენაზე იზრუნებს, რაც, ცხადია, არეულობას გამოიწვევს. არეულობისთვის კი ყველაზე მეტად მომზადებულნი ნაციონალები არიან. საქართველოს არ ჰყავს იმდენი მოჭიდავე, რომ ყველა უბანზე დააყენოს ხელისუფლებამ.

ხმების საკმაო რაოდენობას მიიღებენ ნაცები და მათ მიერ დაფინანსებულ-შექმნილი პარტიებიც.

არავითარ შემთხვევაში არ იქნება ისე, როგორც ივანიშვილი ფიქრობს.

_ კვირიკაშვილმერკელის შეხვედრაზე რას იტყვით?

_ “გერმანია საქართველოს ნატოში ვერ ხედავს!” _ ამის შესახებ დიდი ხნის წინათ ითქვა. როგორც უნდა დაემუქროს ხიდაშელი ამერიკასა და ევროპას, ჩვენ გზა ხსნილი მაინც არსად გვაქვს. თუ ეს ქვეყანა გადარჩა, აუცილებლად უნდა ჰყავდეს გონიერი მომლაპარაკებელი. ადამიანი, რომელსაც გონი აქვს.

უცხოელი გაღიმებული სახით რომ გეუბნება, “თქვენთვის კარი ღიაა, მაგრამ”… იმ “მაგრამის” შემდეგ უნდა მოისმინო, რას ამბობს. ქართველი პოლიტიკოსები კი მხოლოდ დასაწყისს ისმენენ და ბედნიერები არიან.

გერმანიიდან დაბრუნებულებმა საზოგადოებას არ უთხრეს, იქ რაზე ისაუბრეს. ჩამოვიდნენ და თქვეს, ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ, რაც ვიზალიბერალიზაციისთვის იყო საჭიროო. ჯერ ერთი, არაფერი დაგვავალეს ისეთი, რაც ჩვენი ევროპაში შესვლისთვის იყო საჭირო; მეორე _ არ გვაქვს ეკონომიკა, არ გვაქვს დაცული საზღვრები. გერმანიის შს მინისტრმა თომას დე მეზიერმა განაცხადა, რომ საქართველო არ არის სანდო ქვეყანა, მათი საზღვრის გავლით, შესაძლოა, უამრავი ადამიანი ჩამოვიდესო.

ვიზალიბერალიზაციაზე ჯერ გარკვეული არაფერი იყო და მთელი ქვეყანა მოლოდინით დაზაფრეს, რითაც ამ ხელისუფლებამ ამომრჩეველი დაკარგა. სამწუხაროა, რომ ამ სისულელეებით ხალხის მოტყუებას ისევ განაგრძობენ, რადგან, როდესაც სატელევიზიო ეთერში სხედან, ოპონენტი არ ჰყავთ, რომელიც შეახსენებს, რამდენჯერ მოატყუეს ხალხი.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ივანიშვილმა თქვა ასეთი რამ, რომ მე საქართველოში ბიზნესი არ მაქვსო, ჰოდა, ბიძო თუარ დებს ინვესტიციას საქართველოში სხვა ვინ ჩადებს? პანორამას ვაშენებო! მთელი საქართველო პანორამა არ არის? ხალხს პანორამა კი არა სამუშაო უნდა.,ხალხი უმუშევრობით დადებილდნენ, ზოგი ლოთობს, ზოგი ბოზობს, ზოგი თამაშობს, ხელისუფლება კი ნელ-ნელა გვყიდიან და პარტიები რიგში დგანან გასაყიდად.

  2. ბიძო არის პროექტი რომელიც მზადდებოდა დიდიხანი ვაი თუ სააკაშვილი არ გაამართლებდა ან კიდევ ამოწურავდა თავს. რასაც ბიძო ამ წლების განმავლობაში აკეთებდა იყო პროექტის ნაწილი და კარგად გათვლილი იმიჯისთვის და რეპუტაციისთვის. წლები სჭირდება ესეთი პერსონების შექმნას, ისე მაგას არავინ არ აშოვნინებდა ამხელა ფულს, აშოვნინეს და ეხლა იყენებენ ვიღაც ვიღაცეები. თან ამას ემატება ის რომ ვერავინ ვერანაირ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს ვერ აგდებს ბიძოს შესახებ იმიტომ რომ ყველაფერი კარგად გასაიდუმლოვებულია, სუფთა KGB-შნიკური გათვლაა….

  3. გამოცდილების და ცოდნის გარდა ბევრი რამე აკლია ბიძინას, პირველ რიგში ხალხი, ეს ხალხი ვინც მას გვერდში ყავს და თავს ახვევია არიან ერთი ჩვეულებრივი მლიქვნელები და მეტი არაფერი, არაფერი ხალხი ამას არ ყავს, შეხედეთ რას გავს პარლამენტი, საკრებულო ან მთლიანად მთავრობა, ზოოპარკია და მეტი არაფერი და ამ ხალხის გამო მთლიანად პოლიტიკას საქართველოში ცუდი სუნი აზდის. ასე რომ ახალი სისხლი არ შემოედინა ქართულ პოლიტიკაში და ეს ძველი ნაყარ ნუყარი ხალხი სანაგვე ურნაში არ გადაეშვა რა ხალხითაც არის მგანსაკუთრებით “ოცნება” სავსე მანამდე არ იქნება საშველი. რაც შეეხება არჩევნებ, ამ აღცევნებზე უკვე ნაკლები შანში აქვს “ოცნებას” არამგონია უმრავლესობით მოვიდეს ან საერთოდ შევიდეს პარლამენტში, თუ რათქმაუნდა ნაგლად არ გააყალბეს არჩევნები.

  4. IVANIshvil tu kavshirebi ara aqvs, vigas qonia kavshirebi. naxevari saqartvelo shimshilobs da kacma amdeni miliardi kavshirebis gareshe ishova?. shexedav kaci janmrteli, gonieri mosaobre sigaretis bichokebs dasdevs. ivanishvilma ki zustad miliardebi daagrova kavshirebiit, intuiciit da gamWriaxi gonebiT. ertxel wyoniam tkva- Sheizleba me, politikosebivit mwermetyveli ara varo.. asea es. sxva sqamea, man ra moindoma. sulac ar var qoci an misi momxre, magram, mecineba xolme ase, rom moixsenieben. goneba ar uwris. ugunuri da mconari , aqamde miwashi iwveboda,tu gavitvaliswinebt romeli wlebidan iwyebs biznesmenobas.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here