Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

719

ლონდონში ნუდისტური რესტორანი გაიხსნა

ლონდონის სამხრეთში ახალგახსნილ ნუდისტურ რეატორან Bunyadiში შესასვლელ სიაში უკვე

40 ათასი ადამიანი ჩაეწერა.

რესტორნის მესვეურები ამბობენ, რომ ასეთი გასტრონომიული დაწესებულება მსოფლიოში პირველია და განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, თავი “ჭეშმარიტად თავისუფლად” იგრძნონ. რესტორნის მევეურები სტუმრებს სთავაზობენ, განთავისუფლდნენ თანამედროვე ცხოვრების ატრიბუტებისგან _ ტელეფონებისგან, ელექტრონათურებისგან და ტანსაცმლისგანაც კი. Bunyadi ჰინდის ენაზე ბუნებრივს ნიშნავს და “შიშველი” რესტორანი ამ სიტყვას სრულიად შეესაბამება.

რესტორანში კერძებს, მათ შორის, ვეგეტარიანულს, არა ელექტრო ან აირღუმელში, არამედ ცეცხლზე ამზადებენ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ღვინო კონსერვანტების გარეშე. ჭურჭელი და ავეჯი ხელით არის დამზადებული, ინტერიერს კი ელექტრონათურების ნაცვლად სანთლები ანათებს. მსოფლიოში პირველ ნუდისტურ რესტორანში სტუმრებს შიშველი ოფიციანტები ემსახურებიან _ მათ მხოლოდ ლეღვის ფოთლები აქვთ აფარებული სასქესო ორგანოებზე. უჩვეულო გასტრონომიული ობიექტის მორცხვმა კლიენტებმა თავი უხერხულად რომ არ იგრძნონ, მაგიდები ტიხრებითაა გამოყოფილი. ფართოდ რეკლამირებულმა ნუდისტურმა რესტორანმა სწრაფად მოიხვეჭა პოპულარობა და ახლა იქ შემსვლელთა სიაში უკვე 40 ათასამდე კაცია ჩაწერილი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/evr1.jpg

ევროპული კულტურა _ შვეიცარიაში გამართული თავისუფლებისა და სხეულის ფესტივალის ამსახველი კადრები

პოსტსაბჭოთა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს, მოქალაქეთა საკმაო ნაწილს, განსაკუთრებით _ ახალგაზრდებს, სურთ, ევროპელებს დაემსგავსონ. მათგან ბევრი ახლავე გაემგზავრებოდა ევროპაში სამუშაოდ ან რომელიმე პროფესიის დასაუფლებლად, მაგრამ იმისათვის, რომ ევროპელი გახდე, უნდა მიიღო ევროპული კულტურა ისეთი, როგორიც არის. ამჟამინდელი ევროპული კულტურა კი დიდწილად ისეთია, როგორიც ამ ფოტოებზეა აღბეჭდილი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/evr2.jpg

ეს არის 2015 წლის სექტემბერში შვეიცარიაში გამართული თავისუფლებისა და სხეულის ფესტივალის ამსახველი კადრები.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/kundzuli-1.jpg

კუნძული ცოლქმრული ღალატის მოყვარულთათვის

გსურთ, უღალატოთ მეუღლეს? ამას მალე უპრობლემოდ მოახერხებთ _ ცოლქმრული ღალატის მომხრეებს თავიანთი კუნძული ექნებათ.

ერთ-ერთი ბრიტანული ვებგვერდი, რომელიც დაკავებულია ადამიანების ურთიერთგაცნობით, ნისლიანი ალბიონის სანაპიროსთან კუნძულის შეძენას გეგმავს. ეს იქნება საიდუმლო და უსაფრთხო ადგილი ღალატისთვის. კუნძულზე კურორტის შექმნის ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ კუნძულზე გართობის მსურველს ვერავინ დააბეზღებს მეუღლესთან.

კურორტს, რომელიც 2017 წელს გაიხსნება, უკვე შეურჩიეს სახელი _ “უკანონო დასვენება”. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქალაქ პორტსმუტიდან 161 კმ-ით დაშორებული კუნძულის შესაძენად.

კუნძულზე ერთკვირიანი დასვენება მსურველს 6-დან 18,5 ათას ევრომდე დაუჯდება. კურორტზე ააშენებენ საიდუმლო ოთახებს, სპა-სალონებსა და ლაბორატორიასაც კი, რომელშიც ახალჩასულს საფუძვლიან გამოკვლევას ჩაუტარებენ, აქვს თუ არა რომელიმე ინფექცია. კუნძულის სტუმრებს საშუალება ექნებათ, სკაიპით დაუკავშირდნენ თავიანთ ცოლებსა და ქმრებს, რათა მათ არაფერი იეჭვონ და აუხსნან, რომ “სამსახურში საქმით არიან დაკავებულნი”.

1 COMMENT

  1. რატომ უნდა მოგინდეს ასეთ ევროპასთან სიახლოვე,მე არ მესმის……….თქვენ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here