Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს, კოსოვოს, უკრაინასა და თურქეთს ვიზების ლიბერალიზაციაზე უარი განუცხადეს

საქართველოს, კოსოვოს, უკრაინასა და თურქეთს ვიზების ლიბერალიზაციაზე უარი განუცხადეს

466

საქართველომ, კოსოვომ, უკრაინამ და თურქეთმა ვიზალიბერალიზაციაზე უარი მიიღეს, სულ ცოტა, სექტემბრამდე, – წერს The Wall Street Journal _ გერმანიისთვის პრობლემაა ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულები. საფრანგეთი კი თვლის, რომ მომატებული ტერორიზმის საშიშროების პერიოდში, უვიზო რეჟიმის მიცემით, შესაძლებელია დამატებითი პრობლემები შეიქმნას.

საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს დეკემბრიდან ელოდება, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ 8 ივნისს, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების 28-ვე ელჩი შეიკრიბა, ხმების საკმარისი რაოდენობის მიღება შეუძლებელი შეიქნა.

ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადების თანახმად, სექტემბერი არის უახლოესი პერიოდი იმისათვის, რომ ევროკავშირის მთავრობამ და ევროპის პარლამენტმა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერონ.

იტალიისა და საფრანგეთის პოზიციაა, გადაწყვეტილება მიღებული იქნას ახალი წესებისა და რეგულაციების შემდეგ, რომლთა მეშვეობითაც ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის დახურვას ადვილად შეძლებს, თუკი რამე პრობლემა შეიქმნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here