Home რუბრიკები პოლიტიკა პენტაგონის წარმომადგენელი: რუსეთს შეუძლია 60 საათში გაანადგუროს ნატოს ჯარები

პენტაგონის წარმომადგენელი: რუსეთს შეუძლია 60 საათში გაანადგუროს ნატოს ჯარები

501

რუსეთის არმიას სულ 60 საათი ან უფრო ნაკლები დასჭირდება ბალტიისპირეთში ნატოს ჯარების წინააღმდეგობის დასაძლევად და ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის დედაქალაქების დასაკავებლად”, _ წერს ამერიკული გამოცემა The Weekly Standard აშშის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანაშემწის _ მაიკლ კარპენტერის სიტყვებზე დაყრდნობით.

თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად ამერიკელ მაღალჩინოსანს, რომელიც პენტაგონში რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებს კურატორობს, მოჰყავს ამა წლის თებერვალში სტრატეგიული კვლევების ამერიკული ცენტრის _ RAND-ის მიერ გამოქვეყნებული მოხსენება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის არმიას სამი დღე-ღამე დასჭირდება რიგაში, ვილნიუსსა და ტალინში შესასვლელად და ამაში მას ნატოს ჯარები ხელს ვერ შეუშლიან.

არ მგონია, რომ ამ მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ ვითარება გაუმჯობესდა, რუსეთს აშკარა უპირატესობა აქვს დროსა და სივრცეში. ამჟამად ნატოს არ შეუძლია წარმატებით დაიცვას თავისი ყველაზე მოწყვლადი წევრების ტერიტორიები”, _ განაცხადა კარპენტერმა აშშის სენატში გამართულ მოსმენაზე.

აშშ-ის სამხედრო უწყების მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა რუსეთის არმიის ძლიერებას, მაგრამ არ უთქვამს, რატომ უნდა დაესხას თავს ის ბალტიისპირეთს. დამარცხებისთვის წინასწარგანწირული რიტორიკის აზრი გამჟღავნდა მაშინ, როდესაც კარპენტერმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მუშაობს თავისი თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებაზე აღმოსავლეთ ევროპაში და სენატორებს მოუწოდა, იქ დამატებით კიდევ 7 ბრიგადა გაგზავნონ.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს პოლონეთში დაიწყო ნატოს ჯარების სწავლება “ანაკონდა”. ამ სწავლებაში, რომელიც ყველაზე მასშტაბურია ცივი ომის დასრულების შემდეგ, 24 ქვეყნის 31 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here