Home რუბრიკები პოლიტიკა მთვრალმა ჟან-კლოდ იუნკერმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო

მთვრალმა ჟან-კლოდ იუნკერმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო

554

5 ივნისს ინტერნეტში ატვირთულმა სკანდალურმა ვიდეორგოლმა, რომელიც ევროკომისიის შეზარხოშებული ხელმძღვანელის _ ჟანკლოდ იუნკერის საქციელს ასახავს, სწრაფად მოიხვეჭა პოპულარობა

ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” წერს, რომ ვიდეორგოლში ასახული ამბავი 2015 წლის მაისში ლატვიაში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე მსოფლიოს ლიდერების შეხვედრისას არის გადაღებული.

ვიდეორგოლში, რომელსაც ჰქვია “მთვრალი ჟან-კლოდ იუნკერი მსოფლიოს ლიდერებს ასილაქებს”, ნაჩვენებია ამაღლებულ განწყობაზე მყოფი ევროკომისიის ხელმძღვანელი, რომელიც ხან ევროპის ზოგიერთ ლიდერს ლოყაზე ხელს უტყაპუნებს  და ზოგს კეფაზე კოცნის, ხან კიდევ ჯიგას ცეკვავს, გარშემო მყოფები კი ხითხითებენ. სწორედ ეს იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ უმაღლესი დონის შეხვედრაზე იუნკერი შეზარხოშებული მივიდა.

ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერმინისტრი, ამჟამად ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი ერთ-ერთი წევრია იმ ჯგუფისა, რომელიც მაასტრიხტის ხელშეკრულებაზე მუშაობდა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here