Home რუბრიკები საზოგადოება სტალინისა და მისი ბიუსტის წინააღმდეგ ამხედრებული სულგაყიდული ნიკა და გამოფარცხანაყანებული ვასიკო

სტალინისა და მისი ბიუსტის წინააღმდეგ ამხედრებული სულგაყიდული ნიკა და გამოფარცხანაყანებული ვასიკო

1236

2015 წლის ოქტომბერში გორის საკრებულომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო _ სტალინის ძეგლის დადგმაზე უარი განაცხადა. ამან ნეგატიური რეზონანსი გამოიწვია ქვეყანაში და ზოგ სოფელში მოსახლეობამ თვითონ დაიწყო სტალინის ძეგლების კუთვნილ ადგილზე დაბრუნება

ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში სტალინის გულშემატკივრებმა, ანუ ამ სოფლის საღად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილმა ყოფილი ელემენტების ქარხნის ტერიტორიაზე მოხსნილი და საგულდაგულოდ შენახული სტალინის ბიუსტი სამალავიდან გამოიტანა და ამ სოფლიდან სამამულო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად აღმართულ შინმოუსვლელთა მემორიალთან დადგა. მეორე დღეს, როცა სტალინის ძეგლი იხილა, სოფლის თითქმის ყველა მცხოვრები აღფრთოვანებას ვერ მალავდა, მარჯვენაც დაულოცეს ამ ძეგლის დამდგმელებს, მაგრამ, აბა, “რუსთავი 2” რის “რუსთავი 2” იქნებოდა, ამხელა სოფელში სტალინის ძეგლის მოწინააღმდეგე ერთი ნაციონალი რომ ვერ ეპოვა და იპოვა კიდეც _ ვინმე კაპანაძე, რომლის სახელი არ დამამახსოვრდა, მაგრამ, ალბათ, აღათი ან ფედოსია ერქმეოდა. მან მიუკიბ-მოუკიბავად განაცხადა, ჩვენ, ახალგაზრდები, სტალინის წინააღმდეგი ვართ და რაიონის საკრებულოს მივმართავ, ძეგლი აიღოსო. ამ უწიგნურ და გაუნათლებელ “ფედოსიას” რა უნდა ელაპარაკო, როცა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ რამდენიმე წლის წინათ უფრო სულელური რამ განაცხადა სტალინზე, რისთვისაც საკადრისი პასუხი მიიღო. ფედოსიასინტელექტზე ლაპარაკიც ზედმეტია _ ცოდნაგანათლება, განსაკუთრებით სტალინიზმის საკითხებში, სახეზე აწერია. ისე, არ არის გამორიცხული, ლომაიას, შაშკინისა და სანიკიძის მიერ რეფორმირებული განათლების სისტემის წყალობით, ქვეყანაში მომრავლებული, ჯიხურებში გახსნილი უნივერსიტეტების 2 ან 3 დიპლომი ედოს ჯიბეში. რაც შეეხება მის ახალგაზრდობას, გარეგნობით არ ტოვებს ყმაწვილი ქალის შთაბეჭდილებას, მაგრამ ლოყები ისე აქვს დაბერილგაღაჟღაჟებული, ხელი რომ მოუჭირო, ხაშლამის წვენი გამოუვა. ვაი, საქართველოვ, რას დაგამსგავსა ნაციონალების მიერ მოყვანილმა ამ უწიგნურმა თაობამ?! რას ლაპარაკობენ თვითონაც არ იციან. სტალინის პიროვნებას ისეთი ადამიანები აფასებენ და ვერდიქტიც ისეთებს გამოაქვთ, სტალინის შესახებ ინჩიბინჩი რომ არ იციან. ასეთგანათლებულადამიანებს ორ ბატსაც კი არავინ მიაბარებს, “რუსთავი 2”-მა კი ისეთი რეკლამა გაუკეთა, ლამის ქართველი ახალგაზრდობის სახედ წარმოაჩინა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/vaso-fxakadze.jpg

მსგავსი რამ მოხდა გორის რაიონის სოფელ ატენშიც, სადაც ამ სოფლის მცხოვრებთა ერთმა ჯგუფმა 9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად ფაშიზმზე გამარჯვების სულისჩამდგმელისა და თავიანთი კუთხის შვილის, გენერალისიმუსი სტალინის ბიუსტი დადგა. ეტყობა, ნაციონალებმა აქაც მოძებნეს “შორაპნელი აღათის” მსგავსი ვინმე “რაჟიკო და ძმანი მისნი” და ამ “30 ვერცხლადსულგაყიდულმა ბიჭბუჭებმა ღამით ჩუმადპირნათლადშეასრულეს ვანდალური დავალება _ სტალინის ძეგლი ყვითელი საღებავით შეღებს, მაგრამ მოსახლეობამ მეორე დღესვე გაასუფთავა და მოაწესრიგა. ამის შემდეგ ვანდალებმა ისევ ღამით, ისევ მალულად ბიუსტი დაამსხვრიეს. “რუსთავი 2” რის “რუსთავი 2” იქნებოდა, ამ ბინძურ საქმეში თავისი წვლილი რომ არ შეეტანა?! ჯერ ვანო ჯავახიშვილმა სცადა უნიჭო ხუმრობებით სტალინის გაქილიკება, მაგრამ, როცა შეატყო, კარგად არ გამოუვიდა, ეყო ჭკუა და ეს თემა საერთოდ ამოიღო დღის წესრიგიდან. სამაგიეროდ, ჭკუა არ ეყო ჩხარელ ნიკაია არაბიძესა და ფარცხანაყანებელ ვასიკია ფხაკაძეს, რომლებმაც ამ თემის წამოწევა და სტალინის გაშარჟება გადაწყვიტეს. როგორ გამოუვიდათ და რა წარმატებას მიაღწიეს, ტელემაყურებელი თვითონ შეაფასებდა, მაგრამ ნიკა არაბიძემ და ვასო ფხაკაძემ, რომლებიც სტალინის ფეხის მტვერიც არ არიან, თავს როგორ უნდა მისცენ უფლება, რომ მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკოსი, ჰიტლერის მონობის უღლისგან ევროპის განმათავისუფლებელი გააქილიკონ?! თუმცა, როცა დოლარებს დახარბდები და გადამთიელების ინტერესებს მოემსახურები, ყველაფერს იკადრებ. მერე ამ დოლარებით გაშლილ სუფრაზე გულზე მუშტის ბრაგუნით კაცობაზე დადებენ თავს და საქართველოსა და მისი ღირსეული შვილების სადღეგრძელოს შესვამენ. რა ჰქვია ამას?

ფხაკაძე და არაბიძე საკმაოდ ცნობილი და პატივსაცემი გვარებია იმერეთში, ამასთანავე, ამ გვარების წარმომადგენლები წესიერი და მშრომელი ხალხია. ყოველ შემთხვევაში, ვისაც ვიცნობ, ყველა ასეთია, მაგრამ თითოოროლა გლახა ყველა გვარში გამოერევა. ისე, საინტერესოა, სტალინი რომ არ ყოფილიყო და სოციალურად დაცული სახელმწიფო არ შეექმნა, დღეს სად იქნებოდნენ და რამდენოყიანი თოხი ეჭირებოდათ ხელში ნიკა არაბიძესა და ვასიკო ფხაკაძეს?! მათი წინაპრები გაღლეტილი გლეხები იყვნენ და რევოლუციამდელ საქართველოში არაფერი ებადათ. ახლა კი გამოდიან და იმ კაცის გამასხარავებას ცდილობენ, რომელმაც მათ მამა-პაპას თვალში გამოახედა და ქვეყანა დაანახვა. მათი შთამომავლები კი დღეს, სოფლის დუქნის ნაცვლად, სუპერმარკეტებსა და ფეშენებელურ რესტორნებში დადიან, ქალამნებისა და შარვალზე გადმოშვებული წვრილქამრიანი “ბლუზის” ნაცვლად, “სალამანდრის” ფირმის ფეხსაცმლით, “არმანისა” და “პიერ კარდენის” პერანგებითა და პიჯაკებით შეიმოსნენ… ბოლო ხანს ძალიან “გაბანძდა” ეს “კომედიშოუ”. ამ გადაცემაში ადრე ნამდვილად იყო გონებამახვილური ხუმრობები, ამ მხრივ, განსაკუთრებით ვანო ჯავახიშვილი და ნიკა არაბიძე გამოირჩეოდნენ და სრულიად სამართლიანად დაიმსახურეს ხალხის პატივისცემა. ახლა კი ბევრს აღარ უნდა მათი უკბილო ხუმრობების მოსმენა. თქვე კაი ხალხო, ისეთი რა გაგიჭირდათ, ისე როგორ დაეცით, რომ ვიღაც გადამთიელების კარნახით თქვენი ქვეყნის შვილს, 30 წლის განმავლობაში მსოფლიო წესრიგის განმსაზღვრელს აქილიკებთ, მერე ამაში აღებული ფულით რაღაცას ყიდულობთ და ოჯახში მიგაქვთ?! ისე, როგორც ნაციონალები იტყოდნენ, “მაქვს გონივრული ეჭვი”, რომ მხოლოდ ფულზე დახარბება არ უნდა იყოს თქვენი საქციელის ძირითადი მიზეზი. ვფიქრობ, მიზეზი სერიოზულია და უფრო თქვენს უწიგნურობასა და გაუნათლებლობასთან არის დაკავშირებული. გაუნათლებელი კაცი კი გონებაზე წინ ყოველთვის კუჭს აყენებს _ ოღონდ ფული დაანახვე და ყველაფერს იკადრებს. ქართველებმა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ იმიტომ უნდა ვცეთ პატივი ამ ბუმბერაზ კაცს, რომ საქართველო, ეს ჩამორჩენილი ქვეყანა, ინდუსტრიულ რესპუბლიკად აქცია; ნაციონალებისაგან განსხვავებით, სამშობლოს ტერიტორიები კი არ დააკარგვინა, 7000 კვ. კმ მიუმატა; მენშევიკების მიერ გატაცებული საგანძური ქვეყანას დაუბრუნა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა გადაურჩინა. აი, ასეთ კაცს აქილიკებთ თქვენ, სულგაყიდულო ნიკა და გამოფარცხანაყანებულო ვასიკო!

ომარ გოცაძე

1 COMMENT

  1. 100 / გეთანხმებით, რომ უცოდინარობამ და სიბეცე ქვია იმას, რომ არ იცი ვის უნდა დასცინო, თუმცა საქართველოში დღეს მიღებულია დაცინვა და წყევლა კრულვა, გინება და ლანძღვა.

  2. სრული სიმართლეა, ადრე ვუყურებდი ,ახლა საერთოდ აღარ ვუყურებთ არავინ . ამათ ცირკის მასხარა გაცილებით ჯობია, შხამს მაინც არ აფრქვევენ, აქაოდა, ვხუმრობთო!ვითომ ბევრს რომ ,,ღადაობ,, ხის გადამრგველზე და შიშით ხმას რომ ვერ იღებ ხეების გამჩეხავზე სად უნდა გავიცინო!,

  3. ბატონო ომარ, უდიდეს პატივს გცემთ, თქვენი შეფასებები ძალიან ობიექტური და სწორია.სამწუხაროდ ,ცნობადი სახე არ ნიშნავს იმას,რომ განათლებული და ერუდირებულია,ამ ვაჟბატონებს იმდენი მაინც უნდა ესმოდეთ,რომ ყველა და ყველაფერი არ აქილიკონ,ეს უბრალოდ~/ სად ისწავლეს და რა იციან ეს მეორე საკითხია, დარწმუნებული ვარ არაფერი წაუკითხავთ, არც მოუსმენიათ, თორემ იმდენს მაინც უნდა ხვდებოდნენ, რომ გენერალსიმუსის წოდების კაცი მათი საქილიკო არ არის,დარწმუნებული ვარ ყველა ეროვნების ადამიანი იამაყებდა ასეთი ბუმბერაზი ადამიანის არსებობით, მსოფლიოს ცნობილი პოეტები. საზოგადო მოღვაწეები და ამ ბუმბერაზი ადამიანის თანამედროვენი, სახელმწიფოთა მეთაურნი აღფრთოვანებლნი იყვნენ მისი ნიჭით, გამბედაობით თავგანწირვით….არაერთი წიგნი. მოგონება დაწერილა …საუკუნეები ვერ წაშლის მის სახელს. და იგი კიდევ უფრო გაბრწყინდება…

  4. გადაგვარებული კონჩიტა გვარამიას \\\”რუსთავი–2\\\”–ის ეს სულგაყიდული ჯამბაზები ახორციელებენ ნაცების პროექტს – \\\”ახალი ქართველების\\\” გამოყვანას, რომლებსაც არ სჭირდებათ არც მამის სახელი, არც საამაო წინაპრები და არც სამშობლო. განსაკუთრებით ვერ ვიტან ადამიანის მსგავს არსებას – ნიკა გრიგოლიას, რომელმაც გიორგი სააკაძის მიერ შაჰ–აბასისგან გამოგზავნილი პაატას თავის მიღების სცენა გააშარჟა. თქვე მართლა დებილებო, ნუთუ მშობლები არა გყავთ? სად გაიზარდეთ? თფუი თქვენი . . . .

  5. დაუნთაგან – მეტს ნუ ველოდებით…
    მარადიული ხსოვა, და უღრმესი მადლობა – იოსებ სტალინს!…

  6. გაბანძდა ეს ჩვენი კომედიშოუ,ადრე სიამოვნებით ვუყურებდი ეხლა რუსთავი 2-ის ნიუსია დაბოღმილი ნიუსი .

  7. კარგით რა კომედი შოუს ვიღა უყურებს,ადრე არაუშავდა,ეხლა უკბილო ხუმრობები აქვთ,დროს არ ვკარგავ მაგათ ყურებაზე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here