Home რუბრიკები პოლიტიკა სანამ სოხუმ-ცხინვალის თემაც არ დახურულა

სანამ სოხუმ-ცხინვალის თემაც არ დახურულა

698

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რამდენიმე დღის წინათ საბერძნეთს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა. რუსეთის პირველი პირის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად მისმა თვითმფრინავმა საბერძნეთის სამხედროსაჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლების საპატიო ესკორტით იფრინა ელადის საჰაერო სივრცეში, მაგრამ მთავარი, რაც ამ ვიზიტისას მოხდა, ვლდიმერ პუტინის განცხადებებია, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად საქართველოსაც ეხება.

რუმინეთში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგების კომენტირებისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ეს სისტემები რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და ამიტომ იძულებული…ვართ, საპასუხო ზომებს მივმართოთო. “რუმინეთმა აქამდე არ იცოდა, რას ნიშნავს რუსული რაკეტების სამიზნეში ცხოვრება. ჰოდა, ამის გემოსაც გაიგებენ. ახლო მომავალში იძულებულნი ვიქნებით, რუსული რაკეტები რუმინეთის ტერიტორიას დავუმიზნოთ”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ანალოგიური რამ თქვა მან პოლონეთის მიმართაც _ დავაკვირდებით და, როდესაც დავინახავთ ნატოს რაკეტებს, ვარშავასაც ადეკვატურად ვუპასუხებთო…

თუმცა, როგორც იტყვიან, ეს მხოლოდ ჟურნალი ყოფილა, კინო კი მაშინ დაიწყო, როდესაც ყირიმის თაობაზე დაუსვეს კითხვა.

 “ჩვენ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დავხურეთ და ამაზე საუბარს არავისთან და არასდროს აღარ ვაპირებთ!” _ მისთვის ჩვეული სუსხითა და ლაკონურობით განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვიზიტის მეორე დღეს რუსეთის პრეზიდენტი ეწვია ათონის მთის სამონასტრო კომპლექსს, რომლის ერთერთ ტაძარში ათონელმა ბერებმა პუტინი იქ დააყენეს, სადაც საუკუნეების წინათ ბიზანტიის კეისრები იდგნენ ღვთისმსახურებისას. ეს სიმბოლური აქტი, ალბათ, იმის აღიარება იყო, რომ, თუ ათონის წმინდა სავანეა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის უპირველესი იდეოლოგიური კანონმდებელი (თუ შეიძლება ასე ითქვას), მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლი ველურმა სელჩუკებმა დაამხეს და აია სოფია მეჩეთად აქციეს, მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაა უმტკიცესი ბურჯი საქრისტიანოსი, ხოლო რუსეთის ხელმწიფენი იყვნენ და დღესაც არიან მახვილით ხელში მართლმადიდებელი სარწმუნოების უპირველესი დამცველნი.

რუსეთი მესამე რომია, მეოთხე არ იქნება _ ეს ცნობილი სენტენციაა.

ვფიქრობ, შეგნებული მკითხველი მიმიხვდა, საით მიმყავს საუბარი და მრავალწერტილის ნაცვლად იქნებ წერტილის დასმა უფრო უპრიანია, ანუ წერილის აქ დასრულება, მაგრამ, სამწუხაროდ, ნატოს, ევროპა-ამერიკის ქიმერის წნეხის ქვეშ მყოფი შეუგნებლებიც არსებობენ და თხრობას, პირველ რიგში, მათ საყურადღებოდ განვაგრძობ.

რას ნიშნავს ჩვენთვის რუმინეთპოლონეთის მიმართ გაკეთებული ეს აშკარად გაფრთხილების შემცველი განცხადებები?

რას და, ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, “კოკავ, შენ გეუბნები და, ლიტრავ, შენ გაიგონეო”.

რუსეთს ვერ შევაშინებთ 26 მაისს რუსთაველზე ამერიკული “ბრედლი”-”აბრამსების” გამოყვანით და, თუ აუხდა თინა მამიდას ნანატრი და რუმინეთს მსგავსად საქართველოშიც განალაგა ნატომ “პრო” (რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები), აი მაშინ მართლაც “პროსკენ”, ოღონდ არა აშშ-ნატოს, არამედ ქართული შინაარსის მქონე “პროსკენ” წავა ჩვენი საქმე. რუსეთის ტერიტორიიდან “ისკანდერები” და “კალიბრები” მიზანში ამოგვიღებენ და თბილისიდან 40 კილომეტრში ხომ დგანან და დგანან რუსული ტანკები!

რაც შეეხება ყირიმის თემას, ერთ კითხვას დავსვამ:

რატომ არ იერთებს ოფიციალურად რუსეთი 2008 წელს მისგანვე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულ სოხუმცხინვალის რეგიონებს, მიუხედავად ამ რეგიონებში ჩატარებული არა ერთი რეფერენდუმისა?

ყირიმი ხომ იქ მცხოვრები ხალხის ნების გათვალისწინებით მიიერთა მოსკოვმა, თანაც ისე, რომ მსჯელობასაც კი არავისთან აპირებს ყირიმის დაბრუნებაზე.

ამაზე რუსეთის სისუსტეში დარწმუნებულ და მის დაშლაზე მეოცნებე ნეოლიბერალ ხლისტებს თავისი მოსაზრება აქვთ _ რუსეთს ზედმეტი თავის ტკივილი არ უნდა!

ნუთუ უკრაინის, სირიის მაგალითები იმაზე არ მეტყველებს, რომ რუსეთს შაკიკის არ ეშინია?

ყირიმის მიერთების გამო დაწესებულმა სანქციებმა, რომლებმაც, მართალია, ავნო რუსეთის ეკონომიკას, მაგრამ აშშ-ის მთავარი იმედი, რომ ძეხვის მოთხოვნით წითელ მოედანზე მილიონები გავიდოდნენ და დაამხობდნენ პუტინის ხელისუფლებას, არ გამართლდა.

პირიქით _ ყირიმის დაბრუნებამ იმხელა პატრიოტული აღტყინება გამოიწვია, ისე დაირაზმა პუტინის გარშემო რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა, რომ რუსეთის ნეოლიბერალური ოპოზიცია ხმის ამოღებას ვერ ბედავს და პუტინს მეორე 6-წლიანი ვადითაც გარანტირებული აქვს კრემლის კაბინეტში ყოფნა.

ერთი სიტყვით, თითქმის უეჭველია ვარაუდი: რუსეთი იმიტომ აყოვნებს სოხუმცხინვალის მიერთებას, რომ ჩვენთან, ქართველებთან, სალაპარაკო, გნებავთ, სავაჭრო თემა დაიტოვოს და შაკიკის შიში არაფერ შუაშია. სინამდვილეში რით არის გამოწვეული ეს _ უმადური ქართველების მიმართ კეთილგანწყობით თუ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე პრაგმატიზმით, ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მთავარია, გვესმოდეს, რომ ეს ვითარება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება _ თუ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობად ისევ რუსოფობი ნეოლიბერალები მოგვევლინებიან და რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავსხდებით, აი მაშინ ვნახავთ ქართველები უმძაფრეს თავის ტკივილს და არა მხოლოდ თავისას _ რუსეთი სოხუმცხინვალის თემას დახურულად გამოაცხადებს და მერე ვიაროთ რუსთაველზე და ვიძახოთ: “ნატო, ნატო”.

ვითომ რომ გვედო ჯიბეში, იმ “ვიზალიბერალიზაციამაც”, როგორც კახეთში იტყვიან, “ჩაილურის წყალი დალია”.

ევროპამ “ვიზალიბერალიზაციის” საკითხის განხილვა ფორმალურად გადადო, მაგრამ აქ აღსანიშნავია ის, რომ ევროკავშირის ღლავმა ქვეყნებმა _ გერმანიამ და საფრანგეთმა _ გვტკიცეს უარი ქართველებს ევროპაში უვიზო მიმოსვლაზე.

გაწბილება, უკვე მერამდენედ, ნატოს ვარშავის სამიტისგანაც გველის _ ჯერ მაპზე უკეთესი, შემდეგ ნატოს ასპირანტის “საპატიო” ტიტული მოგვანიჭეს და ვინძლო ვარშავაში დოცენტის ხარისხიც “გავიკრათ”.

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის “ბიზანტიის კეისართა ტახტზე აღზევებას”, არც ეს არის შემთხვევითი _ ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარულია იდეა მსოფლიოს მართლმადიდებელ სახელმწიფოთა რაიმე კავშირის შექმნის შესახებ და ათონის წმინდა მთაზე პუტინის მისვლა ხომ არ არის მინიშნება, რომ ასეთი კავშირის მეთაური უნდა იყოს რუსეთის ეკლესია და ბირთვული პოტენციალის გამო ბეჭდაუდებელი რუსეთის საერო ხელისუფლება?

მაშინ ჭირსაც წაუღია ევრაზიული კავშირი, რადგან მასონ-ხლისტების მიერ წამოწყებულ მსოფლიოს ლგბტ-ზაციას, რომელიც კაცობრიობის დაღუპვას ნიშნავს, მხოლოდ ასეთი კავშირი გაუწევს წინააღმდეგობას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ გერმანიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების გამო წონასწორობა დაკარგა თურქეთმა, ამიტომ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ევროპაზე შურის საძიებლად თურქეთი თავისი ტერიტორიიდან ათასობით მუსლიმ ლტოლვილს, რომელთა შორის ტერორისტიც ბევრია, ევროპისკენ გაუხსნის გზას და, ერთ-ერთი მარშრუტი საქართველოს გავლითაც რომ იქნება, არც ეს არის საიდუმლო.

და ვინ დაგვიცავს ამ საფრთხისგან, ნატო? თუ ისევ რუსეთისთვის მოგვიწევს დახმარების თხოვნა? რუსეთისთვის, რომელიც ჩვენი ისტორიული მტრის, თურქეთის მტერია.

ნათქვამია, ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო და იქნება ახლა მაინც მოვეგოთ გონს, რადგან წართმეულის დაბრუნება უფრო ადვილია, ვიდრე გაყიდულისა _ თურქებმა იყიდეს ლამის მთელი აჭარა და თბილისის ცენტრი, რომ არაფერი ვთქვათ მათ მიერ მიტაცებულ ქართულ მიწებზე. თბილისიდან სარფამდე დაახლოებით 400 კმია, ხოლო სარფიდან 400 კმ თურქეთის შიგნით ძირძველი ქართული ტერიტორიაა.

დავფიქრდეთ ამაზე, იქნებ მტერ-მოყვრის გარჩევა ვისწავლოთ!

დავით მხეიძე

1 COMMENT

  1. დიდი მადლობა, ბატონო დავით თქვენი მართალი პოზიციისა და შეუპოვრობისათვის

  2. დაიწყო წინა საარჩევნო კამპანიები და ხალხის ილუზირებული მანქანებით ტარება

  3. Kvela qartveli daudget gvertshi ertmanets imistvis ROM saqartvelo at shtantqos evropam DA amerikam totem mere ukve gvian iqneba Roca shvili getkvis ojaxs qmni DA Travis sqesisas to mogakenebs saxshi kvelas umorchilesad gtxovt ar davushvat es saqartveloshi DA uari vtqvat evropasa DA amerikaze

  4. kovel shemtkhvevashi martals brdzanebt! ramdeni celicadi unda gvatkuon, da chvenc (ara kvelas) gvdjera rom an amerika, an evropa agvashenebs? chvens kvekanas chvenve unda ushvelot. an ratom gvgonia rom ik ia vardit mopenili ckhovreba ikneba, evropas dges tviton uchirs amdeni ltolvilis migeba zedmeti tavis tkivili agar unda. rac sheekheba amerikas, rato tviton ar igebs ltolvilebs aziidan? arada magat gamo mokhda rom evropas amdeni ltolvili miackda. daskvna tkven gaaketet.

  5. დღესა იქნება თუ ხვალე იქნება ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება იყო ნათქვამი და ასეა ეს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here