Home რუბრიკები ბლოგი იოსებ ჯუღაშვილი-სტალინის საუკეთესო ხუმრობები

იოსებ ჯუღაშვილი-სტალინის საუკეთესო ხუმრობები

3726

ისტორიიდან ცნობილია, რომ სტალინს ხუმრობა ძალიან უყვარდა და რაც მთავარია კარგად გამოსდიოდა. მინდა გაგაცნოთ რამდენიმე:

1.ავტომანქანა „პობედაზე” მუშაობისას, გადაწყვიტეს, მისთვის სამშობლო” დაერქმიათ. რა თქმა უნდა, ეს ამბავი სტალინსაც მოახსენეს. ბელადმა ირონიულად იკითხა: „საინტერესოა, რა ფასი ექნება ჩვენთან სამშობლოს?” „Ну и почём у нас будет Родина?“მანქანის დასახელება სასწრაფოდ შეცვალეს.

2. ერთხელ სტალინს მოახსენეს, მარშალ როკოსოვსკის საყვარელი გაუჩენია, ცნობილი მსახიობი ვალენტინა სეროვა და რა ვქნათო. სტალინმა ჩიბუხი გამოიღო, ცოტა ხანს იფიქრა და უპასუხა:

რა ვქნათ და მგონი, უნდა შეგვშურდეს!

3. საარტილერიო სისტემების კონსტრუქტორი ვ. გ. გრამინი იხსენებს: „1942 წლის მიწურულს სტალინმა თავისთან მიხმო და მითხრა:

თქვენმა ქვემეხებმა რუსეთი გადაარჩინა. რას ისურვებთ: სოციალისტური შრომის გმირის წოდებას თუ სტალინურ პრემიას?

– ჩემთვის სულერთია, ამხანაგო სტალინ.

ორიოდე დღეში გავიგე, რომ ორივე მომცეს.

4. ერთხელ სტალინი ახალ ფილმს „მატარებელი აღმოსავლეთისკენ მიემგზავრება” უყურებდა. დიდი ვერაფერი კინო იყო, მატარებლის გაუთავებელი რახრახი და აქა-იქ გაჩერებები, ერთ გაჩერებაზე სტალინმა იკითხა:

ეს რა სადგურია?

– დემიანოვკა.

ოო, ჩემი ჩასვლის დრო მოსულა, – თქვა და დარბაზი დატოვა.

5. ომის შემდეგ სტალინმა გაიგო, რომ ვინმე პროფესორმა კ-მ მოსკოვის შემოგარენში უშველებელი აგარაკი ააშენა. მან პროფესორი გამოიძახა და ჰკითხა: მართალია, რომ რამდენიმეათასიანი აგარაკი აიშენეთ?!” – „მართალია, ამხანაგო სტალინ”, – უპასუხა პროფესორმა. – დიდი მადლობა საბავშვო სახლის ბავშვების სახელით, რომლებსაც ეს შენობა აჩუქეთ– უპასუხა სტალინმა და პროფესორი ლექციების წასაკითხად ნოვოსიბირსკში გაამწესა.

6. სტალინმა მეტეოროლოგებს ჰკითხა, რამდენი პროცენტით იცნობთ ამინდსო:

– 40 პროცენტით, ამხანაგო სტალინ.

თქვენც ადექით და უკუღმა ილაპარაკეთ და 60 პროცენტი გამოგივათ.

7. ქვანახშირის მრეწველობის მინისტრის კანდიდატურის შერჩევისას, ერთ-ერთი მაღაროს დირექტორის, ზასიადკოს კანდიდატურა წამოაყენეს.

– კარგია, თუმცა სპირტიან სასმელებს ეტანება – იუარა ვიღაცამ.

სტალინმა მასთან შეხვედრა ისურვა. მოვიდა ზასიადკო. სტალინი გაესაუბრა და თან დალევა შესთავაზა.

– სიამოვნებით, – უპასუხა ზასიადკომ და არაყი დაისხა: – თქვენ გაგიმარჯოთ ამხანაგო სტალინ! – დალია და საუბარი განაგრძო.

   სტალინი ყურადღებით აკვირდება და ჭიქას მეორედ უვსებს. ზასიადკომ მეორე ჭიქასაც გადაუძახა და ისევ განაგრძო საქმიანი საუბარი. სტალინმა მესამე შესთავაზა, მაგრამ თანამოსაუბრემ ჭიქა გვერდზე გაწია და თქვა:

ზასიადკომ ზომა იცის.

პოლიტბიუროს სხდომაზე, როდესაც ისევ ზასიადკოს კანდიდატურა წამოაყენეს, ვიღაცამ ისევ თქვა სპირტიან სასმელებს ეტანებაო.

სტალინი ოთახში ბოლთას სცემდა, მიუბრუნდა შეკრებილებს და უთხრა:

ზასიადკომ ზომა იცის.

ამის შემდეგ, ზასიადკო მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ქვეყნის ქვანახშირის მრეწველობას.

8. ერთმა გენერალ-პოლკოვნიკმა სტალინს საქმის ვითარება მოახსენა. მთავარსარდალი კმაყოფილი ჩანდა, მოხსენების დასრულების შემდეგ გენერალმა ბელადს შეკადრა: „ამხანაგო სტალინ, ერთი პირადი თხოვნა მაქვს, გერმანიაში  ჩემთვის საინტერესო რაღაც ნივთები ავარჩიე, მაგრამ საზღვარზე ჩამომართვეს, გთხოვთ, თუ შეიძლება ის ნივთები დამიბრუნონ”.

– „შეიძლება. პატაკი დაწერეთ და რეზოლუციას დავადებ“.

გენერალ- პოლკოვნიკმა ჯიბიდან გამზადებული პატაკი ამოიღო და ბელადს მაგიდაზე დაუდო. სტალინმა რეზოლუცია დაადო. გენერალი მადლობებში დაიღვარა.

მადლობად არ ღირს“, – შენიშნა სტალინმა.

გენერალ-პოლკოვნიკმა რეზოლუციას თვალი გადაავლო: დაუბრუნეთ პოლკოვნიკს, მისი ხარახურა. სტალინი“.

გენერალი ბელადს მიუბრუნდა: „ამხანაგო სტალინ. შეცდომაა, მე პოლკოვნიკი კი არა გენერალ- პოლკოვნიკი ვარ”.

არა, აქ ყველაფერი სწორად წერია, ამხანაგო პოლკოვნიკო“, – უპასუხა სტალინმა.

9. 1938 წლიდან ადმირალი ისაკოვი სამხედრო საზღვაო ფლოტის სახ. კომისრის მოადგილე იყო.

 1946 წელს სტალინმა დაურეკა და უთხრა: გადავწყვიტეთ მთავარი საზღვაო შტაბის უფროსად დაგნიშნოთო.

ისაკოვმა უპასუხა: „ამხანაგო სტალინ, უნდა გითხრათ, რომ სერიოზული ნაკლი გამაჩნია, ცალი ფეხი ამპუტირებული მაქვს”.

თქვენს წინამორბედს თავი არ ჰქონდა და მაინც მუშაობდა. თქვენ კი მხოლოდ ცალი ფეხი გაკლიათეგ საშიში არ არის“. – დაასკვნა სტალინმა.

10. ომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ა. ზვერევმა აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ცნობილ მწერალს ძალიან დიდ ჰონორარს უხდიდნენ. მოამზადა შესაბამისი პატაკი და სტალინს წარუდგინა. სტალინი პატაკს გაეცნო და ზვერევს უთხრა:გამოდის, რომ მილიონერი მწერლები გვყავს? საშინლად ჟღერს არა ამხანაგო ზვერევ? მწერალიმილიონერი!”

„მართალია, ამხანაგო სტალინ, საშინელებაა” – დაუდასტურა მინისტრმა.

სტალინმა ზვერევს პატაკზე წარწერა გაუკეთა და დაუბრუნა; მინისტრმა წაიკითხა: ამხანაგო ზვერევ! საშინელი ისაა, რომ ასე ცოტა მწერალი მილიონერი გვყავს! მწერალიერის მეხსიერებაა. წარმოგიდგენიათ მშიერი მწერლები რას დაწერენ?”

11. ერთხელ უცხოელმა კორესპონდენტმა სტალინს ჰკითხა:

– სომხეთის გერბზე რატომ არის გამოსახული არარატის მთა, ის ხომ სომხეთის ტერიტორიაზე არ მდებარეობს?

სტალინმა უპასუხა:

თურქეთის გერბზე ნახევარმთვარეა გამოსახული, გინდათ დამარწმუნოთ,რომ მთვარე თურქეთის ტერიტორიაზეა?

12. უკრაინის სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარი პოლიტბიუროზე დაიბარეს. მან იკითხა:

– როგორ უნდა მოგახსენოთ, მოკლედ თუ დაწვრილებით?

როგორც გნებავთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რეგლამენტი სამი წუთია, – უპასუხა სტალინმა.

13. დიდ თეატრში გლინკას ოპერის „ივანე სუსანინის” ახალ დადგმას ამზადებდნენ. კომისიამ ბოლშაკოვის ხელმძღვანელობით გადაწყვიტა, რომ უნდა მოეხსნათ ფინალი , სადაც იყო სიტყვები: „იდიდე, რუსო ერო!” აქაოდა ზედმეტად ეკლესიური და პატრიარქალურიაო…

მოახსენეს სტალინს.

– „მოდით ასე მოვიქცეთ. ფინალი დავტოვოთ, აი, ბოლშაკოვი კი მოვხსნათ“…

14. როდესაც წყდებოდა რა ექნათ გერმანიის სამხედრო ფლოტისთვის, სტალინმა განაცხადა: გავიყოთო, ჩერჩილმა შემხვედრი წინადადება წამოაყენა: „ჩავძიროთ”.

სტალინმა უპასუხა: თქვენი ნახევარი შეგიძლიათ ჩაძიროთ“.

15. სტალინი სამხატვრო თეატრში მივიდა. შეეგება სტალინსლავსკი, ხელი გაუწოდა და თავისი ნამდვილი გვარით გაეცნო: „ალექსეევი”. ჯუღაშვილი, – უპასუხა სტალინმა და თავის სავარძელს მიაშურა.

16. პოტსდამის კონფერენციაზე ჰარიმანმა სტალინს ჰკითხა:

– „მას შემდეგ, რაც 1941-ში გერმანელები მოსკოვიდან 18 კილომეტრში იყვნენ, ალბათ ახლა დამხობილი ბერლინის გაყოფა გსიამოვნებთ?”

მეფე ალექსანდრე პარიზამდე ჩავიდა“, – უპასუხა სტალინმა.

17. მოლაპარაკებებზე, ომისშემდგომ საზღვრებთან დაკავშირებით კამათი გაიმართ,  ჩერჩილმა თქვა:

– „ლვოვი რუსული ქალაქი არასდროს ყოფილა!”

სამაგიეროდ ვარშავა იყო“, – უპასუხა სტალინმა.

18. სტალინის დაცვის წევრი ა. რიბინი იხსენებს: მგზავრობისას სტალინს ხშირად თან ახლდა დაცვის წევრი ტუკოვი, რომელიც წინა სავარძელში ჯდებოდა და როგორც წესი, გზაში თვლემდა. პოლიტბიუროს ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, სტალინს უთხრა:

– ამხანაგო სტალინ, ვერ გამიგია, ვინ ვის იცავს?

ეგ რა არის, – უპასუხა ბელადმა ზოგჯერ თავის პისტოლეტს მაძლევს ხოლმე, რა იცი, რა ხდებაო!

19. უკრაინის მოვლენების ფონზე სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეორგოლი სახელწოდებით “სტალინის ხუმრობა”. რგოლში მოთხრობილია ამბავი, თუ როგორი მოხერხებული ხუმრობით უთხრა სტალინმა ჩერჩილსა და რუზველტს ყირიმის გადაცემაზე უარი.

“ეს იყო ყირიმში. 1945 წლის თებერვალში, ხვდებოდნენ სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი. საქმე ეხებოდა ევროპის ომისშემდგომი გადანაწილების საკითხს. ჩერჩილი და რუზველტი სთხოვდნენ სტალინს: “დაგვითმე ყირიმი, ჩვენ კი, ევროპაში ასეთივე ნაწილს მოგცემთო”.

სტალინი დაფიქრდა და უთხრა, “კარგი, მე თქვენ მოგცემთ ყირიმს, თუ გამოიცნობთ ჩემ ხელზე, ამ სამი თითიდან რომელია შუაო”.

რუზველტი და ჩერჩილი მას ხუმრობას ვერ მიუხვდნენ და საბოლოოდ სტალინისგან სამი თითის კომბინაცია მიიღეს.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=QD4Oe9w-0rM

 მასალა მოამზადა კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here