Home რუბრიკები პოლიტიკა ევროსამართალი, ორი გვამი და “პოლიტპატიმარი” ვანო

ევროსამართალი, ორი გვამი და “პოლიტპატიმარი” ვანო

546

“ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია”! _ საზეიმოდ გვამცნო “ნაციონალურმა მოძრაობამ” და, რა თქმა უნდა, “რუსთავი 2”-მაც. ახალი არაფერი უთქვამთ, მაგრამ ამჯერად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაიმოწმეს. ზუსტად ისე აფრიალეს სასამართლოს პრესრელიზი, როგორც სააკაშვილი აფრიალებდა შევარდნაძის მთავრობის სხდომაზე “კორუმპირებული” მოხელეების სასახლეთა ფოტოებს. მერე კი გაირკვა, რომ ეს სულ სხვა ფოტოები იყო, მაგრამ იმწუთას ხომ მოახდინა ეფექტი!

ნაციონალები ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, როცა ხელს უწყობენ ინფორმაციის გავრცელებას, თითქოს “სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილი გაამართლა”. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ არის სააპელაციო ინსტანცია, იგი ბრალდებულის ბრალს არ ადგენს და არც განაჩენს ცვლის. ის მხოლოდ ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადასტურებს.

რთული მისახვედრი არ არის, რა რეაქციას გამოიწვევდა ქართველ საზოგადოებაში სასამართლოს გადაწყვეტილების ამგვარი ინტერპრეტაცია. ორი გვამი მჭირდებამერაბიშვილის უფლებებს ციმციმ იცავენ, მაშინ, როცა მისი და მის მიერ შექმნილიწარმატებული და ეფექტიანი ხელისუფლებისწყალობით საქართველოს ათასობით მოქალაქეს უფლებები აჰყარეს, აწამეს, აბუჩად აიგდეს დაგააკულაკეს”.

არც იმის მიხვედრა არის რთული, რომ საზოგადოებაში “ნაციონალური მოძრაობის” “გამარჯვების” ყოველი დაანონსება კიდევ უფრო დიდ აგრესიას იწვევს იმ ევროპის მიმართ, რომელიც იცავს ვანო მერაბიშვილს და იმ სისტემას, რომელმაც ძალმომრეობა და სისასტიკე ნორმად აქცია. განა ნაციონალებმა ეს არ იციან? შესანიშნავად იციან, მაგრამ მაინც ხელს უწყობენ, რადგან ამით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ მოქმედი ხელისუფლების უნიათობას და წინასაარჩევნოდ მის გამოყენებას ცდილობენ.

რა ვქნათ ახლა _ ოღონდ ნაციონალებს არ გაუხარდეთ და “ოცნება” გავამართლოთ? რა გამართლება აქვს იმას, რომ გახმაურებულ საქმეებზე სათანადო მტკიცებულებებს ქრონიკულად ვერ წარადგენს პროკურატურა, ან იმას, რომ ტრაგიკულიდან სასაცილომდე ყოველთვის იმ ერთ საბედისწერო ნაბიჯს დგამს? ყოფილ ხელისუფლებას და დღეს არასამთავრობოებადგადაღებილმის სახეებს სწორედაც ხელს აძლევს ადამიანის უფლებათა დამცველის მანტიის მორგება, მაგრამ სააკაშვილის ბებიის 14 წლისჰონდასდაყადაღება მართლაც საზოგადოების აბუჩად აგდებაა და სხვა არაფერი.

განა ეს ყოველივე ყბადაღებული კოაბიტაციის გამო არ ხდება? სააკაშვილის გამოზრდილი პროკურორები, მოსამართლეები, სამართალდამცავები ამას უცოდინარობით აკეთებენ? იქნებ შეგნებულად? ან იქნებ აქ კიდევ უფრო ღრმა გარიგებაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს? აკი დაგვამუნათეს, _ კოაბიტაცია ხალხმა დაგვავალაო! იმ ხალხს ერთი პარტიის სახელი ჰქვია და სწორედ ეს თავსმოხვეული კოაბიტაცია დახვდება წინ საარჩევნო ურნებთან “ქართულ ოცნებას”.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილებაში არსად ჩანს მერაბიშვილისპოლიტპატიმრობა”, რომ დადასტურდა მხოლოდ ორი ხარვეზი და რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება. მაგრამ არავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ბოკერიასა და ბაქრაძეს მიზანმიმართულად შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში. კერძოდ, მათ განცხადებაში ნათქვამია: “შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ სფეროში კონტინენტზე, მათ შორის, საქართველოსთვის, უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა”.

შეუძლებელია არ იცოდნენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო სწორედაც არ წარმოადგენს უმაღლეს ინსტანციას კონვენციას მიერთებული სახელმწიფოების სასამართლო სისტემის მიმართ, ამიტომ მას არ შეუძლია ეროვნული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება ან გადახედვა. იგი მხოლოდ კონკრეტულ საჩივრებს განიხილავს და აპლიკანტის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში მატერიალური და მორალური ზიანის ფინანსური კომპენსაციის დანიშვნა შეუძლია.

დაცინვაა, როცა სასტიკად ნაწამები და მოკლული სანდრო გირგვლიანის ოჯახს იმავე სასამართლომ 50 ათასი ევრო მიაკუთვნა. ნუთუ ამდენი ღირს ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე?! მაგრამ კიდევ უფრო სასაცილოა, როცა ვანო მერაბიშვილს 12 ათას ევროს აკუთვნებენ მისი დარღვეული უფლებების გამო და ეს თანხა მის მიერ უფლებააყრილი მოქალაქეების ჯიბიდან უნდა ამოიღონ.

ერთი პოზიტივი უთუოდ ახლავს ამ გადაწყვეტილებას: “ნაცმოძრაობის” ყოფილ მაღალჩინოსანს და დღეს მერაბიშვილის ვექილს, ოთო კახიძეს, სტრასბურგმა ნათლად მიანიშნა, რომ მისი საადვოკატო კვალიფიკაცია 35 ათასი ევრო არ ღირს და 4 ათასი მიაკუთვნა, თუმცა ისიც ჩვენი ჯიბიდან.

სიცრუის მატირაჟირებელნაციონალურ მოძრაობასკი წაუგებელი თამაში მიჰყავს: იციან, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გაუცრუებს ხალხს ევროპის იმედს და, სახელისუფლო ბეღლიდან ჩამოცილებულები, ისევრუსულ პროპაგანდასდააბრალებენ ამას. ამ საქმეში დასავლეთი მსუყე გრანტებს რომ გადაიხდის, ესეც ცნობილია და, სტრასბურგისა არ იყოს, ახლა უკვე ასე აითვისებენ ფულს. ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო, ამაზეა ნათქვამი. ახლა მთავარია, გამწარებულმა ხალხმა ჯამ-ჭურჭელი არ დაუმტვრიოს უტიფარ პარტიას, სხვა დანარჩენს მოევლება.

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. ეტყობა სტრასბურგის მოსამართლეები (უკეთეს შემთხვევაში) ტყემალზე ზიან ან (უარეს შემთხვევაში) მსუყე ქრთამები აქვთ აღებული ვანოს მიერ მოპარული მილიონებიდან.

  2. ნაცები ნაგვები არიან. ნაგვის სახლში შემნახველები ვინღა არიან? ნაგავში მობანავენი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here