Home რუბრიკები სამართალი ახალი ზელანდიის პოლიციამ 500 კილოგრამამდე მეტამფეტამინი ამოიღო

ახალი ზელანდიის პოლიციამ 500 კილოგრამამდე მეტამფეტამინი ამოიღო

634

ახალი ზელანდიის პოლიციამ სამ მამაკაცს ავტომობილის ჩხრეკისას 500 კილოგრამი მეტამფეტამინი უპოვა. ნარკოტიკების ღირებულება დაახლოებით 315 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. იუწყება სააგენტოროიტერი”. 

დანაშაულში ეჭვმიტანილები მიმდინარე წლის 12 ივნისს დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების ავტომობილებში ჩატარებული ჩხრეკისას აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს. დიდი ოდენობით  მეტამფეტამინი ამოიღეს ერთ-ერთი მიტოვებული ნავიდანაც, რომელიც სანაპიროდან 90 კილომეტრში იპოვეს.

პოლიციის განცხადებით, ნარკოტიკების ეს პარტია ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდია. მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა 334 კილოგრამი მეტამფეტამინი ამოიღეს, ეს აქამდე ყველაზე დიდ რაოდენობად ითვლება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here