Home რუბრიკები საზოგადოება გერმანელ ქალებზე მიგრანტების ძალადობის ახალი შემთხვევები

გერმანელ ქალებზე მიგრანტების ძალადობის ახალი შემთხვევები

480

31 მაისს გერმანიის პოლიციას 20-ზე მეტმა ქალმა მიმართა დარმშტადში გამართული მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას მათზე სექსუალური ძალადობის გამო. სამი ეჭვმიტანილი, პაკისტანელი მიგრანტები, უკვე დაკავებულნი არიან. 6 თვის წინათ, შობაახალი წლის დღეებში, ანალოგიური ინციდენტი მოხდა კელნშიც.

 “ჩვენ მოგვმართეს ქალებმა, რომლებზეც იძალადა მამაკაცების ჯგუფმა. დავაკავეთ სამი ეჭვმიტანილი. დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ მათ თავს ჯგუფურად ესხმოდა ათამდე მამაკაცი”, _ განაცხადა ქალაქ დარმშტადის პოლიციის წარმომადგენელმა ფერდინანდ დერიგსმა და დასძინა: “ჩვენთან მსგავსი ინციდენტი არასოდეს მომხდარა, ამიტომ არ ვიყავით მზად”.

კელნში ახალი წლის ღამეს ინციდენტის შემდეგ, როდესაც მიგრანტებმა ასზე მეტ ქალზე იძალადეს, უცხოელთა მხრიდან ძალადობა მწვავე თემა აღარ არის გერმანელი საზოგადოებისთვის, მაგრამ ახლა ახალი ძალით იფეთქა მიგრანტებისადმი უნდობლობამ, მათ მიმართაც კი, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here