Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკის ელჩი ლობიოს შეკმაზვაში არ ჩაერევა!

ამერიკის ელჩი ლობიოს შეკმაზვაში არ ჩაერევა!

590

მოგეხსენებათ, ამერიკელები რუსებზე კულტურული და ზრდილობიანი ხალხია. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ რუსები ჩვენს მამებს 37 მანეთადაგულავებდნენდა რყვნიდნენ რუსეთში, თავზე ამხობინებდნენ რესტორნებს და, ფაქტობრივად, მთელი კინოინდუსტრია და შოუსაქმიანობა საბჭოთა კავშირის დროს სწორედ ქართველებს მიჰყავდათ. დღესაც კი, თუკი რომელიმე ქართველს ფეხი ჩაუცდება მოსკოვში, იმ წამს დათმობილი აქვს დიდი სცენა, რათა ცდუნებას აჰყვეს, რუსეთი მოეწონოს და პატრიოტული გრძნობები ჩაუქრეს!

ამერიკელები ასე არ იქცევიან! ისინი უფრთხილდებიან ჩვენი შვილების მომავალს და არ აძლევენ მათ გარყვნის საშუალებას. ვერც ერთი ქართველი ვერანაირ რესტორანს ვერ დაიმხობს თავზე ამერიკაში, თუკი იქ ჩასვლა ეღირსა ლეგალურად(!), დიდ სცენაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ხიბლში რომ არ ჩავარდესდა და თავში არ აუვარდეს, ქართველი ხელოვანების პერსპექტივა ამერიკაში მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელები და მიტოვებული გარეუბნებია. ასევე, ამერიკელები ცდილობენ, რომ ქართველებმა ისწავლონ მოხუცებზე ზრუნვა და მათი მოვლა, რითაც წინაპართა პატივისცემას უნერგავენ.

ყოველივე ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ბატონი იან კელი. როგორც მოგეხსენებათ, იგი არავითარ შემთხვევაში არ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ გვასწავლის ვინ დავნიშნოთ მინისტრად, რომელი ტელევიზია რომელ მფლობელს დავუტოვოთ, ვინ დავაპატიმროთ და ვინ გავათავისუფლოთ ან რომელ ქვეყანასთან რა ტიპის დიპლომატია ვაწარმოოთ. სულ ეგაა. ეს კაცი და ეს ქვეყანა სხვა არაფერში ერევა და ვერ გამიგია, რა გვინდა ქართველებს, რა პერეტენზია გვაქვს?!

მაინცდამაინც მივდგებით ხოლმე ამერიკას და ამერიკის საელჩოს და ვუყენებთ ბრალს, რომ გვშია, რომ სამსახურები არ გვაქვს, რომ ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია…

კი მაგრამ, რა ქნას, ბატონო, ამ ამერიკამ და მისმა ელჩმა? დაზუსტებით ვიცით, როგორი კეთილი გული აქვს იან კელის. კიდევ უფრო კეთილები არიან სენატორები და კონგრესმენები. აბა, გაიხსენეთ, რამდენჯერ შეშფოთებულან, რამდენჯერ გამოუხატავთ ღრმა თანაგრძნობა. ისიც ზუსტად ვიცი, რომ სული კბილით უჭირავთ და ძლივს იკავებენ თავს, ქართველ ხალხს საკუთარი ლუკმა რომ გაუყონ, მაგრამ უნდა შევიგნოთ, რომ მათი მხრიდან ასეთი საქციელი ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად აღიქმება მსოფლიო საზოგადოების თვალში და ამერიკას კი ამის უფლება არ აქვს!

ამერიკელები ის ხალხია, რომლებიც უპირველეს მნიშვნელობას ზრდილობას, კულტურას, ეტიკეტს ანიჭებს და, რაც უნდა გულით უნდოდეს შენი დახმარება, არ დაგეხმარება, თუკი ეს შენს საშინაო საქმეში ჩარევას მოითხოვს!

აბა, ისე კი არაა, რომ შემოვარდა რუსი და აგიშენა აქ მეტრო! აგიშენა ახალი უბნები, ჩაგიწერა პასპორტში “ეროვნება ქართველი” და ყოველ ქართულ ოჯახს სულ ძალისძალად ჩუქნიდა ოროთახიან თუ სამოთახიან ბინებს უფასოდ! ეგ რა არის, ისე სურდათ ერის გადაშენება, რომ მრავალშვილიან ქართველებს ხუთოთახიან ბინებსაც კი ჩუქნიდნენ!

ამერიკელი იზამდა ამას? გამორიცხულია!

ვისაც არ სჯერა, შევთავაზებთ ექსპერიმენტს: აბა, მიბრძანდით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან და სთხოვეთ, წამოგყვეს სახლში და ლობიოს მოხარშვის დროს მის შეკმაზვაში დაგეხმაროს.

შანსი არ გაქვთ! ბატონი იან კელი არ იკადრებს თქვენს საშინაო საქმეებში ჩარევას.

ამაში თავად დავრწმუნდით, როდესაც ჩვენმა ინტრიგანმა კორესპონდენტმა სწორედ ეს ექსპერიმენტი ჩაატარა. იგი მივიდა ბატონ იან კელისთან და ზუსტად ამ წინადადებით მიმართა:

“ბატონო ელჩო კელი, თქვენ ყოველთვის გულისხმიერებას იჩენთ ქართველი ერისადმი. თქვენ მიგვითითებთ, ვინ დავნიშნოთ მინისტრად ანდა დავიჭიროთ თუ არა ხუმარა სპლიყვი; თქვენ გვიწყვეტთ, ვისი კერძო ქონებაა ესა თუ ის ტელეკომპანია… მოკლედ, აშკარაა თქვენი უდიდესი მზურნველობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე და მეც ამიტომ მოგმართავთ თხოვნით. კერძოდ, ჩემმა ცოლმა საზაფხულოდ ბავშვები აგარაკზე წაიყვანა. დავრჩი შინ მარტო და დამავიწყდა, რა სუნელები სჭირდება კირკვალ ლობიოს, გემრიელი რომ გამოვიდეს. აგარაკზე მობილური კავშირი უხარისხოა და ცოლმა კარგად ვერ გამაგებინა. ამიტომ, თქვენ, როგორც ჩვენს ქვეყანაზე მზრუნველ ელჩს და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორიების წარმომადგენელს, გთხოვთ, დამეხმაროთ ლობიოს შეკმაზვაში და მიკარნახოთ, კონკრეტულად, ჩავაგდო თუ არა ლობიოში რეჰანი და ოხრახუში? ქინძის შესახებ არ გეკითხებით. ვიცით, რომ ქინძი თქვენ ყოველთვის დიდ აუცილებლობად მიგაჩნიათ”.

წარმოიდგინეთ, ასეთ თხოვნაზე იან კელი სასტიკად გაბრაზდა, გაწიწმატდა და კატეგორიული უარი თქვა ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევაზე.

აი, ასეთი კულტურული და კარგი კაცია ამერიკის ელჩი…

ჩვენს ინტრიგან კორესპონდენტს კი ახლა ის აინტერესებს, საჭიროა თუ არა კირკვალი ლობიოს მოსამზადებლად წიწმატი.

 ველქომ ოფენდორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here