Home რუბრიკები პოლიტიკა გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ძალები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგ გამოდიან

გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ძალები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგ გამოდიან

550

გერმანული გამოცემაბილდიწერს, რომ გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ძალები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგ გამოდიან. შესაბამისი განცხადებები ფრაქცია ქრისტიანდემოკრატიული კავშირისა და ქრისტიანსოციალური კავშირის ბლოკში გაკეთდა, რომლის თავმჯდომარეც არის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

გამოცემასთან საუბარში ბუნდესტაგის დეპუტატი არმინ შუსტერი აცხადებს, რომ თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან გერმანიაში ორგანიზებულ დანაშაულში სხვა უცხოელებზე მეტად არიან ჩართული.

შუსტერის თქმით, ქართული კრიმინალური დაჯგუფებები გერმანიაში წამყვან ძალად იქცნენ, რომლებიც ბინების ძარცვით არიან დაკავებულნი.

დეპუტატი მოსაზრებას გამოთქვამს, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის დაწესება გერმანიაში კრიმინალის გაზრდას შეუწყობს ხელს.

დეპუტატი ჰანს-პეტერ უჰლი კი ამბობს, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესება გერმანიაში უკონტროლო მიგრაციასა და კრიმინალის ზრდას, ხოლო საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრება რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. როგორც გერმანიის კრიმინალური პოლიციის მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე ანდე შულცი „ბილდთან“ საუბარში აცხადებს, ქართული მაფია „მიზანმიმართულად გზავნის საქართველოდან გერმანიაში კრიმინალებს“, რის შემდეგაც აღნიშნულ პირებს პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე შეაქვთ განაცხადი და, ვიდრე შესაბამისი სტრუქტურა მათ საქმეს განიხილავს, დანაშაულებრივ ქმედებებს სჩადიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here