Home რუბრიკები პოლიტიკა თურქეთის პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს

თურქეთის პრეზიდენტს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს

505

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის რუს კოლეგას _ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა. თურქეთის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ მისი სურვილია, „უახლოეს მომავალში“  რუსეთთურქეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს.

“ბატონო პრეზიდენტო! მინდა, თურქეთის მოქალაქეების სახელით, ყველა რუსს “რუსეთის დღე” მივულოცო. ასევე ჩემი სურვილია, რომ უახლოეს მომავალში  რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდეს”, _ ნათქვამია წერილში.

თავის მხრივ, თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი იილდირიმმაც გაუგზავნა წერილი თავის რუს კოლეგას _ დიმიტრი მედვედევს. მან იმედი გამოთქვა, რომ “უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა ხალხის საერთო ინტერესების გათვალისწინებით მოხდება”.

რუსეთსა და თურქეთს შორის  ურთიერთობა  გასული წლის შემოდგომაზე გაუარესდა, მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს თურქეთის საჰაერო ძალებმა რუსული ბომბდამშენი “სუ-24” ჩამოაგდეს, რომელიც სირიაში ანტიტერორისტულ ოპერაციებში იყო ჩართული. ამის შემდეგ რუსეთმა თურქეთს სხვადასხვა ეკონომიკური სანქცია დაუწესა. 

1 COMMENT

  1. თურქეთს სურს რუსეთთან ლაპარაკი და, დამპალო ხელისუფლებავ! თქვენ რა ჭირი და-გემართად?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here