Home რუბრიკები საზოგადოება ზაფხული ივანიშვილმა იყიდა!

ზაფხული ივანიშვილმა იყიდა!

618

უკვე ზაფხულია, მაგრამ საქართველოში ამას ნაკლებად გრძნობს ხალხი _ დიდი ხანია, ადამიანები უშედეგოდ ნატრობენ მზის სხივებს. ინფორმაცია, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, საიდუმლოდ შეინახეთ და არავის გაანდოთ, რადგან მისმა გამჟღავნებამ, შესაძლოა, თქვენს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. როგორც ჩვენს წყაროსნაციონალური მოძრაობისანონიმმა დეპუტატმა განუცხადა, საქართველოს ზაფხული ბიძინა ივანიშვილმა იყიდა.

წყაროს ინფორმაციით, ოლიგარქმა ზაფხულის სამივე თვე საკმაოდ დიდ თანხად შეიძინა გარემოს დაცვის სამინისტროსგან და სოლოლაკში, სპეციალურ კოლბაში ინახავს.

როგორც ნასყიდობის დოკუმენტშია აღნიშნული, შეძენილია 40 გრადუსამდე ჰაერის ტემპერატურა, მზის სხივები, ჩიტების ჭიკჭიკი, ჭრიჭინის ხმა და დილის სუფთა ჰაერი.

ამიტომაც არის ყოველი დილა წვიმიანი, ღრუბლიანი და ბნელი. მზე სოლოლაკის შუშის სასახლეშია გამოკეტილი და მიმართულია მხოლოდ ბერას ოთახებისა და ბიძინა ივანიშვილის ბაღ-ბოსტნებისკენ. აგრეთვე, ცნობილია, რომ მზის სხივების ნაწილი გადანახულია ბიზნესმენის ახალშეძენილი ტიტასთვისაც, რომელიც აკლიმატიზაციის პროცესშია და ბევრი სხივი ესაჭიროება.

ივანიშვილი მომავალი ზაფხულის რეზერვებსაც შეიძენს, რომლებსაც რუსეთს მიჰყიდის ციმბირში გადასანაწილებლად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, _ ამბობს წყარო-დეპუტატი.

“ნაციონალური მოძრაობა” ამ ინფორმაციის გასაჯაროებას არჩევნებამდე 1 დღით ადრე გეგმავს და დარწმუნებულია, რომ 9 ოქტომბერს უკვე თავად ჩაუდგება სათავეში ხელისუფლებას.

“ჩვენი მოსვლით დავაბრუნებთ ძველ დიდებას, ზაფხულს, მცხუნვარე მზეს, ჩიტების ჭიკჭიკსა და ჭრიჭინების ხმას”, _ ამბობენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, ისინი უკვე იმასაც ეჭვობენ, რომ, შესაძლოა, ზამთარიც ივანიშვილმა შეიძინა, რადგან საახალწლოდ თბილისში არც თოვლი ყოფილა და არც _ ყინვა.

“ამჯერად ვმუშაობთ იმაზე, რომ დავადგინოთ, იყიდა თუ არა ზამთარიც ივანიშვილმა. გაიხსენეთ, როგორი ამინდები იყო ამ ზამთარს. ჩვენი ინფორმაციით, თოვლისა და ყინვის ნაცვლად, ივანიშვილმა დაბალი ხარისხის მზე და ყინვა რუსეთისგან იყიდა და ამით გადაგვატარა ეს სეზონი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ, ვამხელთ მის რუსულ გეგმებს და ერთხელ და სამუდამოდ დავუსვამთ წერტილს მის ბოგინს ამ ქვეყანაში”, _ ამბობენ ოპოზიციონერი პარლამენტარები.

ონორე დე პუტატი

1 COMMENT

  1. უკბილო ხუმრობაა, თქვენ იმაზე დაწერეთ ტყეები რომ იჩეხება უკანონოდ, ზელიმიტურად
    ალტერნატიულ წყაროს ქვანახშირს არ იყენებენ და გარემოს დაცვის მინისტრი რომ არა-
    პროფესიონალია, \\\”მენტია\\\” და არა მენეჯერი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here